ვაშაძე: ​საქართველოს მომავლის გასაღები ამომრჩევლის ხელშია

© Sputnik / Alex Shlamovგიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი  საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. მან მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. დღეს უნდა იყოს საქართველოს განვითარების შემობრუნების წერტილი და ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში, განაცხადა საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულმა  გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა.

„ხმა მივეცი საქართველოს მომავალს, აღმშენებლობას. რაღა თქმა უნდა, ხმა მივეცი იმას, რომ ბევრი ცვლილება გვინდა. ხმა მივეცი იმას, რომ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ. დღეს უნდა იყოს საქართველოს განვითარების შემობრუნების წერტილი და ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში“, — განაცხადა გიორგი ვაშაძემ და მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ახლა „​საქართველოს მომავლის გასაღები“ ამომრჩევლის ხელშია და ეს არის დღე, რომელიც „განსაზღვრავს ქვეყნის შემდგომ ათწლეულებს, როგორ განვითარდება ქვეყანა, როგორ წავალთ წინ“.

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
„ხმა მომავალს მივეცი": პრემიერმა გიორგი გახარიამ თავისი არჩევანი გააკეთა

„ვფიქრობ, თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკუთარ სამოქალქო ვალდებულებას და უფლებას. მომავალი, აღმშენებლობა აუცილებლად გაიმარჯვებს, ყველა ერთად გაიმარჯვებს. ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას მიეცით ხმა, ოღონდ მოდით არჩევნებზე, ოღონდ მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში“, —  აღნიშნა ვაშაძემ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.

მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0