ბრიფინგი ცესკოში: ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვის

© Sputnik / Alex Shlamovანა მიქელაძე
ანა მიქელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საკუთარი ნება საარჩევნო ყუთთან უკვე დააფიქსირა საქართველოს 1 279 947–მა მოქალაქემ.  

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათის მონაცემებით 36.45%-ს აღწევს,  განაცხადა ცესკოა პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.

ამ დროისათვის საკუთარი ნება საარჩევნო ყუთთან უკვე დააფიქსირა 1 279 947–მა მოქალაქემ.  

„ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია 49.5 %, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში — 33,9%“, — აღნიშნა ანა მიქელაძემ.

შედარებისთვის: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას იგივე საათისთვის ამომრჩეველტა აქტივობა 34,79%, ხოლო 2012 წელს 44,99% იყო.

დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებში სულ 3 526 023 ამომრჩეველი მონაწილეობს, რომელთაგან 3 511 853 საქართველოში ცხოვრობს, ხოლო დანარჩენი 14 170 უცხოეთის სახელმწიფოებში იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარებულად მიიჩნევა ამომრჩევლის ნებისმიერი რაოდენობის შემთხვევაში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით. მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.


ყველა ახალი ამბავი
0