Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გახარია: საქართველოს წარმატებებზე „ფორბსი“ საუბრობს

© photo: Government of Georgia / FBპრემიერი გიორგი გახარია
პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
Forbes-მა სტატია მიუძღვნა მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის კონფერენციას, რომელიც სექტემბერში თბილისში გაიმართა პანდემიის პირობებში და არა ვირტუალურად.

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე ისაუბრა Forbes-ის სტატიაზე, რომელიც საქართველოს მიეძღვნა.

პრემიერის თქმით, სტატიაში საქართველოს მიღწევებზეა საუბარი.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: საქართველო საერთაშორისო არენაზე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა

„ჟურნალმა Forbes ახალ გამოშვებაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს წარმატებებზე, რომელიც ვლინდება უსაფრთხო ტურისტული ცენტრის შექმნასა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებაში“, – დაწერა გიორგი გახარიამ.

ჟურნალმა სტატია გამოაქვეყნა სათაურით „პანდემიის მიუხედავად საქართველოში გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის სხდომა გაიმართა“.

ავტორი წერს, რომ კონფერენცია 15–17 სექტემბერს კორონავირუსის პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით ჩატარდა.

ეს ორგანიზაციის პირველი არავირტუალური ღონისძიება იყო პანდემიის პირობებში, ნათქვამია პუბლიკაციაში.

ყველა ახალი ამბავი
0