„ევროპული საქართველოს ბანერი

„ევროპული საქართველოს“ ძირითადი წინასაარჩევნო დაპირებები

42
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე 18 დღე დარჩა. პარტიები ამომრჩევლისთვის თავიანთი პროგრამების წარდგენას განაგრძობენ

თბილისი, 13 ოქტომბერი  - Sputnik. პარტიამ „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავისი წინასაარჩევნო პროგრამა წარმოადგინა, როგორც შეთანხმება მოსახლეობასთან.

პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის პროგრამა ორინტირებულია სოციალურ სფეროზე.

Sputnik–საქართველო პარტიის პროგრამის ძირითად თეზისებს წარმოგიდგენთ.

ეკონომიკა

  • ბენზინსა და გაზზე აქციზის 25%–ით შემცირება
  • გადასახადების შემცირება
  • რაიონების ბიუჯეტის გაზრდა
  • მთავრობის ხარჯების 2 მილიარდი ლარით შემცირება
  • კრედიტებზე რეგულაციების შემსუბუქება
  • ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია
  • 100 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა

ჯანდაცვა და სოციალური სფერო

  • პენსიების გაორმაგება
  • შშმ პირების სოციალური დახმარების გაორმაგება
  • ნებაყოფლობითი საპენსიო დაგროვებითი სისტემის დანერგვა
  • მედიკამენტების თანადაფინანსება
  • ჯანდაცვაზე ხარჯების ეფექტურობის გაზრდა

განათლება

  • სტიპენდიების გაზრდა
  • სკოლებისა და საბავშვო ბაღების დაფინანსების სისტემის გაუმჯობესება
  • სტუდენტური გრანტების გაზრდა
  • მასწავლებლების ხელფასის 700–1000 ლარამდე გაზრდა

დემოკრატია

  • ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის აღკვეთის ზომად პატიმრობის გაუქმება, გარდა ძალადობის გამოყენებით დანაშაულის შემთხვევებისა
  • სუს–ის გაუქმება და მისი სტრუქტურების შსს–სთან შრწყმა
  • ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს შექმნა
  • ადმინისტრაციული არბიტრაჟის შექმნა
  • ვადიანი სამხედრო სამსახურის გაუქმება.

გაეცანით სხვა პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებს:

ახალი ხედვა პოლიტიკაზე: რას გვთავაზობს ბურჯანაძის პარტია>>

რას გვპირდება სააკაშვილის პარტია არჩევნების შემდეგ? მოკლედ და გასაგებად>>

როგორ განვითარდება საქართველო: „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხედვა და ვაშაძის დაპირებები>>

რას გვპირდება „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდგომ: მოკლედ და კონკრეტულად>>

„ლელოს“ „მარშალის გეგმა“ - წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი თეზისები>>

42
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (319)
სიტუაცია ნიცაში თავდასხმის შემდეგ

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

21
პრეზიდენტმა დაგმო სიძულვილით ჩადენილი თავდასხმა და განაცხადა, რომ ლოცულობს დაშავებულებისა და დაღუპულთა ოჯახებისათვის.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიცაში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

„ჩემი ფიქრები ფრანგ ხალხთანაა. ვგმობ ამ სიძულვილით გამოწვეულ თავდასხმას. ვლოცულობ დაშავებულთა და დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის“, – დაწერა ზურაბიშვილმა თავის Twitter-ში.

ხუთშაბათს დილით ნიცაში დანით შეიარაღებული უცნობი პირი თავს დაესხა ადამიანებს ნოტრ-დამის ეკლესიაში, დაიღუპა სამი ადამიანი, რამდენიმე დაიჭრა. რამდენიმე მედია იუწყება, რომ თავდამსხმელმა ორ ადამიანს თავები მოკვეთა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნიცაში განაცხადა, რომ ქვეყანაზე „ისლამური ტერორისტული შეტევა“ განხორციელდა.

21
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა მიტინგზე

სააკაშვილმა მხარდამჭერებს მიმართა - ვის გაშვებას აპირებს პენსიაზე ექს-პრეზიდენტი

26
(განახლებულია 23:34 29.10.2020)
ყოფილმა მმართველმა პარტიამ არჩევნებამდე ორი დღით ადრე გადაწყვიტა აჩვენოს მხარდამჭერთა მობილიზაციის დონე და აქციაზე ათასობით ადამიანი შეკრიბა

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ცენტრში არჩევნებამდე ორი დღით ადრე მიტინგი, რომელიც გამართა ყოფილმა მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და პარტნიორებმა ბლოკიდან „ძალა ერთობაშია“, ჩატარდა მასშტაბურად, ხმაურიანად და ცეკვა-სიმღერით.

