„პატრიოტთა ალიანსის“ მიტინგი

ქვეყნის რადიკალური განახლება: რას გვთავაზობს „პატრიოტთა ალიანსი“

69
საპარლამენტო არჩევნებამდე სამ კვირაზე ნაკლები რჩება, პარტიები ამომრჩევლების წინაშე საკუთარი პროგრამების პრეზენტაციების წარდგენას აგრძელებენ

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ არჩევნებზე დამოუკიდებლად გადის და გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის განვითარების საკუთარ უნიკალურ გზას სთავაზობს.

პარტიის პროგრამა განსხვავდება სხვა პარტიების პროგრამებისგან ქვეყნის პოლიტიკისა და განვითარების სრულიად ახალი ხედვით.

Sputnik-საქართველო გთავაზობთ პარტიის პროგრამის მნიშვნელოვანი მომენტების მიმოხილვას.

ეკონომიკა

  • დაბეგვრის ახალი სისტემა, ბიზნესის ტიპის, საქმიანობის სახეობისა და დასაქმებულთა რაოდენობის გათვალისწინებით;
  • საოჯახო ბიზნესის ხელშეწყობა;
  • იმპორტჩანაცვლება;
  • ანაბრების დაბრუნება მოსახლეობისთვის;
  • სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე გადასახადების გაზრდა;
  • უპროცენტო გრძელვადიანი იპოთეკური სესხები.

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დაცვა

  • კერძო კლინიკებთან ერთად უფასო საჯარო კლინიკების გახსნა;
  • რაიონული სახელმწიფო პოლიკლინიკების გახსნა;
  • უფასო მედიკამენტები პენსიონერებისა და შშმ პირთათვის;
  • საპენსიო ასაკის დაწევა შრომის უფლების შენარჩუნებასთან ერთად;
  • საპენსიო გადასახადის შემოღება;
  • პენსია პროფესიის, სტაჟისა და კვალიფიკაციის მიხედვით;
  • უფასო მედიკამენტები, ტანსაცმელი, საკვები და ტრანსპორტი გაჭირვებულთათვის;
  • მუნიციპალური საბინაო ფონდის შექმნა.

განათლება

  • მე-6 კლასიდან მოსწავლეების გაგზავნა ევროპასა და იაპონიაში საზაფხულო სკოლებში;
  • უფასო სასადილოები სკოლებში;
  • ზოგადი უმაღლესი განათლების სამწლიანი კურსი და შემდგომ სპეციალობებად დაყოფა;
  • მეცნიერების განვითარება;
  • ფიზიკის, მათემატიკისა და პროგრამირების დარგების განვითარება.

დემოკრატია

  • სამხედრო ნეიტრალიტეტი;
  • თანამდებობის პირთა დაყოფა წოდებად;
  • დანაშაულების კატეგორიებად დაყოფა;
  • ციხეებში გამწესდებიან მხოლოდ ის პირები, ვინც მსჯავრდებულია მკვლელობის ტოლფასი დანაშაულისთვის ან მკვლელობისთვის;
  • ყველა სხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირთათვის დასახლებების ზონების შექმნა მაღალმთიან რეგიონებსა და სასაზღვრო ზონებში.

გაეცანით სხვა პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებს:

რას გვპირდება სააკაშვილის პარტია არჩევნების შემდეგ? მოკლედ და გასაგებად >>

რას გვპირდება „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდგომ: მოკლედ და კონკრეტულად >>

„ევროპული საქართველოს“ ძირითადი წინასაარჩევნო დაპირებები >>

„ლელოს“ „მარშალის გეგმა“ - წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი თეზისები >>

როგორ განვითარდება საქართველო: „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხედვა და ვაშაძის დაპირებები >>

ნინო ბურჯანაძე: არ გაუწიო ანგარიში რუსეთს - დიდი შეცდომაა >>

 

 

69
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (256)
არჩევნები საქართველოში

NDI-მ საქართველოში საარჩევნო კამპანიის ხარვეზებზე მიუთითა

36
აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) გაანალიზა საქართველოში საარჩევნო კამპანია და პროცესის ნორმალიზების მიზნით რეკომენდაციები გასცა

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა წინასაარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც საუბარია საარჩევნო კამპანიების აქტივობაზე, მედიის მუშაობაზე, გენდერულ თანასწორობაზე, დეზინფორმაციაზე სოციალურ ქსელებში და მასთან ბრძოლაზე,, ასევე მოყვანილია რამდენიმე რეკომენდაცია.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები შერეული სისტემით გაიმართება - 120 დეპუტატი აირჩევა პარტიული სიით, 30 - ერთმანდატიან ოლქებში.

