პარამენტის სხდომა

პროცედურები არჩევნების შემდეგ: როდის ეყოლება საქართველოს ახალი მთავრობა

102
(განახლებულია 20:59 30.10.2020)
ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ დეტალებისა და ვადების შესახებ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პროცედურებზე.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 დეკემბერს ჩატარდება, პირველი შედეგები უკვე იმავე ღამით გამოჩნდება. რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, ის არჩევნების მეორე ტურიდან მე-19 დღეს შეჯამდება.

ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში და რას უნდა ველოდოთ მათგან? ექსპერტთა პროგნოზები>>

საქართველოს მთავრობის კაბინეტი კენჭისყრიდან ერთი თვის შემდეგ ჩამოყალიბდება.

როგორ ითვლება ხმები

ხმების დათვლა საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დასრულებისთანავე – 20:00 საათზე იწყება.

შემდეგი პროცედურაა – კომისიის წევრები კენჭისყრისთვის განკუთვნილ ურნებს ხსნიან ბეჭედს, აღებენ მას და იწყებენ ხმების დათვლას.

ხმების დათვლის შედეგებით დგება ოქმი, რომელიც იგზავნება საოლქო კომისიაში, სადაც შემოწმების შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე იტვირთება.

უბნებიდან პირველი ოქმების დადებას ცესკოს ვებ-გვერდზე დაახლოებით შუაღამეს იწყებენ, ხოლო პირველი შედეგები მაშინ გაჩნდება, როდესაც ყველა უბნის 2–5% დაითვლება.

როდის იქნება საბოლოო შედეგები

არჩევნების საბოლოო შედეგები ჯამდება კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა, როდესაც განიხილავენ დამკვირვებლების ყველა საჩივარსა და სასამართლოების გადაწყვეტილებებს.

პროპორციული არჩევნების შედეგები საბოლოო იქნება.

რაც შეეხება მაჟორიტარული არჩევნების შედეგებს, თუ რომელიმე ოლქში ვერც ერთი კანდიდატი ვერ შეძლებს ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტის დაგროვებას, იქ მეორე ტურს დანიშნავენ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი.

მეორე ტური არჩევნების დღიდან მესამე შაბათს ტარდება.

მეორე ტურის შედეგები კენჭისყრის დღიდან მაქსიმუმ 19 დღეში შეჯამდება.

როდის შეიკრიბება პარლამენტი

პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან მაქსიმუმ 10 დღეში ჩატარდება. სხდომა გაიმართება, თუ რეგისტრაციას დეპუტატების სულ ცოტა 2/3 გაივლის.

პირველ სხდომაზე ჩამოაყალიბებენ ფრაქციებს, კომიტეტებს, აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს.

ახალი წესებით, ფრაქციების შემადგენლობაში უნდა იყოს სულ ცოტა შვიდი ადამიანი, ერთ პარტიას კი მხოლოდ ერთი ფრაქციის ჩამოყალიბების უფლება აქვს.

როდის ეყოლება ქვეყანას პრემიერ-მინისტრი

ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მთავრობა სამთავრობო პროგრამასთან ერთად უნდა წარადგინონ პირველი სხდომიდან არაუგვიანეს მეცხრე დღისა.

ცესკო მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს>>

პარლამენტის პირველი სხდომიდან ორი კვირის შემდეგ პარტია, რომელმაც არჩევნებზე საუკეთესო შედეგი აჩვენა, სხდომაზე გაიტანს თავისი პრემიერობის კანდიდატისა და მისი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. ნდობის გამოცხადებისთვის 76 დეპუტატის ხმაა საჭირო.

თუ კანდიდატი ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მიიღებს, საპარლამენტო არჩევნები ხელახლა დაინიშნება.

არჩევნები არ ჩატარდება, თუ პირველი კანდიდატის ჩავარდნიდან ორი კვირის განმავლობაში პარლამენტი შეძლებს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების მესამედის მიერ წარდგენილი კანდიდატურის დამტკიცებას.