Вахтанг Кикабидзе поет. Акция сторонников Единого нацдвижения в центре грузинской столицы
© Sputnik / STRINGER
ბუბა კიკაბიძე „ნაცმოძრაობის“ მიტინგზე

ორგანიზატორების მტკიცებით, თავისუფლების მოედანზე კორონავირუსის გამო დისტანციის დაცვით დაიდგა 50 ათასი სკამი და ყველა დაკავებული იყო. შეკრებილები თავდაპირველად პირბადეებით იყვნენ, თუმცა მომიტინგეები შემდეგში თანდათან გახურდნენ და ზოგმა ჩამოიწია, ზოგმა საერთოდ მოიხსნა ნიღაბი.

ერთდროულად „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების აქცია ქუთაისშიც გაიმართა.

„გაერთიანებული ოპოზიცია 31 ოქტომბერს მიდის ამ არჩევნებზე გაანალიზებული შეცდომებით, შეგნებული გამოცდილებით და ზუსტად დასახული მომავლის გეგმებით“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ.

მან პირობა დადო, რომ ყოფილი მმართველი პარტია შურისძიებას არ აპირებს.

„არც ერთი საჯარო მოხელე, არც ერთი ადამიანი არ დაისჯება რევანშის გულისთვის. ჩვენ არავითარი შურისძიების განხორციელებისთვის არ მოვდივართ და ისე წავიყვანთ ამ ქვეყანას, რომ დამარცხებულად თავი არავინ არ იგრძნოს“, - განაცხადა ვაშაძემ.

Акция сторонников Единого нацдвижения в центре грузинской столицы
© Sputnik / Vladimir Umikashvili
„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა აქცია

ლიდერების გამოსვლებს ცნობილი ქართველი არტისტების გამოსვლები ცვლიდა. ორი სიმღერა ვახტანგ კიკაბიძემაც შეასრულა.

მიტინგის კულმინაცია გახდა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართვა, რომელსაც ბლოკი გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგენს.

სააკაშვილმა მხარდამჭერებს კიევიდან მიმართა.

Выступает Михаил Саакашвили. Акция сторонников Единого нацдвижения в центре грузинской столицы
© Sputnik / STRINGER
სიტყვით გამოდის მიხეილ სააკაშვილი. „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა აქცია

„წავიდეთ არჩევნებზე, წყნარად გავუშვათ პენსიაზე ივანიშვილი, მისი ჯგუფი და გავაგრძელოთ ძალიან სწრაფი განვითარება“,-განაცხადა სააკაშვილმა. ის არწმუნებდა თავის მხარდამჭერებს, რომ მას აინტერესებს არა ძალაუფლება, არამედ მხოლოდდამხოლოდ ქვეყნის განვითარება“, - განაცხადა სააკაშვილმა. ის არწმუნებდა თავის მხარდამჭერებს, რომ მას აინტერესებს არა ძალაუფლება, არამედ მხოლოდდამხოლოდ ქვეყნის განვითარება.

ამასთან მან აღნიშნა, რომ მისი პარტია არ დაუშვებს გაყალბებას და განაცხადა, რომ „პასუხი გაიცემა ძალიან მკაცრად“.

აქციამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა, თუმცა თავიდან მის ჩაშლას შეეცადა ულტრანაციონალისტური პარტია „ქართული მარში“. მისმა ლიდერებმა გარკვეული დროით გადაკეტეს რუსთავი-თბილისის ტრასა, რათა „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა კოლონა აქცია არ გაეშვათ. თუმცა პოლიციის ჩარევის შემდეგ ინციდენტი ამოიწურა.

„ქართულმა მარშმა“ „ნაცმოძრაობის“ მომხრეებს რუსთავის ტრასა გადაუკეტა >>

საპროტესტო აქციის დროს, რომელსაც პირდაპირ ეთერში ოპოზიციური არხები აშუქებდნენ, საქართველოს მოქალაქეებს ორგანიზაციისგან „დავასრულოთ“ მიუვიდათ სმს-შეტყობინებები, სადაც „ნაცმოძრაობის“ არსებობის დასრულების მოწოდება გაჟღერდა.

