გიორგი მარგველაშვილი

„არარეალურია“ მარგველაშვილი სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის შეთავაზებულ წინანდადებაზე

37
(განახლებულია 19:58 08.10.2020)
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კონფლიქტის მხარეებისთვის მოლაპარაკებების გასამართად თბილისის შეთავაზება სწორი ნაბიჯი იყო.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ქართულმა მხარემ სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც აზერბაიჯანსა და სომხეთს მოლაპარაკებების თბილისში გამართვა შესთავაზა, თუმცა თავად ამ შესაძლებლობას ის სკეპტიკურად უყურებს.

„ეს დიდი რისკია“ – გახარიამ ყარაბაღთან დაკავშირებით ახალი განცხადება გააკეთა>>

მთიან ყარაბაღში 27 სექტემბრიდან საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. არის მრავალრიცხოვანი მსხვერპლი ორივე მხარეს.

„შეთავაზება რომ უნდა ყოფილიყო პრემიერისგანაც და პრეზიდენტისგანაც, ეს სწორი ნაბიჯია. სამი ქვეყანა ვართ ამ რეგიონში და შენ ყოველთვის უნდა შეეცადო, რომ მშვიდობისმყოფელის როლი ითამაშო. სწორი ნაბიჯია მათგან შეთავაზება. შეთავაზებას რომ ვერ გამოეხმაურებოდნენ, ესეც რეალობაა, იმიტომ რომ მოლაპარაკების აქტორები ამ საერთაშორისო კონტექსტში არიან არა მარტო აზერბაიჯანი და სომხეთი, რეალურად უფრო ფართოა არეალი ამ გეოპოლიტიკური თამაშის და მასში არიან თურქეთიც და რუსეთიც და მათი შეხვედრა საქართველოში, სამწუხაროდ, არარეალისტურად მეჩვენება. თუმცა, უნდა გაეკეთებინათ ასეთი განცხადებები პრეზიდენტსაც და პრემიერსაც“, – განაცხადა მარგველაშვილმა PalitraNews-ის ეთერში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კონფლიქტის მხარეებს მოლაპარაკებების თბილისში გამართვა შესთავაზა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მზადაა, ქვეყანაში უეთოს მინსკის ჯგუფს უმასპინძლოს, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე მუშაობს.

37
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (97)
შვეიცარიის დროშა

შვეიცარიამ საქართველო „წითელი ზონიდან“ ამოიღო

32
(განახლებულია 16:29 29.10.2020)
ე.წ. „წითელი ზონის“ სიიდან ამიღეს ის ქვეყნები, სადაც 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევები უფრო ნაკლებია, ვიდრე შვეიცარიაში

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. შვეიცარიამ ქვეყნების უმეტესობა, მათ შორის, საქართველო  ე.წ. „წითელი ზონის“  ჩამონათვალიდან ამოიღო, ნათქვამია შვეიცარიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფედერალური ოფისის ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში

 „წითელ ზონაში“ ის ქვეყნები და რეგიონები რჩებიან, სადაც 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების ის რაოდენობა მოდის, რაც შვეიცარიის მაჩვენებელს აღემატება.

ვებ–გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „წითელ სიაში“ შედიან ანდორა, ბელგია, ჩეხეთი და სომხეთი. გარდა ამისა, „წითელ ზონადაა“ გამოცხადებული საფრანგეთის ზოგიერთი რეგიონი. ამ ქვეყნებისა თუ რეგიონების მოქალაქეებს, შვეიცარიის საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში, კარანტინის გავლა მოუწევთ.

28 ოქტომბრის მონაცემებით, შვეიცარიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი 8 616 დაფიქსირდა. შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. კერძოდ, აკრძალულია ბარსა და რესტორანში ერთ მაგიდასთან ოთხი ადამიანის ყოფნა. აღნიშნულ დაწესებულებებს მუშაობის უფლება 23:00 საათამდე აქვთ.

 რაც შეეხება საქართველოს, ბოლო დღე–ღამეში  კორონავირუსით ინფიცირების 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობამ 35 567–ს მიაღწია, გარდაიცვალა 20 პაციენტი.

32
წინასაარჩევნო კამპანია

მუქარა და ძალადობა: სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა

24
(განახლებულია 17:34 29.10.2020)
არასამთავრობოების შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო განსაკუთრებით დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის მასობრივად გავრცელებისა და ამით განპირობებული გამოწვევებისგან.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. მსხვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED“ და „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივი შეფასება გამოაქვეყნეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის ფაქტები, რაც ძირითადად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ ხორციელდებოდა და პარტიულ ოფისებზე თავდასხმებში გამოიხატებოდა. კერძოდ, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ძალადობრივი შემთხვევების 20-მე მეტი ფაქტი გამოავლინეს.

