Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში შესვლაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდა

© Pixabay / Ildigoგერმანიის დროშა
გერმანიის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ტურისტული მიზნით ვერ გაემგზავრებიან, ისინი მხოლოდ აუცილებლობისა და გარკვეული წესების დაცვის შემთხვევაში შეძლებენ ქვეყანაში შესვლას.

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო საქართველოს მოქალაქეები დღეიდან გერმანიაში ტურისტული მიზნით ჩასვლას ვეღარ შეძლებენ, იუწყება გერმანიაში საქართველოს საელჩო. 

Lufthansa–ს თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გერმანიამ საქართველო მაღალი რისკის ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა

გერმანიამ საქართველო 7 ოქტომბერს მაღალი რისკის ქვეყნების სიაში შეიყვანა. შესაბამისად, პირებმა, რომლებიც საქართველოდან გერმანიაში მიემგზავრებიან, საზღვრის გადაკვეთისას უნდა წარადგინონ ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი.

ტესტის არქონის შემთხვევაში საჭიროა 14 დღით ბინაზე თვითიზოლაციის ან კარანტინის გავლა.

ვისზე მოქმედებს შეზღუდვები

საელჩოს ინფორმაციით, შეზღუდვები არ ვრცელდება მესამე ქვეყნების მოქალაქეებზე, რომელთაც ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში გრძელვადიანი ბინადრობის უფლება აქვთ, ასევე ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ლიხტენშტეინის, შვეიცარიის, ნორვეგიისა და ისლანდიის მოქალაქეების ოჯახის წევრებზე (მეუღლე, არასრულწლოვანი და დაუქორწინებელი შვილი, არასრულწლოვნის მშობელი). 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: საქართველო „მწვანე ქვეყანად“ რჩება

დაწესებული შეზღუდვების შესაბამისად, გერმანიაში საქართველოდან ჩასვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში შემდეგი პირებისთვის: ჯანდაცვის სფეროს პერსონალი, მეცნიერ-მკვლევარები, მომვლელი პერსონალი, გერმანიაში დასაქმებული პირები და მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომელთა დასაქმება ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, მეზღვაურები კონკრეტულ ნავსადგურამდე ტრანზიტით მგზავრობის შემთხვევაში, სატვირთო გადაზიდვების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების პერსონალი, სასოფლო-სამეურნეო სფეროში სეზონურად დასაქმებული პირები.

გარდა ამისა, გერმანიაში შესვლას შეძლებენ სტუდენტები ან კვალიფიკაციის ამაღლების მსურველი პირები. კერძოდ, სასწავლო მიზნით ქვეყანაში შესვლა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი წარადგენს სასწავლო მიზნით გაცემულ ვიზას, საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, აღნიშნული პირის ადგილზე ყოფნა სავალდებულოა.

გერმანიის ტერიტორიაზე შესვლას ასევე შეძლებენ ენის კურსების გავლის მსურველი პირები იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შესვლის მომენტში პირი შეძლებს დაადასტუროს, რომ შესაბამის სფეროში განათლების მიღების წინაპირობას კონკრეტული ენის კურსის წარმატებით გავლა წარმოადგენს. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

გარდა ამისა, შესაძლებელია ქვეყანაში შესვლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყების, ასევე ცალკეული სასწავლო სემესტრების გავლის მიზნით. ამასთან, საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შესვლას უმაღლესი განათლების მიღების მიზნით შეძლებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის სრულფასოვანი გავლა უცხოეთიდან ვერ იქნება უზრუნველყოფილი.

ქვეყანაში შესვლა შესაძლებელია ასევე სკოლა-ინტერნატებში სწავლის მიზნით. აღნიშნული მოიცავს წინასწარ ენის კურსს, თუ ხსენებული ენის კურსის დაწყების მომენტში სახეზეა სკოლა-ინტერნატში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ქვეყანაში ყოფნის დაგეგმილი პერიოდი არ უნდა იყოს ექვს თვეზე ნაკლები.

გერმანიაში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება ოჯახის გაერთიანების მიზნით მიმავალ უცხოელ ოჯახის წევრებზე, აგრეთვე ოჯახის მონახულებაზე, რომელიც გამოწვეულია მნიშვნელოვანი გარემოებით; პირებზე, რომლებიც სარგებლობენ საერთაშორისო ან ჰუმანიტარული მფარველობით; პირებზე, რომლებიც საჭიროებენ  გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. 

ექიმები - Sputnik საქართველო
როგორ შევამციროთ კორონავირუსით ინფიცირების რისკი: ნაპოვნია ყველაზე მარტივი ეფექტური ხერხი

ამ შემთხვევაში ქვეყანაში შესვლაზე ნებართვის მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა მხოლოდ გერმანიაშია შესაძლებელი, ან პაციენტის მკურნალობა სამშობლოში შეუძლებელია, ან მკურნალობა უკვე დაწყებულია, ან თუ  მკურნალობის გარეშე პაციენტის ჯანმრთელობას რეალური საფრთხე ექმნება. ეს მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით უნდა დამტკიცდეს. ქვეყანაში შესვლისას პაციენტს შეიძლება თან ახლდეს არაუმეტეს ორი თანმხლები პირი.

შეზღუდვები არ ვრცელდება დიპლომატებზე, საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალის მუშაკებზე, სამხედრო პერსონალზე, აგრეთვე ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებზე, რეპატრიანტებზე, ტრანზიტულ მგზავრებზე.

გერმანიაში ტრანზიტი ევროკავშირის ქვეყნებში, შენგენის წევრ ქვეყანაში ან დიდ ბრიტანეთში შესასვლელად დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ:

1. არ არსებობს კონკრეტულ სახელმწიფოში პირდაპირი შესვლის საშუალება;

2. გერმანიაში, როგორც ტრანზიტულ ქვეყანაში ყოფნის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს კონკრეტულ სახელმწიფოში შესასვლელად საჭირო გონივრულ ვადას;

3. პირს გააჩნია კონკრეტულ ქვეყანაში შესვლის ნებართვა.

ამ შემთხვევაში საჭიროა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტების (სახმელეთო ან საჰაერო გზით მგზავრობის ბილეთი დანიშნულების ქვეყანაში და სხვ.) წარდგენა. 

ავიაკომპანია  Lufthansa-ს თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გერმანია ვიზიტორებს ახალ შეზღუდვებს უწესებს: ეხება თუ არა საქართველოს აკრძალვები

ქვეყანაში შესვლის უფლების მიცემის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტებზე მომუშავე, შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი სახელმწიფო მოხელეების დისკრეციის სფეროს.

გერმანია ამა თუ იმ სახელმწიფოს მაღალი რისკის ქვეყნად იმ შემთხვევაში აცხადებს, თუ შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე 50-ს აჭარბებს. საქართველოში სექტემბრიდან ეპიდსიტუაცია მკვეთრად გაუარესდა – ინფიცირებულთა რაოდენობა დღე-ღამეში სამნიშნა რიცხვებით იზომება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი პანდემიის დაწყებიდან 10 752 ადამიანს დაუდასტურდა, 5 866 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 72 გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0