თალაკვაძის არჩევანი: წლების განმავლობაში „ქართული ოცნება“ იდგა ადამიანების გვერდით

© photo: Parliament of Georgia / FBარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თალაკვაძის განცხადებით, მან ხმა მისცა იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მართვა და ქვეყნის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია.

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  არჩილ თალაკვაძემ საკუთარი არჩევანი თბილისის 151-ე საჯარო სკოლის შენობაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. მე ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მმართველობა და ქვეყნის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია. დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული რეფორმები, რომელიც ჩვენ გავატარეთ ამ წლების განმავლობაში, პოზიტიურად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მომავლის და შემდგომი განვითარების პროცესს“, — განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საზოგადოებას მხარდაჭერისთვის.

ბიძინა ივანიშვილმა თავისი არჩევანი გააკეთა - Sputnik საქართველო
ბიძინა ივანიშვილმა თავისი არჩევანი გააკეთა

„როგორც იცით ყველა ავტორიტეტული კვლევებით „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა სხვადასხვა რეგიონში 35%-დან 60%-მდე იყო. შესაბამისად,  ჩვენ მოველით,, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან დამაჯერებელ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ჩვენთვის. წლების განმავლობაში „ქართული ოცნება“ იდგა ადამიანების გვერდით და რა თქმა უნდა ჩვენ მადლიერნი ვართ, რომ დღეს ჩვენი თანამოქალაქეები დგანან ჩვენს გვერდით“, — ამბობს თალაკვაძე.

მისივე განცხადებით, ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ არჩევნები სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარდეს და „არავის მისცემს საშუალებას, თავს დაესხას დემოკრატიას და იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი არჩევნები ჰქვია“.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თავისი არჩევანი ერთ–ერთმა პირველმა გააკეთა>>

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.

მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0