საქართველოში არჩევნები ევროპარლამენტის დამკვირვებლების გარეშე ჩატარდება

© AFP 2024 / SEBASTIEN BOZON ევროპარლამენტი სტრასბურგში
ევროპარლამენტი სტრასბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რიგმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა უკვე გამოთქვეს საქართველოში საკუთარი დამკვირვებლების გამოგზავნის მზადყოფნა, მათ შორის ეუთომ, აშშ-ის ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა და სხვ.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ევროპარლამენტი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიას არ გამოგზავნის, იუწყება „რუსთავი2“.

ევროპის პარლამენტის დამკვირვებელთა მისიის საქართველოში გამოგზავნის საკითხის განხილვის ავტორი იყო „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი“ და, კერძოდ, დეპუტატი სტივენ მიქსერი.

საპარლამენტო არჩევნებს დამკვირვებელთა რეკორდული რაოდენობა მიადევნებს თვალს>>

საკითხი ევროპარლამენტის თავმჯდომარეთა პარტიულ კონფერენციაზე 15 ოქტომბერს უნდა განეხილათ, თუმცა საბოლოოდ დღის წესრიგიდან ამოიღეს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ოფიციალურად არ დასახელებულა.

ეუთოს დროშა - Sputnik საქართველო
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო შეზღუდული მისიით დააკვირდება

გასული წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ევროპარლამენტის პრეზიდენტს წერილით მიმართა და საქართველოში მისიის გამოგზავნის თაობაზე მხარდაჭერა სთხოვა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. პარალელურად აირჩევენ აჭარის უმაღლეს საბჭოს წევრებსაც, ასევე ცალკეულ რეგიონებში მერებსა და საკრებულოების დეპუტატებს.

ამჟამად ცესკომ უკვე დაარეგისტრირა 89 ადგილობრივი და 20 საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც ქვეყანაში არჩევნების პროცესს დააკვირდებიან.

„ოდირმა“ პირველი ანგარიში გამოაქვეყნა: რა არ გამორჩათ წინასაარჩევნოდ დამკვირვებლებს>>

დარეგისტრირებულ ორგანიზაციებს შორის არიან ეუთოს მისია, აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და სხვ. არჩევნებზე დაკვირვების სურვილი გამოთქვეს ასევე რიგი ქვეყნების ცენტრალურმა საარჩევნო კომისიებმა, საელჩოებმა და პარლამენტის წარმომადგენლებმა.

ყველა ახალი ამბავი
0