არჩევნები

ყველა ეგზიტპოლის შემაჯამებელი მონაცემები ცნობილია

203
(განახლებულია 16:18 01.11.2020)
ყველა გამოკითხვის შედეგით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს, მეორე ადგილზეა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ქართულმა ტელეკომპანიებმა საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დასრულების შემდეგ 20:00 საათის მონაცემებით ეგზიტპოლის შედეგები გაავრცელეს. 

ყველა გამოკითხვაში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს, მეორე ადგილზეა კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.

ოპოზიციური ტელეკომპანიების დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის ხმები მთავრობის ფორმირებისა და დამტკიცებისთვის: მთავრობის ფორმირებისა და დამტკიცებისთვის „ქართულ ოცნებას“ ხმების არანაკლებ 50% სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციას თეორიულად შეუძლია შექმნას კოალიცია და მთავრობის ფორმირების უფლება მიიღოს, „ქართული ოცნება“ კი უმცირესობაში აღმოჩნდება.

პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1% იყო. 

  ეგზიტპოლი Imedi ეგზიტპოლი Rustavi2 ეგზიტპოლი Formula TV ეგზიტპოლი „მთავარი არხი"
„ქართული ოცნება“ 54% 51,36% 46% 41%
ბლოკი „ძალა ერთობაშია“ 24% 25,38% 28% 33%
„ევროპული საქართველო“ (დავით ბაქაძე) 3% 4,20% 5% 5%

„გირჩი“ (ზურაბ ჯაფარიძე)

4% 3,65% 3% 3%
„ლელო საქართველოსთვის“(მამუკა ხაზარაძე) 3% 2,94% 3% 4%
„პატრიოტთა ალიანსი“ (ირმა ინაშვილი) 2% 2,36% 2% 2%
„გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი" 3% 2,47% 2% 3%
„ლეიბორისტული პარტია“ (შალვა ნათელაშვილი) 1% 1,23% 1% 2%
„ერთიანი საქართველო" (ნინო ბურჯანაძე) 1% ––– ––– 1%
„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ 1% 1,11% 1% 1%

 

203
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
საპროტესტო აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

დავით–გარეჯის საქმე: საქართველოს საგარეო უწყებასთან აქცია გაიმართა

16
(განახლებულია 19:49 27.11.2020)
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაკავებულების ადვოკატებს არ გადასცა მასალები, რომლებსაც ბრალდებულების უდანაშაულობის დამტკიცება შეუძლია

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციის მომხრეებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მოაწყვეს ექსპერტების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია, რომლებიც აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის შესაძლო გადაცემის საქმეზე არიან დაკავებულები, და მათი გათავისუფლება მოითხოვეს.

რას ფიქრობს საქართველოს საპატრიარქო დავით-გარეჯის საქმის ახალ გარემოებებზე>>

აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი პლაკატებით ხელში შეიკრიბა.

  • დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში კლდეში ნაკვეთი 20-მდე მონასტერია გაერთიანებული. მთავარი მონასტერი წმინდა დავითის ლავრაა. კომპლექსის ტერიტორიაზე ზოგიერთ ეკლესიასა და სატრაპეზოში შემონახულია VIII-XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები, რომლებზეც გამოსახული არიან ქართველი ისტორიული პირები, მათ შორის თამარ მეფე.

აქტივისტ გიგი მაქარაშვილის თქმით, პროტესტის მიზეზი გახდა ის, რომ საგარეო უწყებამ ილიჩოვასა და მელაშვილის ადვოკატებს არ გადასცა მასალები, რომლებსაც, აქტივისტის თქმით, ბრალდებულების უდანაშაულობის დამტკიცება შეუძლია.

 „ამ უწყების კიდევ ერთი სამარცხვინო საქციელი. მთლიანობაში, ეს აქცია ამ ადამიანების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას ეძღვნება. ეს ტალღა არ შეჩერდება“, – განუცხადა მაქარაშვილმა ჟურნალისტებს.

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში, უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

პროკურატურის მტკიცებით, რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.

16
თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ
საქართველოსა და ევროკავშირის დროშები

საქართველო ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა

27
(განახლებულია 19:12 27.11.2020)
ევროპის საბჭომ ამ ორგანიზაციების წინააღმდეგ ყველა არსებული სანქციის 2021 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საქართველო ათ ქვეყანასთან ერთად შეუერთდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას სანქციების გაგრძელებასთან დაკავშირებით ორი დიდი ტერორისტული ორგანიზაციის – „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ–ქაიდას“ წინააღმდეგ, ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

ევროპის საბჭომ ამ ორგანიზაციების, ასევე მათთან დაკავშირებული პირების, ჯგუფების, საწარმოებისა და ოგანიზაციების წინააღმდეგ ყველა არსებული სანქციის 2021 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

ევროკავშირის მონაცემებით, სანქციების გაგრძელებას, საქართველოს გარდა, შეუერთდნენ ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, უკრაინა, მოლდოვა და სომხეთი.

„ისინი (ეს ქვეყნები) უზრუნველყოფენ თავიანთი ეროვნული პოლიტიკის შესაბამისობას საბჭოს გადაწყვეტილებასთან. ევროპის კავშირი მხედველობაში იღებს ამ ვალდებულებას და მიესალმება მას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სანქციების გაგრძელების გადაწყვეტილება ევროკავშირმა 2020 წლის 20 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

27
თემები:
საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები