საქართველოს ცესკო

ცესკომ დააზუსტა, რომელ ქვეყნებსა და ქალაქებში არ გაიხსნება საარჩევნო უბნები

74
(განახლებულია 21:30 30.10.2020)
თავდაპირველად საარჩევნო უბნების გახსნა მსოფლიოს ორმოცამდე ქვეყანაში იგეგმებოდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც აზერბაიჯანისა და ასევე საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფებიან, ვერ შეძლებენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, განუმარტეს „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სამსახურში. 

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ხვალ, 31 ოქტომბერს გაიმართება და მასში 48 პარტია და ორი ბლოკი მიიღებს მონაწილეობას. ამომრჩეველმა 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს — 120 პროპორციული სისტემით და 30 — მაჟორიტარული წესით. საარჩევნო უბნები გაიხსნება უცხოეთშიც, ზოგი ქვეყნის გამოკლებით.

„საარჩევნო უბნები არ იქნება აზერბაიჯანში, ხოლო საბერძნეთში ხუთიდან მხოლოდ სამი უბანი გაიხსნება ათენში. სალონიკის ორი უბანი ამ ქალაქში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო არ იმუშავებს“, — განაცხადეს ცესკოს პრეს-სამსახურში.

გარდა ამისა, საარჩევნო უბნები არ გაიხსნება რუსეთშიც, რომელთანაც საქართველოს 2008 წლიდან აქვს გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები.

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აღნიშნულ ქვეყნებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლების რეალიზება შეძლებოდათ, მაგრამ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე, სადაც მათი წესები მოქმედებს, ამის გაკეთება შეუძლებელი აღმოჩნდა.

74
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

13
(განახლებულია 11:29 01.12.2020)
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა კორონავირუსის პანდემიის გამო ონლაინ–ფორმატში გაიმართება.

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა ბრიუსელში 1-2 დეკემბერს გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო, სხდომა ვიდეო- კონფერენციის  ფორმატში ჩატარდება.

დავით ზალკალიანი ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაში პოლონელ კოლეგასთან ერთად ჩაერთვება.

მინისტერიალის ფარგლებში განიხილება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, ასევე ამ მხრივ მიღწეული წარმატებები და საქართველოს ნატოში გაწვერიანების ხელშეწყობისკენ მიმართული აქტივობები.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" მონაწილე გახდა. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო–ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.

13
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი

ქართული ოპოზიციის გეგმები შეიცვალა: მზადდება ახალი დეკლარაცია

87
(განახლებულია 22:08 30.11.2020)
პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების ლიდერებს კვლავ ძველი მოთხოვნა აქვთ - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. ქართულმა ოპოზიციამ გეგმები შეცვალა - მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომის პირველ დღეს მასშტაბური საპროტესტო აქციის ნაცვლად ოპოზიციის ლიდერები მეტეხის ტაძრის ეზოში ერთობლივ დეკლარაციას მოაწერენ ხელს.

კახა კალაძე: ახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს >>

ამის შესახებ ცნობილი გახდა ოპოზიციიც ლიდერების შეხვედრის შემდეგ, რომელიც ორშაბათს „ლელოს“ ოფისში გაიმართა. დეკლარაციას პარლამენტის ბოიკოტის შესახებ ხელს მოაწერენ პარლამენტში გასული ოპოზიციური პარტიები, აგრეთვე ისინი თავის პარტიულ სიებს გაიწვევენ.

„დღეს შევათანხმეთ საბოლოო დეტალები იმ ღონისძიების, რომელიც გაიმართება პირველი სხდომის პარალელურად. როგორც უკვე იცით, ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც ითხოვს რიგგარეშე არჩევნებს, შეიკრიბება მეტეხის ტაძართან, სადაც ჩვენ გავაფორმებთ დეკლარაციას, ყველა ოპოზიციური პარტია მოაწერს ხელს. გარდა ამისა, ყველა დეპუტატი, რომელიც ცესკოს მონაცემებით პარლამენტშია შესული, მანდატის დატოვების შესახებ განცხადებას დაწერს. რა თქმა უნდა, პარალელურად ჩაიხსნება ყველა პარტიული სია. საბოლოო დეტალები გავიარეთ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდა რვა ოპოზიციური პარტია და ბლოკი. ისინი არჩევნების შედეგებს არ ცნობენ, მიიჩნევენ, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა და მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

უახლოეს დღეებში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდა გაიმართოს მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი, რომელიც საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების მიერ არის ორგანიზებული. ამ დროისათვის ცნობილია, რომ ოპოზიცია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს, ხოლო „ქართული ოცნება“ ამის კატეგორიული წინააღმდეგია და ამას ერთადერთ შეუსრულებელ მოთხოვნას უწოდებს.

„მესამე რაუნდი თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, თუ რამდენად რაციონალური წინადადებებით მოვლენ ისინი. როგორც ჩანს, მათ არ აქვთ ჯერჯერობით რაციონალური წინადადება. შესაბამისად, ამ ეტაპზე მესამე რაუნდის პერსპექტივა არ ჩანს. ის მაშინ გაჩნდება, როდესაც მათი მხრიდან იქნება კონკრეტული წინადადებები“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ.

ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებმა პოზიციების დასაახლოებლად ოპოზიციის ლიდერებთან უკვე რამდენიმე შეხვედრა გამართეს, თუმცა ახალი რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ცესკომ უახლოეს დროს არჩევნების მეორე ტურის არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამოს, შემდეგ კი 20 დღის განმავლობაში პარლამენტის პირველი სხდომა დაინიშნება. ოპოზიციის მიერ ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტი, რომელშიც „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, მუშაობის დაწყებას და კანონების მიღებას მაინც შეძლებს.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და მას ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

87
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
დაკავება

შსს-მ ერთი კილოგრამი ჰეროინი ამოიღო დაკავებულია ერთი პირი

0
(განახლებულია 11:09 01.12.2020)
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, აღნიშნული დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ნთავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 45 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ჰეროინის შემცველი ერთი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში