დავით ზალკალიანი

ზალკალიანმა რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის აღდგენის პირობა დაასახელა

112
დავით ზალკალიანმა ქართულ-რუსული ურთიერთობების მოწესრიგების მთავარ პირობად რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღება დაასახელა

თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. რუსულ-ქართული პოლიტიკური ურთიერთობების მოწესრიგება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსული მხარე უკან წაიღებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში გაიმართა.

მოსაზრება: რატომ აღორძინებს რუსეთი „განკითხვის დღის თვითმფრინავებს“ >>

ზალკალიანმა განაცხადა, რომ ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს საკითხი მუდმივად იდგეს ყველა საერთაშორისო ფორმატის დღის წესრიგში.

„რუსეთმა აუცილებლად უკან უნდა წაიღოს აღიარება. ურთიერთობის მოწესრიგების სხვა გზა არ არსებობს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო თანმიმდევრულ მუშაობას არ გააგრძელებს ხალხებს შორის ურთიერთობების მოწესრიგების, ტურიზმის აღდგენისა და სხვა ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრის მიმართულებით.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს რუსეთის ხელისუფლების მიერ 1990-იანი წლებიდან არაკონტროლირებადი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ გაწყვიტა. საქართველოს და რუსეთის ურთიერთობებში შუამავლის როლს შვეიცარია ასრულებს.

დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის მრავალი წლის განმავლობაში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატების - ზურაბ ჯაფარიძის და გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში ნარჩუნდებოდა.

ჟენევაში განიხილება პოლიტიკური პრობლემები, პრაღაში - ძირითადად სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული საკითხები.

112
თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (188)
აკაკი საღირაშვილი

იუსტიციის მონისტრის მოადგილედ აკაკი საღირაშვილი დაინიშნა

23
(განახლებულია 10:33 19.01.2021)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ახალი მოადგილე თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას უკვე შეუდგა

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. იუსტიციის მინისტრის მოადგილედ აკაკი საღირაშვილი დაინიშნა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საღირაშვილს 2018 წლიდან დღემდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

აკაკი საღირაშვილი გერმანიის ფრიდრიხ-ვილჰელმის სახელობის ბონის უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის მაგისტრია (LL.M. (Magister iuris comperativi / 2004-2006 წლები); მანამდე კი სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.

საღირაშვილი 2007-2015 წლებში მუშაობდა „საქართველოს რკინიგზაში“ სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას – 2009-2011 წლებში ის კავკასიის სამართლის სკოლის (CSL) სამოქალაქო სამართლის ლექტორი გახლდათ. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

23
თემები:
საქართველოს მთავრობა
 ესესპანეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები

კორონავირუსი და პანდემია - რაზე ისაუბრეს საქართველოს და ესპანეთის მთავარმა დიპლომატებმა

67
დავით ზალკალიანმა და არანჩა გონზალეს ლაიამ საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, მაგრამ მთავარი თემა იყო მსოფლიო საზოგადოების ბრძოლა ისეთ გლობალურ გამოწვევასთან, როგორიცაა კორონავირუსის პანდემია

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. ესპანეთი უახლოეს მომავალში განაცხადებს „სოლიდარობის გეგმის“ შესახებ, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას და გადანაწილებას გულისხმობს, ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არანჩა გონზალეს ლაიამ ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

მადრიდის ხელისუფლება ქალაქის კატასტროფის ზონად გამოცხადებას ითხოვს: ვრცელდება ვიდეო >>

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივ მოქმედებებს გლობალური პანდემიის წინააღმდეგ და სხვადასხვა მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობას.

საქართველოსა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პანდემიის პერიოდში რთული ეკონომიკური ვითარების დასაძლევად.

„ეს გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმისათვის, რომ საქართველო-ესპანეთის ორმხრივი ურთიერთობები გადავიყვანოთ ახალ საფეხურზე და განსაკუთრებული ფოკუსირება მოვახდინოთ ტურიზმზე, ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკასა და მცირე და საშუალო ზომის ბიზნესზე, იმ სფეროებზე, სადაც შეგვიძლია ერთობლივად მუშაობა”, - მოჰყავს ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვები ქართული საგარეო უწყების პრესსამსახურს.

ზალკალიანმა და არანჩა გონზალეს ლაიამ ასევე განიხილეს საკითხთა ფართო სპექტრი: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა,  ქალთა უფლებების საკითხები და ბირთვული განიარაღების თემა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაემგზავრა სამუშაო ვიზიტით ესპანეთში, სადაც 20 იანვრამდე დარჩება. ვიზიტის ფარგლებში ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში, რომელზეც ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურების შერჩევა მოხდება.

საქართველომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ხელახალი ვადით წარადგინა მოქმედი თავმჯდომარე ზურაბ პოლოლიკაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ასევე ესპანეთის შინაგან საქმეთა და მიგრაციის მინისტრებთან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური მიღება ესპანეთის მეფის ფილიპე IV-ის სახელით და მასთან შეხვედრა.

