ეკა გიგაური

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არჩევნებზე 130-მდე დარღვევა დააფიქსირა

32
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაკვირვებით, დღის მეორე ნახევარში ზოგიერთი უბნის გარეთ პროცესი გარკვეული დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს, თუმცა უბნების უმეტესობაში კვლავაც სიმშვიდეა.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დამკვირვებლების მიერ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულია 130-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა, დამკვირვებლებმა 31 საჩივარი დაწერეს, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ეკა გიგაურმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაკვირვებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დღის მეორე ნახევარში ზოგიერთი უბნის გარეთ პროცესი გარკვეული დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს, თუმცა უბნების უმეტესობაში კვლავაც სიმშვიდეა.

რაც შეეხება დაფიქსირებულ დარღვევებს, ორგანიზაცია ყურადღებას შემდეგ ფაქტებზე ამახვილებს:

ფიზიკური დაპირისპირება და ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, ჟურნალისტზე თავდასხმა

  • გლდანის #39 საჯარო სკოლასთან, სადაც 3 საარჩევნო უბანია განლაგებული, შენობის მიმდებარედ სხვადასხვა პარტიის აქტივისტებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავდა „ტვ პირველის" ჟურნალისტი ანა ახალაია. ასევე, ონლაინ მედია „პუბლიკას" ჟურნალისტს დაუმტვრიეს ტელეფონი. აღსანიშნავია, რომ ამ სკოლასთან დღის განმავლობაში ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი მოხდა და პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

დამკვირვებლების გამოძევება

  • ხელვაჩაურის #30.83.13 უბანზე ჩვენი მობილური დამკვირვებელი არ შეუშვეს, ვინაიდან მან უბნის გარეთ ფოტოები გადაიღო, რამაც კომისიის წევრების გაღიზიანება გამოიწვია.
  • მარნეულის #13.23.13 დამკვირვებელი არასწორად გააძევეს უბნიდან, ის უღებდა კაბინას ფოტოს გარედან, რადგან 3 ამომრჩეველი იყო ერთდროულად შესული კაბინაში.

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

  • გორის #15.32.67 უბანზე სტაციონარული ვიდეო კამერები ძალიან ახლოს იდგა საარჩევნო კაბინებთან, რითაც ამომრჩევლის ნების კონტროლის საფრთხე იქმნებოდა.
  • დმანისის #14.24.19 უბნის კაბინიდან გამოსულმა ამომრჩეველმა იქვე მყოფ პირს აჩვენა შემოხაზული ბიულეტენი.
  • თელავის #10.17.39 უბანზე რამდენიმე ადამიანი კაბინაში მიყვებოდა ამომრჩეველს კაბინაში, რაზეც  თავმჯდომარე არ რეაგირებდა.
  • გარდაბნის #13.21.58 ერთ-ერთი დამკვირვებელი კაბინაში შეყვა ამომრჩეველს და დაეხმარა ბიულეტინის შევსებაში.
  • ახალქალაქის #18.40.35 უბანზე კომისიის ორმა წევრმა ხმის მიცემის შემდეგ საკუთარ ბიულეტენს კონვერტში ჩადებამდე გადაუღო ფოტო.
  • ადიგენის #17.38.12 უბანზე დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი, როდესაც ამომრჩევლები ერთმანეთის კაბინებში გადადიოდნენ და შემოხაზულ ბიულეტენს სხვებს აჩვენებდნენ.
  • გლდანის #08.10.108 უბანზე სპეციალურ სიაში რეგისტრირებულ ისეთ ამომრჩეველს, რომელსაც მხოლოდ პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა, მაჟორიტარულ არჩევნებშიც მიაღებინეს მონაწილეობა.

მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა კენჭისყრის შენობაში

  • გურჯაანის #09.12.02 უბანზე ერთ-ერთი რეგისტრატორი დამკვირვებელს სისტემატურად კარნახობდა მოსული ამომრჩევლის სახელს, გვარსა და პირად ნომერს.

