ბრიფინგი ცესკოში: ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის

გამოწერა
საქართველოში არჩევნები ჩატარებულად მიიჩნევა ამომრჩევლის ნებისმიერი რაოდენობის შემთხვევაში – ამ დროისათვის საკუთარი ნება საარჩევნო ყუთთან უკვე დააფიქსირა 1 607 530–მა მოქალაქემ.  

 

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათის მონაცემებით 45,77%-ს აღწევს,  განაცხადა ცესკოა პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.

ამ დროისათვის საკუთარი ნება საარჩევნო ყუთთან უკვე დააფიქსირა 1 607 530–მა მოქალაქემ.  

 „ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია 57,3 %, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში — 41,9%“, — აღნიშნა ანა მიქელაძემ. 

ეკა გიგაური - Sputnik საქართველო
„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არჩევნებზე 130-მდე დარღვევა დააფიქსირა

შედარებისთვის: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას იგივე საათისთვის ამომრჩეველტა აქტივობა 42,04%, ხოლო 2012 წელს 53,03% იყო.

 

დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებში სულ 3 526 023 ამომრჩეველი მონაწილეობს, რომელთაგან 3 511 853 საქართველოში ცხოვრობს, ხოლო დანარჩენი 14 170 უცხოეთის სახელმწიფოებში იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარებულად მიიჩნევა ამომრჩევლის ნებისმიერი რაოდენობის შემთხვევაში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით. მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0