ანა მიქელაძე

ცესკო: „კენჭისყრის პროცესზე ზეგავლენის რისკი არსებობს“

53
ყველა პოლიტიკურმა მხარემ უნდა დაიცვას ეთიკური ნორმა, განაცხადა ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ

თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. დაპირისპირებამ საარჩევნო უბნებთან კენჭისყრის პროცესზე შეიძლება იმოქმედოს, განაცხადა ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით. მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს. პირველად არჩევნები პანდემიის პირობებში ტარდება.

„მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა მხარემ უზრუნველყოს სიმშვიდის დაცვა, აღიარებული ეთიკური ნორმების პატივისცემა და ხელი შეუწყონ კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას. რამდენიმე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურ დაპირისპირება მოხდა. მათ შორის გლდანში, არსებული ინფორმაციით, სროლის ფაქტსაც ჰქონდა ადგილი. საარჩევნო უბნებს გარეთ ფიქსირდება დაპირისპირება პოლიტიკური სუბიექტების მხარდამჭერებს შორის, რაც გარკვეულწილად შეიცავს უბნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენის რისკს “, - განაცხადა მიქელაძემ.

საარჩევნო ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს ისარგებლონ უფლებით და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ.

53
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
საპროტესტო აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

დავით–გარეჯის საქმე: საქართველოს საგარეო უწყებასთან აქცია გაიმართა

43
(განახლებულია 20:36 27.11.2020)
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაკავებულების ადვოკატებს არ გადასცა მასალები, რომლებსაც ბრალდებულების უდანაშაულობის დამტკიცება შეუძლია

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციის მომხრეებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მოაწყვეს ექსპერტების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია, რომლებიც აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის შესაძლო გადაცემის საქმეზე არიან დაკავებულები, და მათი გათავისუფლება მოითხოვეს. 

Акция протеста у здания МИД Грузии 27 ноября 2020 года в связи с делом Давид Гареджи
© Sputnik / STRINGER
საპროტესტო აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

რას ფიქრობს საქართველოს საპატრიარქო დავით-გარეჯის საქმის ახალ გარემოებებზე>>

აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი პლაკატებით ხელში შეიკრიბა.

აქტივისტ გიგი მაქარაშვილის თქმით, პროტესტის მიზეზი გახდა ის, რომ საგარეო უწყებამ ილიჩოვასა და მელაშვილის ადვოკატებს არ გადასცა მასალები, რომლებსაც, აქტივისტის თქმით, ბრალდებულების უდანაშაულობის დამტკიცება შეუძლია.

 „ამ უწყების კიდევ ერთი სამარცხვინო საქციელი. მთლიანობაში, ეს აქცია ამ ადამიანების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას ეძღვნება. ეს ტალღა არ შეჩერდება“, – განუცხადა მაქარაშვილმა ჟურნალისტებს. 

Акция протеста у здания МИД Грузии 27 ноября 2020 года в связи с делом Давид Гареджи
© Sputnik / STRINGER
საპროტესტო აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში, უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. 

Акция протеста у здания МИД Грузии 27 ноября 2020 года в связи с делом Давид Гареджи
© Sputnik / STRINGER
საპროტესტო აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

პროკურატურის მტკიცებით, რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.

43
თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ
საქართველოსა და ევროკავშირის დროშები

საქართველო ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა

35
(განახლებულია 21:36 27.11.2020)
ევროპის საბჭომ ამ ორგანიზაციების წინააღმდეგ ყველა არსებული სანქციის 2021 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საქართველო ათ ქვეყანასთან ერთად შეუერთდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას სანქციების გაგრძელებასთან დაკავშირებით ორი დიდი ტერორისტული ორგანიზაციის – „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ–ქაიდას“ წინააღმდეგ, ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

ევროპის საბჭომ ამ ორგანიზაციების, ასევე მათთან დაკავშირებული პირების, ჯგუფების, საწარმოებისა და ოგანიზაციების წინააღმდეგ ყველა არსებული სანქციის 2021 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

ევროკავშირის მონაცემებით, სანქციების გაგრძელებას, საქართველოს გარდა, შეუერთდნენ ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, უკრაინა, მოლდოვა და სომხეთი.

„ისინი (ეს ქვეყნები) უზრუნველყოფენ თავიანთი ეროვნული პოლიტიკის შესაბამისობას საბჭოს გადაწყვეტილებასთან. ევროპის კავშირი მხედველობაში იღებს ამ ვალდებულებას და მიესალმება მას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სანქციების გაგრძელების გადაწყვეტილება ევროკავშირმა 2020 წლის 20 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

35
თემები:
საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები
ბაკურიანი

ბაკურიანი 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი იქნება

0
ყველა სახელმწიფო დაწესებულება მთლიანად უჭერს მხარს საქართველოში სპორტის ზამთრის სახეობებისა და ტურიზმის განვითარების პროექტს EYOF Winter 2025

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. ბაკურიანმა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი ოფიციალურად მიიღო. გადაწყვეტილება დღეს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს, იუწყება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკ–ი).

EBRD ბაკურიანში ინფრასტრუქტურულ პროექტს დააფინანსებს>>

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ევროპის ოლიმპიურმი კომიტეტების ასოციაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით შექმნა. ესაა რეგიონული საერთაშორისო კომპლექსური სპორტული შეჯიბრებები ახალგაზრდა სპორტსმენებს შორის EOC–ს ასოციაციის 50 ქვეყნიდან. როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

როგორც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილებას ონლაინ–ფორმატში ჩატარებული ფორუმის ყველა დელეგატმა დაუჭირა მხარი. დელეგატებმა მანამდე სამწუთიანი ვიდეორგოლი ნახეს, რომელიც საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა წარადგინა.

„ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2019 წლის 30 ივლისს გამართულმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის რიგგარეშე სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება 2025 წლის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლების მისაღებად ოფიციალური განაცხადი წარედგინა ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში (EOC).

2020 წლის თებერვალში საქართველოში ჩამოვიდა EOC-ის შემფასებელი კომისია, რომლის წევრებმაც მოინახულეს ბორჯომი და ბაკურიანი“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომისიის მიერ მომზადებულ შემაჯამებელ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ყველა სამთავრობო სტრუქტურა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ზამთრის 2025 წლის EYOF-ის პროექტს საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობებისა და ტურიზმის წარმოჩენის მიზნით“.

გაზაფხულს შემდეგ სეოკ-თან შექმნილ სამუშაო ჯგუფს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს მთავრობასთან, EOC-ის შესაბამის სამსახურთან, ზამთრის სახეობების ფედერაციებთან და ადგილობრივ ექსპერტებთან. „ამ ერთობლივმა მუშაობამ კარგი შედეგი გამოიღო“, აღნიშნავენ სეოკ–ში.

საქართველომ 2015 წელს პირველად უმასპინძლა ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო დაახლოებით 4 ათასი სპორტსმენი 50 ქვეყნიდან.

0
თემები:
სპორტის ამბები