როგორ განვითარდება საქართველო: „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხედვა და ვაშაძის დაპირებები

© Sputnik / Vladimir Umikashviliგიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე 21 დღე დარჩა. პარტიები ამომრჩევლებისთვის თავიანთი პროგრამების წარდგენას განაგრძობენ.

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციურმა პარტიამ „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკში პარტია „კანონი და სამართლიანობასთან“ ერთად მიდის, გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის განვითარების საკუთარი პროგრამა წარმოადგინა.

ბანკირები ძალაუფლებისკენ მიიწევენ: „ლელო“ როგორც ამოუცნობი მოთამაშე არჩევნებზე>>

პარტიის პროგრამა ამომრჩევლისთვის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში კონკრეტულ დაპირებებს ეფუძნება.

„Sputnik–საქართველო“ პროგრამის მოკლე თეზისებს გთავაზობთ.

ეკონომიკა

  • 300 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა
  • ცხრა ახალი ინდუსტრიული პარკი
  • სამი IT–ქალაქი
  • 3 ათასი ახალი სასტუმრო
  • საბანკო პროცენტების განახევრება
  • ანტიმონოპოლიური საბანკო კანონმდებლობა
  • ერთ მილიონ ლარზე ნაკლები ბრუნვის მქონე ბიზნესის დღგ-სგან გათავისუფლება.

ჯანდაცვა და სოციალური სფერო

  • პენსიონერებისთვის კრედიტებზე პროცენტების ჩამოწერა
  • წამლებზე ფასების 30%-ით შემცირება
  • ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ფარმაცევტული ბაზრისთვის
  • ხელმისაწვდომი ჯანდაცვა.

დემოკრატია

  • დამოუკიდებელი სასამართლო
  • ქართულ სასამართლოებში მოსამართლეების აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან დანიშვნა
  • პოლიციელების ხელფასის მომატება 500 ლარით 

გაეცანით ასევე: რას გვპირდება „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდგომ: მოკლედ და კონკრეტულად>> 

„ლელოს“ „მარშალის გეგმა“ - წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი თეზისები>>

ყველა ახალი ამბავი
0