ახალი გამოკითხვა ოლქების მიხედვით: „ქართული ოცნების“ კანდიდატები კვლავ ლიდერობენ

© photo: Sputnik / Nika Latariaზუგდიდის შესასვლელი
ზუგდიდის შესასვლელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოკითხვის შედეგები შეესაბამება ამავე კომპანიის მიერ ადრე შედგენილ პარტიების რეიტინგს – ლიდერობენ მმართველი პარტიის კანდიდატები.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს კიდევ ექვს მაჟორიტარულ ოლქში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები იმარჯვებენ. ასეთია კომპანია Survation-ის მიერ ტელეარხ „რუსთავი2“-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

წინასაარჩევნო ბანერი - Sputnik საქართველო
Survation–ის გამოკითხვა: ბათუმში შეიძლება მეორე ტური ჩატარდეს

კომპანია Survation-ის მიერ ამ დრომდე ჩატარებული ყველა გამოკითხვა აჩვენებდა მმართველი პარტიის მხარდაჭერის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ პროცენტს სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ გამოკითხვებთან შედარებით. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ეს შედეგები ყველაზე ახლოსაა შიდა გამოკითხვების შედეგებთან.

კომპანიამ ამჯერად დაახლოებით 1,8 ათასი ადამიანი გამოკითხა ექვს მაჟორიტარულ ოლქში: დიდუბე–ჩუღურეთი თბილისში, ზუგდიდი, ახალციხე–ბორჯომი–ადიგენი–ასპინძა, ახალქალაქი–ნინოწმინდა, ქობულეთი და ტყიბული–თერჯოლა–ზესტაფონი–ბაღდათი.

გამოკითხვის შედეგები შეესაბამება ამ კომპანიის წინა რეიტინგებს პარტიების მიხედვით – მმართველი პარტიის კანდიდატები აბსოლუტურად ყველგან გაიმარჯვებენ. კომპანიამ მეორე ტური მხოლოდ ბათუმში იწინასწარმეტყველა.

ოლქი პირველი ადგილი მეორე ადგილი მესამე ადგილი
დიდუბე–ჩუღურეთი

„ქართული ოცნება"

გია ვოლსკი 55%

დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე 18% ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე 15%
ზუგდიდი „ქართული ოცნება" ირაკლი ჩიქოვანი 55% „ძალა ერთობაშია" მალხაზ ჯალაღონია 29%  „ევროპული საქართველო" გიგი უგულავა 12%
ახალციხე–ბორჯომი–ადიგენი–ასპინძა „ქართული ოცნება" ანტონ ობოლაშვილი 63% „ძალა ერთობაშია" ვაჟა ჩიტაშვილი 23% „ევროპული საქართველო" ზურაბ ჩილინგარაშვილი 11%
ახალქალაქი–ნინოწმინდა „ქართული ოცნება" სამველ მანუკიანი 59% „ევროპული საქართველო" არსენ კარაპეტიანი 19% დამოუკიდებელი კანდიდატი ემძელ მკოიანი 14%
ქობულეთი „ქართული ოცნება" ზაალ მიქელაძე 76%  „ძალა ერთობაშია" ბონდო თედორაძე 17%

„ლელო" პაატა ცივაძე 3%

„ევროპული საქართველო" ირინა აფხაზავა 3%

ტყიბული–თერჯოლა–ზესტაფონი–ბაღდათი „ქართული ოცნება" ბეჟან წაქაძე 66%

„ძალა ერთობაშია" კახა გეწაძე 23%

„ევროპული საქართველო" გიგი წერეთელი 4%

ამავდროულად კომპანიამ წარმოადგინა პარტიების რეიტინგები იმავე ოლქებში, რომლებიც მეტწილად განსხვავდება კანდიდატების შედეგებისგან. რას უკავშირდება ეს, მკვლევარებს არ უთქვამთ, თუმცა თბილისში მმართველი პარტიის რეიტინგი უფრო დაბალია, ვიდრე მისი კანდიდატებისა, რეგიონებში კი ოპოზიციური პარტიების რეიტინგი ჩამორჩება მათი მაჟორიტარების რეიტინგს.

გამოკითხვა ჩატარდა 21 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, მისი ცდომილება უცნობია, რადგან გამოკითხვაში გათვალისწინებულია მხოლოდ მათი ხმა, ვინც მტკიცედ გადაწყვიტა არჩევნებზე წასვლა კონკრეტულ ოლქში.

ყველა ახალი ამბავი
0