მიხეილ სააკაშვილი

რას გვპირდება სააკაშვილის პარტია არჩევნების შემდეგ? მოკლედ და გასაგებად

198
(განახლებულია 20:42 09.10.2020)
საპარლამენტო არჩევნებამდე ოცი დღეს დარჩა. ქართული პოლიტიკური პარტიები საარჩევნო პროგრამების წარდგენას განაგრძობენ

თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. პოლიტიკურმა ბლოკმა „ძალა ერთობაშია“, რომელშიც საქართველოს ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ შედის, სამომავლო ოთხწლიანი მართვის პროგრამა წარმოადგინა.

ბლოკში აცხადებენ, რომ მათი პროგრამა ქვეყანაში რადიკალურ ცვლილებებს ითვალისწინებს.

პროგრამის უმეტესი ნაწილი სოციალურ პრობლემებსა და ეკონომიკური სექტორის განვითარებას ეძღვნება.

„Sputnik საქართველო“ პროგრამის ძირითად თეზისებს გაგაცნობთ.

ჯანდაცვა და სოციალური სფერო

  • მინიმალური პენსიის გაზრდა 400 ლარამდე;
  • მედიკამენტებზე ფასების დაწევა 50%-ით;
  • მედპერსონალისთვის ხელფასების გაორმაგება;
  • ონკოლოგიური პროგრამების დაფინანსების გაზრდა;
  • პენსიონერების, სოციალურად დაუცველი პირებისა და ბავშვების დაზღვევა;
  • ათასი ლარის გაცემა ოჯახში ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვზე;
  • სოციალური დახმარების პროგრამის გაფართოება;
  • სახლები უსახლკარო მოხუცებისთვის.

განათლება

  • სკოლამდელი და ზოგადი განათლების დაფინანსების გაზრდა;
  • მასწავლებლების ხელფასის გაზრდა ორი ათას ლარამდე;
  • უმაღლესი განათლების დაფინანსების გაზრდა;
  • პროფესიული განათლების განვითარება.

ეკონომიკა

საშემოსავლო და მოგების გადასახადის გაუქმება;

გადასახადის გადაუხდელობაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმება;

ფინანსური პოლიციის გაუქმება.

სოფლის მეურნეობა

  • აგრონომებისა და ვეტერინარების მიზიდვა სოფლად;
  • თანამედროვე ლაბორატორიების გახსნა სოფლებში;
  • მიწების გამარტივებული რეგისტრაცია.

 დემოკრატია

  • სასამართლოებში უცხოელი მოსამართლეების მოწვევა;
  • პოლიციელებისთვის ხელფასების გაზრდა;
  • პროკურატურის გაყოფა;
  • დანაშაულების გამოძიების სისტემის რეფორმა.

 

198
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (256)
მთავარი პროკურატურა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე: პროკურატურამ ლაშა დარსალია გამოკითხა

16
საქართველოს დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიის საკითხის თავის სასარგებლოდ გადაჭრის რეალური შანსი გაუჩნდა, ფიქრობს ლაშა დარსალია

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. მასალები, რომლებიც აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა, უნდა განიხილოს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიამ. განხილვა აჩვენებს, რამდენად დამაჯერებელია საქართველოს არგუმენტები, განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.

დარსალიას თქმით, ბოლო დროს ნაპოვნი მასალები მიუთითებს, სად შეიძლება გადიოდეს 1938 წლის ხაზი. ეს მასალები შეიძლება ქართულმა მხარემ არგუმენტად გამოიყენოს.