102
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)
ნათია მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

62
(განახლებულია 19:46 23.11.2020)
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვისთანაც მუშაობდა ის ერთი წელი, და განსაკუთრებით – პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა.

მეზვრიშვილი ადმინისტრაციის უფროსად ერთ წელიწაზე ცოტა მეტხანს მუშაობდა – ამ მოვალეობის შესრულებას ის 2019 წლის 2 ოქტომბერს შეუდგა.

„13 წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მითანამშრომლია", – დაწერა მეზვრიშვილმა Facebook-გვერდზე.

განსაკუთრებული მადლობა მან პრემიერ გიორგი გახარიას გადაუხადა, რომელიც, მისი თქმით, ენდო მას – სრულიად უცნობ ადამიანს.

„გამორჩეული მადლობა გახარიას, რომელმაც მისთვის სრულიად უცხო ადამიანს ნდობა გამომიცხადა და ბევრი კარგი საქმის კეთების შესაძლებლობა მომცა. იმედი მაქვს, სადაც არ უნდა ვიყო, შევძლებ ქვეყნის პროგრესისა და წარმატებისთვის სასიკეთო საქმის კეთებას", – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

ეკონომიკის გადარჩენა პრიორიტეტულია: საქართველოს ხელისუფლება მკაცრ შეზღუდვებს არ დააწესებს>>

მეზვრიშვილი, რომელიც 35 წლისაა, განათლებით იურისტია. მას პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

2017–2019 წლებში ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.

2019 წლის 19 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის თანამდებობა დაიკავა, ხოლო ოქტომბერში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გახდა.

 

62
თემები:
საქართველოს მთავრობა
ოპოზიციის საპროტესტო აქცია

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმებას ცდილობენ

24
(განახლებულია 19:36 23.11.2020)
ოპოზიცია უკვე სამი კვირაა, საპროტესტო აქციებს მართავს და საპარლამენტო არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას მოითხოვს.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერები მმართველ პარტიასთან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გასამართად მზად არიან, მაგრამ მთავარ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნაზე უარის თქმას არ აპირებენ.

საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიცია საპროტესტო აქციებს არ წყვეტს და ხელისუფლებას ტოტალურ გაყალბებაში ადანაშაულებს. პარლამენტში შესულმა პარტიებმა ბოიკოტი გამოაცხადეს – უარი თქვეს დეპუტატის მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე. ვითარების მოგვარებას დასავლეთის დიპლომატიური მისიები ცდილობენ. მათ მხარეები მოლაპარაკებებისთვის მიიწვიეს, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ მხარეთა პოზიციები საერთოდ არ შეცვლილა.

ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, მას საერთოდ არ მოსწონს პროტესტის ფორმა, როდესაც პარლამენტის ბოიკოტირება უწევს, მაგრამ ხელისუფლება სხვა გამოსავალს მათ არ უტოვებს.

„ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი საპარლამენტო ბოიკოტები. მეც არ მომწონს საპარლამენტო ბოიკოტი, ამიტომ, რა თქმა უნდა, ვეთანხმები შეხედულებას, რომ უკეთესი იქნება ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი პარლამენტში“, – განაცხადა სამადაშვილმა და დასძინა, რომ ეს ახალი პატიოსანი არჩევნების შედეგებით უნდა მოხდეს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას აზრით, პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე მოქმედ ხელისუფლებას აკისრია.

„ეს არ არის ის თემა, სადაც კომპრომისი შეიძლება მოხდეს გაყალბების მიღების ხარჯზე. ხომ შეუძლებელია თქვა, რომ ცოტა გაყალბებაზე დავთანხმდები და ბევრზე არა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთავაზება – რიგგარეშე არჩევნები“, – განუცხადა ხოშტარიამ ჟურნალისტებს.

ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც.