26
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (319)
თბილისის ბოტანიკური ბაღი

30 ოქტომბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

0
(განახლებულია 10:46 28.10.2020)
გაეცანით 30 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი

23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი მორიელის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ანიჭებს პატივმოყვარეობას, აგრესიულობასა და ფეთქებად ხასიათს. მათ ცხოვრებაში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული გამარჯვებებისა და მარცხის მონაცვლეობა და მხოლოდ კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული თავისი ჭეშმარიტი გზის არჩევა, თავისი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45, 60.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ფრეზია. ეს ადამიანები უდრეკი, უშიშარი არიან, რაც მათ წარმატებების მიღწევაში ეხმარება, მაგრამ სიჯიუტე უარყოფითი თვისებაა, რაც დაბრკოლებებს უქმნის ცხოვრებისეულ გზაზე. ამ პერიოდში დაბადებულებმა უნდა ისწავლონ ტაქტიანობა, მოქნილობა. ასევე ხშირად საკუთარ თავზე იღებენ მეტ პასუხისმგებლობას, ამიტომ ხშირად იღლებიან. პირველი დეკადის მორიელებმა უნდა ისწავლონ ბალანსის დაცვა მუშაობასა და დასვენებას შორის.

30 ოქტომბერს დაბადებულები

30 ოქტომბერს ძალზე კომუნიკაბელური, გულგახსნილი ადამიანები იბადებიან, უყვართ ურთიერთობები. კომუნიკაციის უნარებს ბავშვობიდანვე იძენენ და შემდეგ წლების განმავლობაში ხვეწენ. ამ დღეს დაბადებულები უჩვეულო ენამჭევრი ადამიანები არიან - აქვთ გამოკვეთილი ორატორული ნიჭი.

30 ოქტომბერს დაბადებულებს უყვართ ცოცხალი დისკუსიები და არა მონოლოგები. მათთვის საუკეთესო დროის გატარებაა იდეების, აზრების გაზიარება. თითოეული დისკუსიიდან ის მაქსიმალურად იღებს დადებითს. შემდგომში იდეები მუშავდება, იხვეწება და ინერგება ცხოვრებაში.

30 ოქტომბერს დაბადებული მორიელები ამ ნიშნის ტიპური წარმომადგენლები არ არიან. არიან ძალზე ცნობისმოყვარე, აინტერესებთ გარშემომყოფების აზრები, შეხედულებები. სხვა მორიელებთან აკავშირებთ საკუთარი დებულებების მკაცრი დაცვა. არიან პრინციპული, მაგრამ ლოიალურია სხვისი პრინციპების მიმართ.

ამ დღეს დაბადებულებს აქვთ განსაკუთრებული ინტუიცია. ეს მათ ეხმარება მეგობრების, ცხოვრების მეგზურის შერჩევაში. ასევე გამოირჩევიან განსაკუთრებული იუმორის გრძნობით.

30 ოქტომბერს დაბადებულების საქმიანობის პრაქტიკულად იდეალური სახეობაა მენეჯმენტი. მათ შეუძლიათ ადამიანებისა და პროექტების მართვა, ამისთვის ყველა აუცილებელი თვისება გააჩნიათ.

„ცდუნებების" ჰოროსკოპი - რის წინაშე არიან უძლური ზოდიაქოს ნიშნები>>

ასევე საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის კვლევითი საქმიანობა. როდესაც ისინი რამე აღმოჩენას აკეთებენ, ამ დროს იმკვიდრებენ თავს, აქვთ აღიარება და ხდებიან ცნობილი ადამიანები. ასევე, დიდი პროფესიული გამოცდილების შეძენის გამო შეუძლიათ ოჯახისა და სამშობლოს დატოვება და სხვაგან წასვლა სამუშაოდ.

ჯანმრთელობა

30 ოქტომბერს დაბადებულებს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ სჩვევიათ, ამის გამო მხედველობიდან ეპარებათ მარტივი დაავადებები, რომლებიც შემდგომ, შესაძლოა, სერიოზულ სენად ჩამოყალიბდეს. ჯანმრთელობის შენარჩუნებაში მათ დაეხმარება სწორი რეჟიმის დაცვა, სწორი კვება და ნორმირებული ფიზიკური დატვირთვა.

რჩევა:

საქმის ერთგულება შესანიშნავი თვისებაა, მაგრამ ნუ დაივიწყებთ ოჯახურ ფასეულობებს. დაინტერესდით გვერდით მდგომის საქმეებით. ცხოვრებაში ხომ მხოლოდ მატერიალური ფასეულობები არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ასევე მნიშვნელოვანია პიროვნებებს შორის ურთიერთობები და ემოციური კავშირები.

0