არაუფლებამოსილი პირების უბანზე ყოფნა

  • ახალციხის #17.37.29 უბანზე ორგანიზაცია „მწვანე დედამიწის” დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა ახალციხის საკრებულოს წევრი ამბარცუმ ბაბოიანი, საკრებულოს წევრობა შეუთავსებელია დამკვირვებლის სტატუსთან.

კოვიდუსაფრთხოების ნორმების დარღვევა

  • მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ ბევრ უბანზე არ იცავენ კოვიდუსაფრთხოების წესებს. გარდა ამისა, რუსთავის #12.20.08 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი ვერ აკონტროლებს რიგს, უბანზე მოქალაქეები ვერ იცავენ დისტანციას.

მარკირების წესების დარღვევა

  • რუსთავის #12.20.66 უბანზე ისეთ ამომრჩეველს მიაცემინეს ხმა, რომელსაც უკვე აღენიშნებოდა მარკირება.
  • გლდანის #08.10.30 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი მისთვის ნაცნობ ამომრჩევლებს არ უმოწმებდა პირადობის მოწმობებს და მარკირებას.

პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემა

  • წალენჯიხის #25.68.11 უბანზე პირადობის მოწმობის გარეშე მიაცემინეს ხმა.

გადასატან ყუთთთან დაკავშირებით არსებული პრობლემები

  • წყალტუბოს #22.58.29 უბნის გადასატანი ყუთის სია შევსებული იყო პირადი ნომრების გარეშე. რამდენიმე შემთხვევაში კი კომისიის წევრებმა პირადი ნომერი შეავსეს გადასატანი ყუთის უკან დაბრუნების შემდეგ.
  • გარდაბნის #13.21.21 უბნის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში რეგისტრირებულმა პირმა საარჩევნო უბანზეც მისცა ხმა და გადასატანი ყუთითაც.
  • ქუთაისი #23.59.55 უბანზე დარღვეულია გადასატანი ყუთის ლუქის მთლიანობა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით. მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

32
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
ოპოზიციის აქცია ბათუმში

დაპირისპირება აქციაზე ბათუმში: არიან დაშავებულები და დაკავებულები

22
აქციის მონაწილეებმა აქცია–პერფორმანსი მოაწყვეს – გაუშვეს ჰელიუმის ბუშტები წარწერით „მონავ, იმოქმედე!“

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციელბს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა.

პროტესტანტები დილიდან აჭარის მთავრობის მეთაურ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. რამდენიმე აქტივისტი შენობაში შესვლას შეეცადა, მაგრამ მათ პოლიციამ შეუშალა ხელი.

„არა შეზღუდვებს!“ – პარლამენტთან კარვების გაშლას შეეცადნენ>>

პროტესტანტებმა აქცია–პერფორმანსი გამართეს. რიჟვაძის კაბინეტის ფანჯრებქვეშ ნაღ ჰელიუმის ბუშტები გაუშვეს წარწერით „მონავ, იმოქმედე!“, „გამოდი, შეხვდი ხალხს“ ამით მათ აჭარის მეთაურს მოსახლეობასთან გამოსვლისა და მათი პრობლემების გაცნობისკენ მოუწოდეს.

როგორც მოძრაობის „იმოქმედე“ ლიდერმა ბექა მექვაბიშვილმა განაცხადა, თორნიკე რიჟვაძე ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი არჩევნების გაყალბებას შეეგუება. აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ შედეგს არ მივაღწევთ. ის უნდა შეხვდეს ხალხს და უპასუხოს, რატომ მოიპარა ჩვენი ხმები, აღნიშნა მექვაბიშვილმა.

ამ პერფორმანსს მოჰყვა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის. არეულობის დროს ორი ადამიანი ცუდად გახდა, ასევე, დაზიანდა კარვები, რომლებიც აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლის წინ გაშალეს.

პროტესტანტებმა გზის გადაკეტვაც სცადეს.

წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი. ოპოზიციური ტელეარხის „მთავარი არხი“ ინფორმაციით, არიან დაშავებულები და მათ შორის, მასმედიის წარმომადგენლები.