მათი შეფასებით, საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად გამოვლინდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევებიც.

ორგანიზაციების განმარტებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ამომრჩევლებზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, დამკვირვებლებზე, აქტივისტებზე და მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის გახშირებული შემთხვევები იყო. კერძოდ, ზეწოლის, მუქარისა და სამსახურიდან გათავისუფლების 80-ზე მეტი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, წინასაარჩევნო გარემო, ისევე, როგორც მზადება არჩევნების დღისთვის, განსაკუთრებით დაზარალდა ახალი კორონავირუსის პანდემიის მასობრივად გავრცელებისა და ამით განპირობებული გამოწვევებისგან.

სოციალური ქსელი და არჩევნები საქართველოში: რეკლამა, ფეიკები, კომპრომატი>>

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დრამატულად გაიზარდა, რის გამოც ჯანდაცვის სისტემის მიერ მანამდე არსებული ინფიცირებული და იზოლირებული პირების აღრიცხვის სისტემა ბუნდოვანი გახდა, ცესკოს მცდელობა კი, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე დადგენილებით დაერეგულირებინა საკითხი, არასაკმარისი აღმოჩნდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

პრობლემები გამოვლინდა ასევე ამომრჩეველთა სათანადო ინფორმირებისა და საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციის კუთხითაც. შეფასებაში აღნიშნულია, რომ ამ ფონზე ათასობით ამომრჩევლის ხმის უფლების რეალიზების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ამასთანავე, არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, საარჩევნო კამპანიაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ისეთი პირების აქტივობა და ჩართულობა დაფიქსირდა, რომლებსაც ამის უფლება არ ჰქონდათ. უფრო კონკრეტულად, სააგიტაციო შეხვედრებზე სამუშაო საათების განმავლობაში შეინიშნებოდა ადგილობრივი მოხელეების, ა(ა)იპების თანამშრომლების, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დასწრება.

ასევე, არასამთავროების მტკიცებით, წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა წარმოადგენდა. კერძოდ, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების მხრიდან ამომრჩევლებისთვის მატერიალური ფასეულობების გადაცემის ან მომსახურების გაწევის 60-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ყველა ფაქტზე დაიწყო გამოძიება და ცალკეულ შემთხვევებში სწრაფადვე დააკავა რამდენიმე პირი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ტარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პროპორციული სისტემით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.

არჩევნები კორონავირუსის პანდემიის პირობებში შესაბამისი წესების დაცვით გაიმართება.

24
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ლონდონი, ტაუერის ხიდი

მოსაზრება: ლონდონში დაადასტურეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბინძური ომი მიმდინარეობს

0
(განახლებულია 17:19 29.10.2020)
დიდი ბრიტანეთი  ღიად გამოტყდა, რომ საინფორმაციო და კიბერომს აწარმოებს რუსეთის წინააღმდეგ.  ეს ფაქტი თავისთავად არავისთვის ყოფილა სენსაცია, ვინაიდან ამაზე ილუზია არც არავის ჰქონია

ვლადიმირ კორნილოვი

მაგრამ ლორდ მარკ სედვილის აღიარება მაღალჩინოსანი მოღვაწის ბაგეთაგან გაჟღერებული პირველი საჯარო მტკიცებულებაა იმისა, რომ ოფიციალური ლონდონი დივერსიას აწყობს რუსეთის წინააღმდეგ.

ამასთან სედვილი ნამდვილად არის შესაბამისი ოპერაციების საქმის კურსში, ვინაიდან ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ პრემიერ–მინისტრის მრჩეველი იყო ეროვნულიუსაფრთხოების საკითხებში და იმავდროულად უაითჰოლის ყველა ბიუროკრატიულ აპარატსაც ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, გაზეთმა The Times–მა არცთუ უსაფუძვლოდ ივარაუდა, რომ გარდა ოფიციალური დიპლომატიური კარიერისა, სედვილი ასევე იყო МI-6–ის ოფიცერი.

მაინც რა აღიარა ექს–ჩინოსანმა, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე ლორდთა პალატაში ადგილის დასაკავებლად ემზადება? მან თქვა, რომ ბრიტანეთი რუსეთს დარტყმებს აყენებს კიბერსივრცეში.