67
დავით ხავთასი

„უკვე მესიზმრება აუზი და ჩემი ბავშვები“ - რატომ არ უყვარს წყალს სუსტები  

0
(განახლებულია 12:24 19.01.2021)
კოლეგები „წყლის ლომს“ ეძახიან, ბავშვები ჩვეულებრივად, „დათო მასს“. წყალბურთში მოზარდების კლუბს რომლის მწვრთნელიცაა, „იმედი“ ჰქვია და მას მართლაც საიმედო პერსპექტივა აქვს.

საუბარია დამსახურებულ მწვრთნელსა და კვალიფიციურ სპორტსმენზე, წყალბურთელ დავით ხავთასზე. მისი აღსაზრდელები წარმატებით მონაწილეობენ საქართველოს პირველობებში, რომელიც 2005-2006 წელს დაბადებულთა შორის ტარდება საწყლოსნო აუზში „ოლიმპიკი“ .

ორი წლის წინ, დავით ხავთასის „იმედმა“ მაყურებლის სიმპათიის პრიზიც დაიმსახურა.

დავით ხავთასი
დავით ხავთასი

- ბატონო დავით, წყალბურთში მისვლამდე სპორტთან ურთიერთობა სხვა სახეობით დაიწყეთ?

- ბავშვობიდანვე ძალიან სპორტული ვიყავი, სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილებზე დასწრება განსაკუთრებით მიყვარდა. სპორტში ვარჯიში კი მძლეოსნობით დავიწყე. ჩემი პირველი მწვრთნელები კაკო კოპალეიშვილი და ირინა ზარუბინა იყვნენ. მძლეოსნობიდან გადავედი  წყალბურთზე, სადაც ჩემი მწვრთნელი ბორის მარგიევი იყო. ამაყი ვარ, რომ პროფესიული განათლება ფიზკულტურის ინსტიტუტში მივიღე. ჩემს წარმატებებში დიდი დამსახურება მიუძღვით ჩემს პროფესორ-მასწავლებლებს, საერთოდ, ის წლები კარგად მახსენდება...

დავით ხავთასი
დავით ხავთასი

- მოზარდი სპორტსმენების გუნდს, რომლის მწვრთნელიც ხართ, ჰქვია „იმედი“, მიღწეული წარმატებებიდან გამომდინარე, რამდენად საიმედოა გუნდის მომავალი?

- მგონი, ამ ეტაპზე ვამართლებთ სახელს, ვფიქრობთ, მომავალში უფრო მეტად გამოვიჩენთ თავს. მონაწილეობა გვაქვს მიღებული საქართველოს პირველობებში, სადაც შარშან მეექვსე საპრიზო ადგილი დავიკავეთ. ადრე მაყურებლის პრიზი მოვიპოვეთ. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ბორის მეგედის ხსოვნის ტურნირზე მეორე ადგილი დავიკავეთ.

დავით ხავთასი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დაჯილდოების დროს
დავით ხავთასი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დაჯილდოების დროს

- თქვენ სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება გაქვთ მინიჭებული...

- ეს წოდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მომანიჭა. სამწვრთნელო საქმიანობას წლებია, რაც ვეწევი. ადრე გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის წყალბურთის მწვრთნელი ვიყავი. დღეს 2005-06 წლებში დაბადებული წყალბურთელების მწვრთნელი ვარ.

დავთ ხავთასი ნორჩ სპოტსმენებთან ერთად
დავთ ხავთასი ნორჩ სპოტსმენებთან ერთად

- როგორი თაობა მოდის?

- ძალიან ამაყი ვარ, რადგან უმაგრესი, ნიჭიერი თაობა მოდის. სასწაული ბავშვები არიან, მოტივირებულები, ყველაფერი აინტერესებთ. შეიძლება მწვრთნელს ისეთი კითხვით მიმართონ, რომ ის დაიბნეს კიდეც. ასეთ მომენტებში ძალიან მეხმარება ის ცოდნა, რაც ფიზკულტურის ინსტიტუტში მივიღე. თავის დროზე, იქ შევისწავლეთ: ფიზიოლოგია, ანატომია, სპორტის ფსიქოლოგია, ამიტომ შეგირდებთან მომზადებული ვარ და მათ კითხვებს უპასუხოდ არ ვტოვებ. მოკლედ, ყველაფერი მწვრთნელზეა დამოკიდებული თუ როგორ აუხსნის და ასწავლის მათ. საჭირო დროს ელემენტარული სამედიცინო დახმარებაც შემიძლია, რომ გავუწიო.

დავით ხავთასი სატელევიზიო ინტევიუს დროს
დავით ხავთასი სატელევიზიო ინტევიუს დროს

- რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს წყალბურთელი?

- წყალბურთელი უნდა იყოს ფიზიკურად კარგად მომზადებული, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ზედმიწევნით კარგად უნდა ცურავდეს. ძლიერი ნებისყოფა უნდა ჰქონდეს გამომუშავებული, რომ კარგ წყალბურთელად ჩამოყალიბდეს. ასევე დადებითი პიროვნული  თვისებები ჰქონდეს, რადგან ეს სპორტშიც და ცხოვრებაშიც წარმატების მიღწევაში დაეხმარება. რაც შეეხება მწვრთნელს, ის თავის საქმეზე შეყვარებული და მოტივირებული ადამიანი უნდა იყოს, ბავშვები დისციპლინას შეაჩვიოს, რათა უფრო ამტანები გახდნენ. წყალს სუსტები არ უყვარს, რადგან ასეთებს ადვილად ერევა. ამის გარდა, სპორტსმენებმა ამ სახეობაშიც, ისეთი თვისებებიც უნდა გამოიმუშაონ, როგორიცაა, სისწრაფე და წყალში ბურთის კარგად ფლობა.

დავით ხავთასი საცურაო აუზში ვარჯიშის დროს
დავით ხავთასი საცურაო აუზში ვარჯიშის დროს

- გურულ სპორტსმენს სისწრაფე სისხლში ექნება და ამ თვისებამ ალბათ თავის დროზე, გარკვეული როლი ითამაშა თქვენს წარმატებებში?

- წარმოშობით ოზურგეთიდან ვარ, მაგრამ თბილისში დაბადებულ- გაზრდილი. გურულები მართლა ყველაზე სწრაფები არიან და რა გასაკვირია, რომ მეც მიყვარს სისწრაფე, ყველაფერში პირველობა და ეს თვისებები დიდ სპორტშიც მეხმარებოდა.

- ოზურგეთთან თუ გაქვთ სპორტის კუთხით შეხება?

- ოზურგეთთან და იქ არსებულ ოლიმპიურ სახლთან მუდმივი კონტაქტი მქონდა კოვიდამდე. ადგილობრივ სპორტსმენებს რეკომენდაციებს ხშირად ვაძლევ ხოლმე. მიხარია, რომ ოლიმპიური სახლის საცურაო აუზის ინსტრუქტორი და წარმატებული სპორტსმენი, ზურა ღლონტი ჩემი მომზადებულია. როცა პანდემია დასრულდება, ოზურგეთის ოლიმპიურ სახლში მასტერ-კლასების ჩატარებას ვაპირებ. ასე რომ, ყველაფერი წინაა...

დავით ხავთასი თავის აღსაზრდელებთან ერთად
დავით ხავთასი თავის აღსაზრდელებთან ერთად

- გავიგე, რომ კოლეგები, თურმე, „წყლის ლომს“ გეძახიან, რას ურჩევთ მათ, ვისაც წყლის ეშინია და ამის გამო ცურვას ვერ სწავლობს?

- ჰოო, ეს კარგი შეკითხვა დამისვით... პირველ რიგში, ეს შიში უნდა დაძლიონ. ეს კი მწვრთნელზეა დამოკიდებული, იმაზე, თუ როგორ მიუდგება მას, ვისაც წყლის ეშინია. პროფესიონალი ამ კომპლექსს მალე მოუხსნის ნებისმიერ ადამიანს. ასეთი უამრავი ბავშვი მყოლია და მათთვის წყალიც შემიყვარებია და ცურვაც კარგად მისწავლებია.

- აუზთან დაკავშირებული ანეგდოტად ქცეული ამბავი, რომელიც ქუთაისში მოხდა, ალბათ გსმენიათ... 

- მსმენია, ეს მართლა იყო ქუთაისში, წარმოიდგინეთ, როგორი გაუბედურებული დრო იყო, რომ მწვრთნელს საშუალება არ ჰქონდა წყლიან აუზში ჩაეტარებინა ცურვის გაკვეთილები. რა ექნა იმ ადამიანს? წყალს არ უსხამდნენ, ამიტომ საჭირო ილეთებს და მოძრაობებს ხმელეთზე ასწავლიდა. ერთი მხრივ, სახალისო ამბავია, მაგრამ მეორე მხრივ, ასეთი მწვრთნელები ჩემს თვალში გმირები არიან...

დავით ხავთასი
დავით ხავთასი

- ახლა, კოვიდის დროს საცურაო აუზები მარტო წყლის კი არა, სპოტსმენების გარეშეც დარჩა...

- დიახ, კოვიდმა გააჩერა დედამიწა და აუზებიც გაჩერებულია. ისეთ დღეში ვარ, რომ უკვე მესიზმრება აუზი და ჩემი ბავშვები. უზომოდ მიყვარს ჩემი პროფესია, ყველა სპორტსმენი და მწვრთნელი, ვინც ისინი პროფესიონალად ჩამოაყალიბა. კოვიდის გამო ჩემპიონატებიც შეწყდა. ერთი სული მაქვს, როდის გაიხსნება, რომ ვარჯიში განვაახლოთ და საყვარელ საქმეს დავუბრუნდე...

 

0