ჩვენ და ჩვენი დასავლელი პარტნიორები აბსოლუტურად ლოგიკურად ველოდებით მოქმედებებს ხელისუფლების მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთსა და იმავეზე საუბარს აზრი არა აქვს – როდესაც იქნება წინადადებები, იქნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდიც, განაცხადა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება ხელისუფლებას, ისინიც, მათი თქმით, მზად არიან მოლაპარაკებების დაწყებისთვის და მიიჩნევენ, რომ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას შეძლებს. თუმცა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე მსჯელობას ისინი არ აპირებენ. მმართველი პარტიის ურყევი პოზიცია ამ თვალსაზრისით პარლამენტის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„პასუხისმგებლობა ქვეყნის, საზოგადოების წინაშე და პასუხისმგებლობა საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აიძულებს ჩვენს ოპონენტებს კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ სიღრმისეულად, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ დესტრუქციას. ამას ბოიკოტი არ ჰქვია, ეს არის პირდაპირ მავნებლური პოზიცია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ის ოპოზიციას ურჩევს, კარგად გააანალიზოს ევროპელი პარტნიორების პოზიცია, რომელიც გასულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, პარლამენტში ცხრა პარტია მოხვდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

კობახიძე: მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი>>

მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ არჩევნები საქართველოში კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით, კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, და ოპოზიციას მისი შედეგების ეჭვქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არა აქვს.

24
თემები:
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები
ვაქცინაცია

რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ ტესტირებაზე მექსიკაში მიემგზავრება

0
მარეგულირებელი ორგანოების ნებართვის შემთხვევაში ქვეყანაში პრეპარატ „სპუტნიკ V“-ის კლინიკური ცდების მესამე ფაზა ჩატარდება.

თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. მსოფლიოში პირველი რეგისტრირებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ  V“-ის ტესტირება მექსიკაში ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოების განკარგულების შემდეგ ჩატარდება. იუწყება РИА Новости.

„მოლაპარაკებები ფონდსა (რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი) და მექსიკის ხელისუფლებას შორის რეგულარულად მიმდინარეობს. ახლა ველოდებით, როდის დაასრულებს ფონდი დოკუმენტაციას (მომზადებას, - რედ.), რათა შეძლოს მისი წარდგენა მარეგულირებელი ორგანოებისთვის. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ისინი შეძლებენ ნებართვის მიღებას და ცდების მესამე ფაზის ნაწილი მექსიკაში 500-მდე ადამიანის მონაწილეობით ჩატარდება“, - განაცხადა რუსეთში მექსიკის ელჩმა ნორმა პენსადო მორენომ.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდსა და მექსიკურ ფარმაცევტულ კომპანიას შორის შემოდგომის დასაწყისში გაფორმდა შეთანხმება ქვეყნისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული პრეპარატის 32 მილიონი დოზის მიწოდების შესახებ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა

„სპუტნიკ V“ - არის COVID-19-ის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი ვაქცინა, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში დარეგისტრირდა. განაცხადი პრეპარატის სერტიფიცირებაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იქნა შეტანილი. არაერთმა ქვეყანამ უკვე გამოთქვა რუსული პრეპარატის შეძენისა და მისი ადგილზე წარმოების სურვილი. მათ შორის არიან უნგრეთი, ისრაელი, ვენესუელა, ინდოეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბრაზილია, თურქეთი, ჩინეთი, კორეა. მოსალოდნელია, რომ ვაქცინა ნაკლები ეღირება, ვიდრე კონკურენტების - Pfizer-ისა (19,5 დოლარი) და Moderna-ს (25-37 დოლარი) პრეპარატები.

„სპუტნიკ  V“-ის ტესტირება ბელარუსშიც მიმდინარეობს, ოქტომბერში კი ქვეყნის პოლიკლინიკებში 100 მოხალისე აიცრა, ამჟამად მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პრეპარატის პირველი პარტიის დამზადება ბელარუსში, ლაბორატორიულ პირობებში უკვე წელს დაიწყება, მასობრივი წარმოება კი - მომავალი წლიდან. თავდაპირველად აცრიან მედიცინის მუშაკებს, პედაგოგებსა და სამხედროებს.

 

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში