„ასეთი რამ დიდი ხანია, არ მინახავს“: დავით ბაქრაძემ არჩევანი გააკეთა

© Sputnik / STRINGERდავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი და მოუწოდებს ყველას, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. დილიდან ძალიან ბევრი ადამიანია მოსული, ასეთი რამ დიდი ხანია, არ მინახავს, განაცხადა საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულმა დავით ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა ხმა მთაწმინდაზე მისცა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თავისი არჩევანი ერთ–ერთმა პირველმა გააკეთა
„მე, პირადად, ხმა მივეცი ამ ქვეყანაში ცვლილებებს, რადგან საქართველოს სჭირდება ცვლილებები, სჭირდება წინსვლა და უკეთესობა. დარწმუნებულ ვარ, რომ უკვე ხვალიდან ახალი ენერგიით, ახალი ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს საქართველოში“, — აღნიშნა ბაქრაძემ.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს მოლოდინი ძალიან ოპტიმისტურია“, მთავარია, რომ არჩევნებში მონაწილეობა ყველამ მიიღოს და ყველამ ყველამ დააფიქსიროს საკუთარი აზრი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.

მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0