„ის ფაქტი, რომ თქვენ ვერ ხედავთ, როგორც ვიყენებთ ჩვენ ამას, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ ამას“, — გულახდილად განაცხადა სედვილმა. გარდა ამისა, მან ასევე აღნიშნა, რომ „ბრიტანეთმა საიდუმლო შეტევების სერია ჩაატარა რუსეთის ლიდერებისა და მათი ინტერესების წინააღმდეგ“, და დაამატა, რომ ლონდონი რუსი ოლიგარქების ქონებასა და ანგარიშებზე ნადირობს.

ამ უკანასკნელისთვის რუსეთი მადლობასაც კი იტყვის. ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ გააფრთხილა რუსი ბიზნესმენები მოვლენების ამგვარად განვითარების შესახებ და მოუწოდა მათ, „შეინახონ კაპიტალი იქ, სადაც არის კიდეც ნაშოვნი“. ასე რომ მსგავსი განცხადებები და მოქმედებები დასავლური სპაცსამსახურების მხრიდან მხოლოდ უბიძგებს რუსულ ბიზნესს, დაუჯერონ ტავიანთი პრეზიდენტის მოწოდებას.

აი კიბერშეტევებსა და რუსეთის მიმართ ძირგამომთხრელს კამპანიებს რაც შეეხება, ლორდმა სედვილმა აშკარად იეშმაკა, როდესაც განაცხადა, რომ ლონდონმა ეს საქმიანობა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც სოლსბერიში სკრიპალები მოწამლეს — „საპასუხი დარტყმის მისაყენებლად“. აბა რა, ყველამ ეგრევე დაიჯერა, რომ მანამდე МI-6 რუსეთისკენ არც კი იხედებოდა.

შეგახსენებთ, რომ სკრიპალებმა თავი შეუძლოდ 2018 წლის 4 მარტს იგრძნეს, როლო ბრიტანული სპეცსამსახურების ბინძური საქმიანობა ამ მოვლენებამდე კარგა ხნით ადრე არაერთხელ დაფიქსირდა რუსეთში. ბრიტანული კომპანია Strategic Communications Laboratory–ს (SCL Group) საქმიანობის გახსენებაც საკმარისია, რომელიც ფსიქოლოგიურ და საინფორმაციო ომზე სპეციალიზდებოდა. ის არასდროს მალავდა, რომ სადეზინფორმაციო კამპანიებში ბრიტანეთის, აშშ–სა და ნატოს სამხედრო და სადაზვერვო სტრუქტურების მენარდის როლს ასრულებდა. თანაც ამით 1990–იანი წლებიდან იყო დაკავებული.

SCL–ის მუშაობის ბინძურ მეთოდებს 2018 წლის მარტშივე აეხადა ფარდა მისი შვილობილი სტრუქტურის, Cambridge Analytica–ს გარშემო ატეხილი სკანდალისას. ისიც იმიტომ, რომ დასავლური ისტებლიშმენტი ფირმას აშშ–ის საარჩევნო კამპანიაში დონალდ ტრამპის მხარეზე საქმიანობის გამო აუმხედრდა. თორემ აქამდეც არავინ დააკარებდა თითს.

მაშინ ამ სტრუქტურის წარმომადგენლებმა (რეალურად ისინი ჩანერგილი ჟურნალისტები იყვნენ) გაამხილეს, რომ სოციალურ ქსელებში ფეიკ–აკაუნტების შექმნაზე, ინტერნეტით დეზინფორმაციის გავრცელებაზე, აუდიტორიის ტარგეტირებაზე  სპეციალიზდებოდნენ. ანუ გამოტყდნენ, რომ დიდი ხანია, საინფორმაციო ომით იყვნენ დაკავებულები.

ჯერ კიდევ 2015 წელს ნატომ SCL „რუსული მიმართულებით“ სამუშაოდ დაიქირავა. თავის პორტფოლიოში კომპანია არ მალავდა, რომ კიევში „ნარინჯისფერი რევოლუციის“ უზრუნველსაყოფად იყო დაქირავებული 2004 წელს.

და ეს ყველაფერი სოლსბერის ინციდენტამდე ხდებოდა. ხოლო ლორდმა სედვილმა, რომელიც უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოსტზე მუშაობდა, თქმა არ უნდა, რომ ეს ყველაფერი იცის. უბრალოდ მიამიტურად ვარაუდობს, რომ ჯენტლმენებს ჯერ ისევ სიტყვაზე ენდობიან.