ბიულეტენი მოიცავს პერიოდს 20 აგვისტოდან 20 ოქტომბრამდე. ორგანიზაციის მონაცემებით, დოკუმენტი ეფუძნება რვა საერთაშორისო ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფის ანალიზს. ექსპერტები საქართველოში მყოფი ასისტენტების დახმარებით აკვირდებიან ქართული საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, საარჩევნო კამპანიებს, გენდერულ თანასწორობას პოლიტიკაში და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობას, მედიასა და დეზინფორმაციას, ასევე აკვირდებიან საარჩევნო პროცესს.

დოკუმენტის თანახმად, „საქართველოს მედია გარემო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი და მრავალფეროვანი, თუმცა მეტად პოლარიზებულია, რაც, შესაძლოა, მოქალაქეთა მიერ ინფორმირებული საარჩევნო გადაწყვეტილების მიღებაზე ახდენდეს გავლენას“.

მასში ასევე ნათქვამია, რომ NDI-ს მიერ 2019 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, რესპონდენტთა 69%-მა განაცხადა, რომ ახალ ამბებს ძირითადად ტელევიზიით იგებენ. იმავე გამოკითხვით, მხოლოდ 32% მიიჩნევს, რომ ქართული ტელეარხები მოვლენებს მიუკერძოებლად აშუქებენ.

„ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევის შესახებ ბოლოდროინდელი ცნობები შეშფოთებას იწვევს. მათ შორისაა ისეთი ინციდენტები, როგორიცაა: საპროტესტო აქცია, რომლის გამოც პანკისში რადიო სადგური იძულებული გახდა დროებით შეეწყვიტა მაუწყებლობა; ბოლნისში ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფის მუქარა; ორი ძალადობრივი დაპირისპირება მარნეულში, რომლის დროსაც რეპორტიორები და გადამღები ჯგუფის წევრები დაშავდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

NDI -ის ბიულეტენში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მედიაში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით ეროვნულ და ადგილობრივ დებატები და გადაცემები მოეწყო. თუმცა, მედიის ბევრი წარმომადგენელი აცხადებს, რომ დებატებში „ქართული ოცნების“ მონაწილეობის უზრუნველყოფა რთული იყო. მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ 15 ოქტომბერს გამართულ დებატებში მონაწილეობა მიიღო, როგორც ეროვნული, ასევე რეგიონული მედია საშუალებების უმეტესობა - განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც ოპოზიციურად ან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილად მიიჩნევა, აცხადებს, რომ მმართველი პარტია თავიდან არიდებდა ან სრულიად უგულებელყოფდა მათ.

NDI-თან საუბარში სხვადასხვა პარტიამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ უნდობლობა გამოთქვეს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში სოციალური ქსელები ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროდ იქცა, რაც, თავის მხრივ, ონლაინ-მანიპულაციებისთვის მოწყვლადობას ზრდის.

„მიუხედავად იმისა, რომ Facebook-მა, რომელიც ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, ახლახან დეზინფორმაციის გამავრცელებელი მასშტაბური შიდა ქსელები გააუქმა, მაინც მოქმედებს სხვა გარე და შიდა ზემოქმედების სქემები. სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ანგარიშის მიხედვით, Facebook-ს საზაფხულო საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად 17 პოლიტიკური პარტია და 117 მაჟორიტარობის კანდიდატი იყენებდა. კანდიდატები იყენებენ Facebook-ს ამომრჩევლებთან პირდაპირი ურთიერთობისთვის, წინასაარჩევნო პროგრამების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად, ტელევიზიაში გაშუქებული ონლაინ-დისკუსიებისა და თავიანთი გამოსვლების ან ამომრჩევლებთან შეხვედრების ფოტოების გასაზიარებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

იმავე ანგარიშის მიხედვით, ქსელში დისკრედიტირებულია როგორც მმართველი, ისე სამი ოპოზიციური პარტია. გამონაკლისია „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც ამ ანონიმური გვერდების მიზანს არ წარმოადგენს.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ არსებული საკანონმდებლო მექანიზმების მიუხედავად, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, შშმ პირთა და ლგბტ-თემის წევრთა პოლიტიკური წარმომადგენლობა კვლავ მცირე რჩება.

