მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ პრემიერობის კანდიდატად დაასახელა

52
(განახლებულია 17:24 13.10.2020)
პარტიის ლიდერმა სამოქმედო პროგრამის პრეზენტაციაზე ის პირები დაასახელა, რომლებიც, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კონკრეტულ მიმართულებებს უხელმძღვანელებენ.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ სამოქმედო პროგრამა „მარშალის გეგმის“ პრეზენტაცია გამართა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე დაასახელა. 

აღნიშნულ თანამდებობაზე მამუკა ხაზარაძე „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა წარადგინა და მას „ევროპული სტილის ქართველი პატრიოტი“ უწოდა.

მამუკა ხაზარაძემ, თავის მხრივ, ის პირები დაასახელა, რომლებიც, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, „მარშალის გეგმის“ თანახმად, კონკრეტულ მიმართულებებს უხელმძღვანელებენ.

ბანკირ მამუკა ხაზარაძის პარტიის პროგრამა ძირითადად ეკონომიკურია და ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების ძირეულად შეცვლას ისახავს მიზნად.

ხაზარაძის განცხადებით, ეკა ქვლივიძე გაუძღვება თავდაცვის მიმართულებას, ბადრი ჯაფარიძე – ეკონომიკური განვითარებისა და საფინანსო მიმართულებას, გიგლა მიქაუტაძე – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებას, ანა ნაცვლიშვილი – იუსტიციის საქმეებს და სასამართლოს მიმართულებას, ლევან კობერიძე უხელმძღვანელებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებას, ფიქრია ჩიხრაძე – განათლების, მეცნიერების და სპორტის მიმართულებას, კახა კოჟორიძე – შინაგან საქმეებსა და სამართალდამცველ სისტემას, ნიკა შურღაია – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებას, დავით უსუფაშვილი – საგარეო საქმეებსა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, სოსო ვახტანგაშვილი უხელმძღვანელებს ოს და აფხაზ ხალხთან შერიგების მიმართულებას, მედეა მეტრეველი – კულტურის მიმართულებას. 

როგორც პარტიის ლიდერმა განაცხადა, მათი გუნდი არჩევნების გზით გაისტუმრებს „ქართულ ოცნებას“ და ძველ პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში აღარ დააბრუნებს.

„მარშალის გეგმა“ – ეს არის საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სიღარიბე, ამუშავდეს ეკონომიკა და ქვეყნის გაერთიანება ხელისუფლებისთვის მთავარი საკითხი გახდეს. ამ მისიას სჭირდება სერიოზული გუნდი... „ლელო" იქნება ის ცენტრი, რომლიც „ქართულ ოცნებას" გაისტუმრებს და ხელისუფლებაში ძველ პოლიტიკოსებს არ მოუშვებს. ჩვენ საქართველოს პოლიტიკაში ახალი ფურცელი, ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ", – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ 2019 წლის ბოლოს დააფუძნა. საზოგადოებრივი აზრის სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ ამომრჩეველთა 2–3% უჭერს მხარს.

52
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (428)
ზაალ უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს აქტიურ კონსულტაციებს მთავრობის ფორმირებაზე

21
ოთხივე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო.

თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. ოპოზიციური ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ მთავრობის ფორმირებისთვის ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს, განაცხადა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ყველა ეგზიტპოლის შემაჯამებელი მონაცემები ცნობილია >>

ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა. ეგზიტპოლების მონაცემებით, ბლოკმა „ძალა ერთობაშია“, რომლის ლიდერია ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ამომრჩეველთა ხმების 24%-დან 33%-მდე მოიპოვა. ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ – 40%-დან 54%-მდე.

უდუმაშვილის თქმით, წინასწარი დათვლის შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს.

„არა მხოლოდ სანდო ეგზიტპოლებით, არამედ წინასწარი დათვლის შედეგებითაც უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ არის უმცირესობაში და ოპოზიცია იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში. ახლა მიმდინარეობს ბიულეტენების დათვლის პროცესი საარჩევნო უბნებზე და „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო გაყალბების მცდელობის მეორე ტალღა“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი განცხადებით, ოპოზიცია იწყებს აქტიურ კონსულტაციებს მთელ ოპოზიციურ სპექტრთან, მათ შორის მთავრობის ფორმირებაზე.

ოთხივე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო. თუმცა,  ოპოზიციური ტელეკომპანიების დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის ხმები მთავრობის ფორმირებისა და დამტკიცებისთვის.

მთავრობის ფორმირებისა და დამტკიცებისთვის „ქართულ ოცნებას“ ხმების არანაკლებ 50% სჭირდება,  წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციას თეორიულად შეუძლია შექმნას კოალიცია და მთავრობის ფორმირების უფლება მიიღოს, „ქართული ოცნება“ კი უმცირესობაში აღმოჩნდება.

არჩევნებში 55 პარტია მონაწილეობდა, მათგან შვიდი ორ ბლოკში – „ძალა ერთობაშია“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. პირველ ბლოკში გაერთიანებული იყო ხუთი პარტია, მეორეში ორი.

პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%–ს შეადგენდა, ბლოკებისთვის იმდენი პროცენტი, რამდენი პარტიაც შედის ბლოკში. ექსპერტები თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ ახალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება.

პარლამენტში 120 ადგილისთვის პროპორციული სისტემით პარტიებიდან და ბლოკებიდან 6 880 კანდიდატი იბრძვის – 1 ადგილზე 57 ადამიანია პრეტენდენტი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით საკანონმდებლო ორგანოში სამი პარტია შევიდა.