ბათუმში ხმაურია: საპროტესტო აქციის ფონზე ფიტნეს-ცენტრის შენობაში პოლიცია შევიდა>>

საპროტესტო უვადო აქცია ბათუმში 8 ნოემბრიდან გრძელდება. მისი მონაწილეები მოითხოვენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. მთავრობის სახლის წინ კარვებია გაშლილი.

უფრო ადრე ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ რეგიონში სოციალურ–ეკონომიკური საკითხების მოგვარებას აპირებენ. კვირას საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლთან გადასატანი სავაჭრო კიოსკი მიიტანეს და შეკრებილებს დაჰპირდნენ, რომ არ დაემორჩილებიან კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებულ ახალ შეზღუდვებს და „დაუმორჩილებლობის უბანს" მოაწყობენ.

22
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
აქცია საგარეო უწყებასთან

სასამართლო მოსმენა დავით–გარეჯის საქმეზე აქციის ფონზე მიმდინარეობს

18
სასამართლოს შენობასთან დაკავებული კარტოგრაფების მომხრეები შეიკრიბნენ და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო ექსპერტების –ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის აღკვეთის ზომის შეცვლასთან დაკავშირებით დაცვის მხარის შუამდგომლობას განიხილავს. ექსპერტები აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის შესაძლო გადაცემის საქმეზე დააკავეს.

უფრო ადრე სასამართლომ მელაშვილსა და ილიჩოვას აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს სხდომა ორშაბათს ხმაურიანი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. სასამართლოს შენობასთან დაკავებული კარტოგრაფების მომხრეები არიან შეკრებილი. ისინი მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. ოპოზიციური მოძრაობის „სირცხვილია“ წარმომადგენლები უსტვენდნენ საქმის პროკურორ მიხეილ სადრაძეს და უყვიროდნენ „მონა“.

ამასთან, დაკავებულების ადვოკატებმა სასამართლოს 200 ადამიანის ხელმოწერა წარუდგინეს, რომლებიც მელაშვილსა და ილიჩოვას თავდებად უდგებიან და სასამართლოს აღკვეთის ზომის შეცვლას სთხოვენ.

ამას გარდა, მელაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მას სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის ალტერნატიული ანგარიში აქვს, რომელიც ამტკიცებს, რომ რუკები, რომელთა გამოუყენებლობაში ადანაშაულებენ კარტოგრაფებს, სინამდვილეს არ შეესაბამება.

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში, უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. 

პროკურატურის მტკიცებით, რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.

18
თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ
მართლმსაჯულება

კარტოგრაფების საქმე: სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა

0
(განახლებულია 18:22 30.11.2020)
დაკავებულების ადვოკატებმა სასამართლოს წარუდგინეს 200 ადამიანის ხელმოწერა, რომლებიც მელაშვილსა და ილიჩოვას თავდებად უდგებიან

თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში რჩებიან –  თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული ექსპერტების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადასინჯა და ძალაში დატოვა. 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ კვლავ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, დაცვის მხარე კი ბრალდებულების პირადი თავდებობით გათავისუფლებას მოითხოვდა. მოსამართლე ზვიად შარაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარის განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გაგრძელების საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან წარმოდგენილი იყო მათ მიერ დანიშნული ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ რუკები, რომელთა გამოუყენებლობაში ადანაშაულებენ კარტოგრაფებს, სინამდვილეს არ შეესაბამება.

დაკავებულთა ადვოკატებმა სხდომაზე 200  ადამიანის ხელმოწერა წარადგინეს, რომლებიც მელაშვილსა და ილიჩოვას თავდებში უდგებიან. მათ შორის არიან პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები. 

სასამართლოს სხდომა  ხმაურიანი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. სასამართლოს შენობასთან დაკავებული კარტოგრაფების მომხრეები იყვნენ  შეკრებილი.

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. 

პროკურატურის მტკიცებით, რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.

0
თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