ექსტრემალური კენჭისყრა: როგორ იმოქმედა პანდემიამ არჩევნებზე ― წესების ჩამონათვალი

© photo : European Georgia / FBწინასაარჩევნო აგიტაცია
წინასაარჩევნო აგიტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში შევა როგორც „არჩევნები ნიღბებით“ ― პანდემიის გამო მთელ საარჩევნო პროცესში უამრავი წესის შემოღება გახდა საჭირო.

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება კორონავირუსის მეორე ტალღას დაემთხვა ― შემოდგომაზე ინფიცირებულთა რიცხვი მთელ ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა.

მასშტაბური აქციების ჩატარება ხელისუფლებას არ აუკრძალავს, მაგრამ ნიღბების ტარებისა და დისტანციის დაცვის რეკომენდაციას სისტემატურად გასცემს.

თამარ ჟვანია - Sputnik საქართველო
თამარ ჟვანია: არჩევნებში მონაწილეობა უსაფრთხოა თქვენი ჯანმრთელობისთვის

როგორც ორი დღის წინ პრემიერმა განაცხადა, ამ არჩევნებზე ხმის მიცემა უფრო უსაფრთხო იქნება, ვიდრე საყიდლებზე წასვლა. გამოკითხვები კი ამომრჩეველთა მონაწილეობის მაღალ პროცენტს პროგნოზირებენ მიუხედავად ქვეყანაში მზარდი კოვიდ-პანიკისა.

საარჩევნო უბნებზე მოქცევის წესები

არჩევნებზე, რომლებიც 31 ოქტომბერს ჩატარდება, ამომრჩევლები ნიღბებით უნდა გამოცხადდნენ, გაიარონ დეზობარიერი და დაიმუშაონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით. ნიღბის მოხსნა რამდენიმე წამით ორჯერ მოუწევთ – პირადობის მოწმობის წარდგენისას და საარჩევნო კომისიის წევრის მიერ სარეგისტრაციო მონაცემების შემოწმებისას.

თუ ამომრჩეველს ნიღაბი არ აქვს, მას ადგილზე გადასცემენ.

თითოეულ ამომრჩეველს გადაეცემა ინდივიდუალური კალამი, რომელსაც ის სპეციალურ კონტეინერში დატოვებს მას შემდეგ, რაც სასურველ კანდიდატს შემოხაზავს.

ევროსაბჭო - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია დააკვირდება

შეიცვალა ფარული კენჭისყრის კაბინებიც. კაბინებში აღარ იქნება ფარდები, შესასვლელი კი კედლის მხრიდან ექნება, რათა ფარულობის პრინციპი არ დაირღვეს.

ბევრი კამათის შემდეგ გადაწყდა, რომ ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება.

აუცილებელია თერმოსკრინინგი კომისიის წევრებისთვის, პარტიების წარმომადგენლებისთვის, დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისთვის. ვისაც მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება, ტერიტორიის დატოვება მოუწევს.

კომისიების წევრები, ნიღბების გარდა, ხელთათმანებითა და ფარებით იქნებიან დაცული.

საარჩევნო უბნებს სამ საათში ერთხელ დეზინფექცია ჩაუტარდება.

სპეცუბნები

იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც კოვიდ-ცენტრებში, საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში იმყოფებიან, შექმნილია 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.

ციხის საკანი - Sputnik საქართველო
არჩევნები გისოსებს მიღმა: როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას ქართველი პატიმრები?

არჩევნებში მონაწილეობის მიზნით მოქალაქეებს, რომლებიც იზოლაციაში იმყოფებიან, უნდა მიემართათ განცხადებით ცესკოსთვის 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე.

გადასატანი საარჩევნო ყუთი 4 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მოითხოვა. 

შორიდან დაკვირვება

რამდენიმე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ არჩევნებზე დაკვირვების მასშტაბი პანდემიის გამო შეამცირა.

ეუთო გეგმავდა ქვეყანაში 250 დამკვირვებლის გამოგზავნას, თუმცა პანდემიის გამო ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. ქვეყანაში იმუშავებს 13 ექსპერტისგან და 27 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან დაკომპლექტებული მისია, რომლებიც საქართველოში სექტემბრის ბოლოდან იმყოფებიან.

ევროკავშირმა გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს სადამკვირვებლო მისია საქართველოში.

აშშ-ის ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ასევე უარი თქვეს საქართველოში სპეციალური სადამკვირვებლო მისიების გამოგზავნაზე – ისინი კენჭისყრის პროცესს შორიდან, საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით დააკვირდებიან.

ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
არჩევნები 2020: როგორ მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში სამხედრო მოსამსახურეები

მაგრამ დამკვირვებლების გარეშე საქართველო არ დარჩება – არჩევნებზე დაკვირვებისთვის 120 ქართული და 48 საერთაშორისო ორგანიზაცია დარეგისტრირდა. საქართველოში დამკვირვებლები ჩამოვლენ პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ თბილისში 31 ოქტომბრისთვის 28 დამკვირვებელი გამოგზავნა.

რაც შეეხება სპეციალისტებს დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, ესტონეთიდან, ავსტრიიდან, იტალიიდან, არჩევნებს ამ და სხვა ქვეყნების საელჩოების თანამშრომლები დააკვირდებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0