ყველას მშვენივრად ესმის, რომ ჩვენს დროში კიბერიარაღი და კიბერთვალთვალი ყველგან გამოიყენება. ტანაც არა მარტო მოწინააღმდეგეების, არამედ მოკავშირეების მიმართაც. ჯერ მარტო ანგელა მერკელის მრავალწლიანი სატელეფონო მოსმენები რად ღირს, რასაც ამერიკული სპეცსამსახურები ახორციელებდნენ. სასაცილოა ვივარაუდოთ, რომ ისინი სკრიპალებამდე არც კი ცდილობდნენ რუსეთის თვალთვალს.

ზოგი დასავლური სპეცსამსახური თავს იწონებს კიდეც იმით, როგორ „უსმენენ რუსებს“. ასე მაგალითად, ჰოლანდიური მედია სიხარულით ყვება, რომ იქაურმა სპეცსამსახურმა AIVD–მა 2014 წლის ზაფხულში, რუსეთის სახელმწიფო დაწესებულებების „გატეხვის“ რუტინული ოპერაციების ფარგლებში“, მოსკოვის რომელიღაც უნივერსიტეტის ქსელში შეაღწიეს და გამუდმებით უთვალთვალებდნენ მას, რისი წყალობითაც თითქოს ჰაკერული ქსელი Cozy Bear–ი გაშიფრეს.

ახლა კი ბრიტანელი ლორდები ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ მათი მცდელობა, შეეღწიათ კრემლის შიდა ქსელში (რაზეც წერს კიდეც The Times–ი სედვილის ინტერვიუს კომენტირებისას) — ეს მხოლოდ სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლაზე პასუხი იყო.

ახლად გამომცხვარი ლორდი ტრაბახობს, რომ სწორედ ამ პასუხის ფარ გლებში ლონდონმა „გაანადგურა მთელი რუსული სადაზვერვო ქსელი გაერთიანებულ სამეფოებში“. საინტერესოა, საიდან მოდის ასეთი „სამოწინავეო“ სენსაციები ბრიტანულ პრესაში იმის შესახებ, რომ „პუტინის შპიონები დედოფლისთვის თვალთვალს ცდილობენ?“

თუ გაზეთ The Sunday Express–ს დავუჯერებთ, რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ჰაკერები ცდილობდნენ ინფორმაცია მიეღოთ ელიზაბეტ II–ის საიდუმლო ლაბორატორიაში ვიზიტზე. დასანანია, რომ გაზეთმა არ განმარტა, რაში სჭირდებოდათ „პუტინის შპიონებს“ (რომელთა ქსელიც ბრიტანეთში უკვე თითქოს გაანადგურეს) 94 წლის დედოფლის გრაფიკის ცოდნა, ან რა შეიძლებოდა შეეტყოთ იქიდან?

ის ხომ არა, როგორი კაბა ეცვა ლაბორატორიაში ყოფნისას? იქნებ სერიოზულად იმედოვნებდნენ, რომ უკვდავების ელექსირის რეცეპტს მიაგნებდნენ იმ ლაბორატორიაში? მაგრამ ასეთ კითხვებს ბრიტანული პრესა არ სვამს, როდესაც საქმე რუსეთის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებს ეხება.

რა თქმა უნდა, ყველას მშვენივრად მოეხსენებოდა, რომ დასავლური სპეცსამსახურები უკვე დიდი ხანია ეწევიან ბინძურ ომს უსეთის წინააღმდეგ — დეზინფორმაციის, კიბერშეტევის, შპიონაჟისა და ღია დივერსიების გამოყენებით. ისიც ესმოდათ, რომ ბრიტანელები ამ ომში დიდ როლს ასრულებდნენ. მაგრამ ამ კამპანიის მონაწილეები აქამდე გამუდმებით უარყოფდნენ ამ ფაქტს და ირწმუნებოდნენ, რომ რუსეთის ბრალდებები მათ წინააღმდეგ პარანოით იყო გამოწვეული, რომელიც „პუტინის რელიგიაა რუსეთში“. მადლობა ლორდ სედვილს გადაჭარბებული გულახდილობისთვის. ახლა მოსკოვმა იცის, ვისაც უნდა დაეყრდნოს, როცა საქმე მორიგ ანტირუსულ პროვოკაციაზე მიდგება. რუსეთს შეეძლება ივარაუდოს, ვინ დგას მორიგი ფეიკისა და მორიგი „იდუმალი  მოწამვლის“ უკან.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

0
თემები:
რუსეთი დღეს