„მასალები არის ღირებული, რასაც ამბობს ძალიან ბევრი ექსპერტი. ეს მასალები, რაც აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა, უნდა განიხილოს სადემარკაციო კომისიამ. კომისიის განხილვებზე გამოჩნდება, რამდენად მყარია ეს არგუმენტები. ჩვენი პოზიციით, ეს არგუმენტები ძალიან მყარია“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ოთხშაბათს დარსალია საქართველოს პროკურატურაში გამოიკითხა. მისი სიტყვებით, ინფორმაცია, რომელიც მან გამოძიებას მიაწოდა, ეხებოდა სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის მუშაობას 2019 წლიდან დღემდე, როდესაც ის კომისიას ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების პოზიციას, რომ 2006-2007 წლებში კომისიას არ უხელმძღვანელია 1:200 000 მასშტაბის რუკით, ვინაიდან ის ხარვეზიანი იყო, დარსალიამ აღნიშნა, რომ კომისიას ეს საკითხი არ განუხილავს, რადგან ქართულ მხარეს ეს დოკუმენტები არ წარმოუდგენია.

დარსალიას თქმით, საერთაშორისო ექსპერტებმა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული რუკებისა და დოკუმენტების შესწავლის შემდეგ დაასკვნეს, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა ადასტურებს საქართველოს პრეტენზიებს დავით-გარეჯის სადავო ტერიტორიაზე.

საზღვრის უკანონო დემარკაციის საქმე

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხოეთის სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა დააკავა. უწყების ცნობით, აღნიშნული კომისიის მიერ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

გამოძიების ცნობით, მათ 1937–1938 წლების რუკის არსებობა დამალეს და წარმოადგინეს სხვა მასშტაბის რუკები, რის გამოც საქართველომ კინაღამ დაკარგა თავისი ტერიტორიის 3,5 ათასი ჰექტარი.

16
თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ

თბილისში დაიწყო ოპოზიციის აქცია "დაუპიპინე ბიძინას!"

52
(განახლებულია 15:56 21.10.2020)
ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ“ უჩვეულო საპროტესტო აქცია გამართა თბილისის ცენტრში – დილიდან ცენტრალურ ქუჩებზე გადაადგილდებიან ავტომობილები, რომლებიც უწყვეტად ასიგნალებენ.

„ევროპულმა საქართველომ“ რეგიონებში საკუთარ მომხრეებსაც მოუწოდა აქციას შეერთებოდნენ. თბილისის მიმართულებით უკვე დაიძრა ავტოკოლონები სხვადასხვა ქალაქებიდან.

აქცია „დაუპიპინე ბიძინას!“ სიმბოლური პროტესტია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის წინააღმდეგ.

პროტესტი „ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებულია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში და დასრულდება 20:00 საათზე, როდესაც ყველა მონაწილე ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივა და იქ დაასიგნალებს.

52
პოლიცია

შეხლა-შემოხლა ზუგდიდში: პოლიტიკოსს პირდაპირ ეთერში ჩაარტყეს

0
ამჟამად ზუგდიდის ცენტრში „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან ტერორისტმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. ზუგდიდის ცენტრში, სადაც მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ინციდენტი მოხდა.

შეტაკება მოხდა „ქართული მარშის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი გაბედავასა და ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს შორის მოხდა.

გაბედავას თავში იმ დროს ჩაარტყეს, როდესაც ის ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა. მოხდა შეხლა-შემოხლა, სიტუაცია პოლიციამ განმუხტა. დაკავებულია ერთი ადამიანი, სავარაუდოდ, „ევროპული საქართველოს“ აქტივისტი.

„მთელი დღეა აქ ვდგავარ, ჩემი ბიძაშვილია ბანკში მძევალი. არანაირი პიარის უფლებას მე აქ არავის მივცემ. ეს არ არის საპიარო. თქვენთვის ჯობია, ეს პროვოკატორი გაიყვანოთ“, – განაცხადა გიორგი გაბედავამ.

წინასწარი მონაცემებით, ავტომატით და ხელყუმბარით შეიარაღებულმა მამაკაცმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში აიყვანა მძევლები - ბანკის თანამშრომლები და კლიენტები. რამდენიმე მძევალი გათავისუფლებულია. ადგილზე ზუგდიდის პოლიციამ და სპეცრაზმია მობილიზებულია. ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში