ოპოზიცია აცხადებს, რომ საქართველოს არჩევნების შემდეგ ლოკდაუნი ელოდება

© photo : European Georgia / FB„ევროპული საქართველოს" ლიდერები ამომრჩევლებთან შეხვედრაზე
„ევროპული საქართველოს ლიდერები ამომრჩევლებთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიცია წამყვან პოლიტიკურ ძალებს ამ თემაზე დებატების გამართვასა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას სთავაზობს.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. მთავრობა ორშაბათიდან ქვეყანაში ლოკდაუნის გამოცხადებას გეგმავს, აცხადებს ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო" სანდო წყაროზე დაყრდნობით.

როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, მმართველ ძალას ამგვარად სურს უპირატესობის უზრუნველყოფა არჩევნების მეორე ტურის წინ.

ევროპული საქართველო - Sputnik საქართველო
 „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – პარტიის შესახებ

„ამ თემაზე აუცილებელია სერიოზული დებატები. ვიწვევთ „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ამ თემაზე სერიოზული დისკუსიისთვის დარჩენილ სამ დღეში. ვთხოვთ სატელევიზიო არხებს, რომ ამ თემას მიაქციონ სერიოზული ყურადღება, რადგან სასწორზე არის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული მომავალი, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა!" – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შაბათს, 31 ოქტომბერს ჩატარდება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია ქვეყანაში. პოლიტიკური ძალა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას მიიღებს, ჩამოაყალიბებს მთავრობას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – 120 დეპუტატს მოსახლეობა პროპორციული სისტემით აირჩევს, ხოლო 30-ს მაჟორიტარული წესით. მინიმალური ბარიერი პარტიებისთვის ერთი პროცენტია.

არჩევნებში მონაწილეობს 48 პარტია და ორი ბლოკი.

ყველა ახალი ამბავი
0