21
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (428)
არჩევნები

Ipsos: რეგიონების მიხედვით მაჟორიტარულ ოლქებში ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია

43
(განახლებულია 01:49 01.11.2020)
ცესკოს მონაცემებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 56,11% შეადგინა.

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik.  ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ რეიტინგული ფრანგული კომპანია IPSOS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის განახლებული შედეგები გაავრცელა.

IPSOS: თბილისში მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობაში მეორე ტური გაიმართება>>>

რეგიონების მიხედვით ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში მაჟორიატარი დეპუტატობის კანდიდატების შედეგები შემდეგნაირად ნაწილდება: 

– საგარეჯო–გურჯაანი–სიღნაღიდედოფლისწყარო: "ოცნება" დავით სონღულაშვილი - 43%, გაერთიანებული ოპოზიცია - ლევან ბეჟაშვილი - 38%;

– ლაგოდეხი–ყვარელი–თელავი–ახმეტა: "ქართული ოცნება" ირაკლი ქადაგიშვილი - 45%, გაერთიანებული ოპოზიცია - გიორგი ბოტკოველი - 42%;

– მცხეთა–მთიანეთი–დუშეთი–ყაზბეგი: "ქართული ოცნება" შალვა კერესელიძე - 39%, გერთიანებული ოპოზიცია ცეზარ ჩოჩელი 45%;

– რუსთავი–გარდაბანი: "ქართული ოცნება" ნინო ლაცაბიძე - 31%, გაერთიანებული ოპოზიცია დავით კირკიტაძე - 51%;

– მარნეული:  "ქართული ოცნება ზაურ დარგალი- 49%, გაერთიანებული ოპოზიცია აზერ სულეიმანოვი - 36%;

– ბოლნისი–დმანისი–წალკა–თეთრიწყარო: "ქართული ოცნება" გოგი მეშველიანი - 56%, გაერთიანებული ოპოზიცია კახა ოქრიაშვილი - 37%;

– კასპი–გორი: ბადრი ბასიშვილი 39%, გიორგი ხოჯევანიშვილი 39%.

– ქარელი–ხაშური: "ქართული ოცნება" ზაალ დურგალლი - 37%, გაერთიანებული ოპზიცია ნატო ჩხეიძე - 46%;

– ბორჯომი–ახალციხე–ადიგენი–ასპინძა: "ქართული ოცნება ანტონ ობოლაშვილი - 58%, გაერთიანებული ოპოზიცია ვაჟა ჩიტაშვილი - 30%;

– ახალქალაქი–ნინოწმინდა: "ქართული ოცნება" სამველ მანუკიანი - 75%, გაერთიანებული ოპოზიცია მელიქ რასიანი - 5%;

– ონი–ამბროლაური–ცაგერი–ლენტეხი–მესტია: "ქართული ოცნება" გოჩა ენუქიძე 61%, გაერთიანებული ოპოზიცია დილარ ხაბულიანი - 15%, "ევროპული საქართველო" გოჩა გურგუჩიანი - 11%;

– ხარაგაული–საჩხერე–ჭიათურა: "ქართული ოცნება" პაატა კვიჟინაძე - 59%, გაერთიანებული ოპოზიცია გიორგი კაპანაძე - 23%;

– თერჯოლა–ზესტაფონი–ბაღდათი–ტყიბული: "ქართული ოცნება" ბეჟან წაქაძე 49%, გაერთიანებული ოპოზიცია კახა გეწაძე 25%, "ევროპული საქართველო" გიორგი წერეთელი 19%;

– ვანი–სამტრედია–ხონი–წყალტუბო: "ქართული ოცნება" გივი ჭიჭინაძე 46%, გაერთიანებული ოპოზიცია ნანუკა ჟორჟოლიანი 29%;

– ქუთაისი: "ქართული ოცნება" ზაზა ლომინაძე 29%, გაერთიანებული ოპოზიცია გრიგოლ ვაშაძე 50%;

– ოზურგეთი–ლანჩხუთი–ჩოხატაური: "ქართული ოცნება" ვასილ ჩიგოგიძე 52%, ენმ მანუჩარ კვირკველია 16%, "ევროპული საქართველო" ხათუნა გოგორიშვილი 11%;

– აბაშა–მარტვილი–წალენჯიხა–ჩხოროწყუ: "ქართული ოცნება" ალექსანდრე მოწორელია 45%; გაერთიანებული ოპოზიცია როლანდ ფიფია 41%;

– სენაკი–ხობი–ფოთი: "ქართული ოცნება" ირაკლი ხახუბია 49%, გაერთიანებული ოპოზიცია მურთაზ ზოდელავა 32%;

– ზუგდიდი: "ქართული ოცნება" ირაკლი ჩიქოვანი 35%, გაერთიანებული ოპოზიცია მალხაზ ჯალაღონია 49%;

– ბათუმი: "ქართული ოცნება" რესან კონცელიძე 35%, გაერთიანებული ოპოზიცია ლევან ვარშალომიძე 39%;

– ქობულეთი: "ქართული ოცნება" ზალ მიქელაძე 54%, გაერთიანებული ოპოზიცია ბონდო თედორაძე 33%;

– ქედა–შუახევი–ხელვაჩაური–ხულო: "ქართული ოცნება" ანზორ ბოლქვაძე 46%, გაერთიანებული ოპოზიცია მიშა ბოლქვაძე 36%.

ეგზიტპოლის შედეგებით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან უმეტესობაში მეორე ტური გაიმართება.

ცესკოს მონაცემებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 56,11% შეადგინა.

ეგზიტპოლი – გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება.  იგი არ არის იურიდიული ძალის მქონე, უბრალოდ ასახავს არჩევნების საერთო ტენდენციას.

43
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (428)