დოკუმენტის თანახმად, ეთნიკური უმცირესობები (მოსახლეობის დაახლოებით 13%) საარჩევნო კამპანიაში არასაკმარისადაა წარმოდგენილი. გამონაკლისს წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული ორი მუნიციპალიტეტი: მარნეული-გარდაბანი და ახალქალაქი-ნინოწმინდა.

დოკუმენტში რეკომენდაციებიცაა მოყვანილი:

  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად უნდა გადადგას დამატებითი ნაბიჯები შესაბამისი წესების გამოსაქვეყნებლად და მედიისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან მათი დაცვის უზრუნველსაყოფად;
  • ყველა ამომრჩევლებისთვის დაბალანსებული და სარწმუნო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა ყველა დებატებსა და პოლიტიკურ პროგრამებში, რათა საზოგადოებას თავისი შეხედულებები და გეგმები გააცნონ;
  • მედიასა და ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა შეასრულონ თავისი ლეგიტიმური ფუნქციები და განახორციელონ თავიანთი უფლებები ჟურნალისტური ეთიკის შესაბამისად - ყოველგვარი ჩარევის გარეშე. შესაბამისმა ორგანოებმა დროულად უნდა გამოიძიონ ინციდენტები და დამნაშავეების ადექვატური სანქციონირება უზრუნველყონ;
  • პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა დანერგონ შიდა მექანიზმები კამპანიის დარჩენილ პერიოდში ქალი კანდიდატების მხარდასაჭერად;
  • კამპანიის დარჩენილ დღეებში პარტიებმა უნდა წარმოადგინონ კონკრეტული ხერხები და დეტალები ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად;
  • პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა უნდა შეიკავონ თავი ისეთი თემების განხილვისგან (როგორიცაა მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაცია), რომლებსაც საზოგადოებაში უთანხმოებისა და განხეთქილების რისკი მოაქვს. ამის ნაცვლად მათ ყურადღება უნდა გაამახვილონ კამპანიაზე, რომელიც ორიენტირებულია მოქალაქეთა პრიორიტეტებზე, და უფრო მკაფიოდ ისაუბრონ ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე;
  • პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა ხელი მოაწერონ მრავალპარტიულ მემორანდუმს, რომელიც კამპანიების დროს ჰომოფობიურ გამონათქვამებს აკრძალავს.
36
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (256)
კორონავირუსის პანდემია. კონტროლი თბილისის მეტროში

რას სთავაზობენ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას არჩევნების წინ

40
მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ მიიღოს მაქსიმალურად გამჭვირვალე გადაწყვეტილებები კრიზისის დაძლევის კუთხით და მოსახლეობას კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდოს, სთავაზობენ არასამთავრობო ორგანიზაციები

თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. თორმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება საქართველოში რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

მიმართვაში ნათქვამია, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესების პირობებში საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობა მოსალოდნელზე გაცილებით ნაკლები შეიძლება იყოს.

„წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს თავს ვერ ავარიდებთ ხალხმრავალ შეკრებებს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ გამოცხადდა რეკომენდაციები ვირუსისგან თავის დაცვასთან დაკავშირებით, სამწუხაროა, რომ ბევრი ადამიანი არც პირბადის ტარების და არც დისტანციის დაცვის წესებს  არ იცავს, რაც, ცხადია, მნიშვნელოვანი რისკის შემცველია“, - აღნიშნავენ ორგანიზაციები.

პოლიტიკური პარტიები აგრძელებენ აგიტაციას, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა არსებითი ცვლილებები შეიტანა და, ზოგიერთ შემთხვევაში, შეზღუდა წინასაარჩევნო აქტივობა, რათა თავიდან აირიდონ კორონავირუსის გავრცელება. შეიცვალა ე.წ. კარდაკარი, ასევე ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი ხალხმრავალი შეკრებებისგან თავს იკავებს.

„მსგავსი ეპიდემიოლოგიური ვითარება შესაძლებელია გავლენას ახდენდეს ამომრჩეველზეც, რომელიც, თავის მხრივ, თავს არიდებს წინასაარჩევნო შეკრებებში მონაწილეობას. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების პირობებში შესაძლებელია, მნიშვნელოვნად შემცირდეს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა. ეს განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში მყოფ მოქალაქეებს ეხება“, - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ამ მომენტისთვის კორონავირუსი უკვე რამდენიმე პარტიის ლიდერს დაუდგინდა. რაც წინასაარჩევნო პერიოდსა და კენჭისყრის დღეს მათ აქტივობაზე აისახება.

ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ არჩევნების დღეს დამკვირვებელ ორგანიზაციებს ძალიან გაუჭირდებათ საკარანტინე ზონებში და თვითიზოლაციაში მყოფი ათასობით ადამიანის კენჭისყრის პროცესის დაკვირვება.

„სამწუხაროა, რომ მოსახლეობის ნაწილს „კოვიდ-19”-ის არსებობის არ სჯერა ან არასერიოზულად უყურებს ამ საკითხს, შესაბამისად,  მოსალოდნელია მათ მიერ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციების უგულებელყოფა. ამ გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურად გამჭვირვალე გადაწყვეტილებები მიიღოს „კოვიდ კრიზისის” დაძლევასთან დაკავშირებით და, რაც მთავარია, კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას, სიტუაციის განვითარების სხვადასხვა სცენარის პირობებში რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სთავაზობენ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფორმატის გაფართოებას. მათი თვალსაზრისით, მასში უნდა შევიდნენ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი სუბიექტები, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორის და სახალხო დამცველის ჩათვლით.

„უნდა შემუშავდეს კოვიდ ინფექციის მართვის გეგმა მისი სხვადასხვა ტემპით გავრცელების სცენარების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, განისაზღვროს „კოვიდ ინფიცირებულთა” ის კრიტიკული რაოდენობა და ეპიდიმიის გავრცელების ტემპი და სიმძიმე, რომელიც  ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, არჩევნების გადადებას და შეზღუდვების დაწესების აუცილებლობას განაპირობებს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

და ბოლოს, ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შორის არჩევანის გაკეთება - ინტერესების დაბალანსების არასწორი გზაა.

დოკუმენტს ხელს აწერენ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“  (TIG), „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“  (GDI), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „ღია საზოგადოების ფონდი“ (OSGF), „საფარი“, „საზოგადოება და ბანკები“, „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF), „ადამიანის უფლებათა ცენტრი“  (HRIDC), „კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), „საქართველოს გაეროს ასოციაცია“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC.)

40
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (256)
ადამიანები პირბადით

მეზვრიშვილი: თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით

0
(განახლებულია 12:08 21.10.2020)
სექტემბრიდან მოყოლებული საქართველოში ეპიდემიური ვითარება  მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 21 ათასს გადააჭარბა

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. ვრცელდება არასწორი ინფორმაციები, თითქოს ადამიანებს ყურადღება არ ექცევათ, საწოლები საკმარისი არ არის, ეს ყველაფერი სიცრუეა, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

სექტემბრიდან მოყოლებული ეპიდემიური ვითარება საქართველოში მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად, უკვე რამდენიმე დღეა, ათასს აჭარბებს. ასევე იზრდება გარდაცვლილთა რიცხვი.

მეზვრიშვილის განცხადებით, საზოგადოებაში არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, რაც სავარაუდოდ, პანიკის დათესვის მიზანს ემსახურება.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდება გარკვეული ცრუ ინფორმაციები, თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, თითქოს ადამიანები მიყრილები არიან სახლებში, სასტუმროებში და მათ არავინ მკურნალობს, თითქოს ზარებზე პასუხი არ ხდება მასობრივად. მინდა დავამშვიდო საზოგადოება, შფოთვის საფუძველი ნამდვილად არ არის, ეს ყველაფერი რეალობას არ შეესაბამება და ალბათ, ემსახურება პანიკის დათესვას“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ექიმები მუდმივად არიან კონტაქტზე თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან, თუმცა, შესაძლოა, იყოს ერთეული შემთხვევები, სადაც კონსულტაცია რამდენიმე საათით გვიანდება,  მაგრამ ეს არის ერთეული შემთხვევები და მას არ აქვს სისტემური ხასიათი.

„თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ჩვენ ვიტყვით, ამის არანაირი პრობლემა საბჭოს არც ერთ წევრს არასდროს ჰქონია. სიმართლე არის ის, რასაც საბჭოს წევრები ამბობენ, ამიტომ ვთხოვ ყველას, რომ ინფორმაციის წყაროდ გამოიყენოთ ის, რაც აქ ითქმება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოროვავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 208-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9003 ადამიანი, გარდაიცვალა – 172.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში