ოპოზიციამ სასამართლო რეფორმის შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი

© Sputnik / Alex Shlamovოპოზიცია შეთანხმებას აწერს ხელს
ოპოზიცია შეთანხმებას აწერს ხელს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიცია აქტიურად ემზადება იმ რეფორმებისთვის, რომლებიც არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის შემთხვევაში გატარდება.

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ მემორანდუმს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის შესახებ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.

კონცეფცია „სასამართლო რეფორმის პირველი ათი ნაბიჯი“ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა შეიმუშავა და მას მხარი დაუჭირეს პოლიტიკურმა პარტიებმა.

როგორი უნდა იყოს ქართული მართლმსაჯულების სისტემა – ოპოზიციამ შეთანხმებას მოაწერა ხელი>>

დოკუმენტი ითვალისწინებს პარლამენტის მიერ გეგმის შემუშავებას არსებული ხარვეზების გამოსწორების, მოსამართლეების რაოდენობის გაზრდის, არბიტრაჟის როლის გაძლიერების მიმართულებით და სხვა ასპექტებს.

გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო
ოპოზიციური პარტიები ეკონომიკისა და განათლების სფეროებში რეფორმების პრინციპებზე შეთანხმდნენ

„ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე, რადგან ხელს ვაწერთ მართლმსაჯულების რეფორმის გეგმას. რაც მთავარია, პოლიტიკური ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი უმნიშვნელოვანეს კულტურას აჩვენებენ. ვთანხმდებით, რომ არჩევნებში გამარჯვებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ მართლმსაჯულების რეფორმა. ეს არის დოკუმენტი, რომელსაც არ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია ეს ყველაფერი ერთ-ორ კვირაში გავაკეთოთ, როგორც კი პარლამენტში შევალთ და როგორც კი ჩამოვაყალიბებთ კოალიციურ მმართველობას“, – განაცხადა გაერთიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს: ნინო ბურჯანაძის პარტიამ „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“, ეკა ბესელიას „სამართლიანობისთვის“, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“, გიორგი ვაშაძის გაერთიანებამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ და პარტიამ „ევროპული საქართველო“.

არჩევნები 2020: ოპოზიციურმა კანდიდატებმა თბილისში საინტერესო შეთანხმება დადეს>>

უფრო ადრე ოპოზიციამ კიდევ რამდენიმე მემორანდუმს მოაწერა ხელი ეკონომიკის, ძალოვანი სტრუქტურების, პროკურატურის, განათლებისა და სხვა სფეროების რეფორმირების შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0