დოლარები და ლარები

„პარტიების ოქრო“ - მხოლოდ სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 6 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს

64
ფინანსები ძალიან საჭიროა, განსაკუთრებით არჩევნების წინ, უკვე გაირკვა მილიონერი პარტიები - ეს არის „ქართული ოცნება“ და სამი ოპოზიციური პარტია

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 6 495 650 ლარი შესწირეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2 სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე დაყრდნობით.

ფულადი შემოწირულობები პარტიის ანგარიშზე 245-მა სუბიექტმა გადარიცხა. აქედან 118 შემომწირველის მიერ გადარიცხული თანხა 20-60 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს.

რაც შეეხება მიმდინარე წლის ბოლო 9 თვის მონაცემებს, 1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ანგარიშზე თანხები 549 ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა გადარიცხა.

ოპოზიციურ პარტიებს შორის ყველაზე მეტი რაოდენობის შემოწირულობა მიიღო პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“. სექტემბერში ბანკირების პარტიის ანგარიშზე 1 312 590 ლარი ჩაირიცხა.

შემოწირულობების ოდენობით მეორე ადგილზე ოპოზიციურ პარტიებს შორისაა გაერთიანება „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - შემოწირულობების თანხამ 1 172 837 ლარი შეადგინა.

მესამე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც გასულ თვეში 665 400 ლარი მიიღო. „ევროპული საქართველოს" სექტემბრის თვის შემოწირულობამ კი 408 031 ლარი შეადგინა.

64
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (294)
ცესკო

არჩევნებამდე სამი დღით ადრე ცესკომ მისი დისკრედიტაციის მცდელობის შესახებ განაცხადა

8
ადმინისტრაციის მიმართ ძირითად პრეტენზიას წარმოადგენს იმ ამომრჩევლების კენჭისყრის უფლება, რომლებიც იმყოფებიან კარანტინში, თვითიზოლაციაში და სამკურნალო დაწესებულებებში.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. არჩევნებამდე სამი დღით ადრე ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს განცხადებას, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის დისკრედიტაციის მცდელობების შესახებ საუბრობს.

საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო, საკრებულოების შუალედური, მერების რიგგარეშე და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 032 ადამიანია რეგისტრირებული.

„დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით და საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლით, ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელშეშლას და დისკრედიტაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცესკო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციის მიმართ ძირითად პრეტენზიას წარმოადგენს იმ ამომრჩევლების კენჭისყრის უფლება, რომლებიც იმყოფებიან კარანტინში, თვითიზოლაციაში და სამკურნალო დაწესებულებებში.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზუსტად მაშინ, როდესაც არჩევნებამდე პრაქტიკულად 3 დღე არის დარჩენილი და საარჩევნო კომისიები 24 საათიან რეჟიმში ჩართული ვართ არჩევნების ორგანიზებაში, ადმინისტრირებაში და გვიწევს უამრავი ლოგისტიკური თუ სხვა პროცესის კოორდინირება, მათ შორის პანდემიით გამოწვეულის, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი კონკრეტული დღის წესრიგის მქონე სუბიექტების მიერ დაგეგმილი აქტივობები არის მცდელობა განხორციელდეს ზეწოლა საარჩევნო ადმინისტრაციაზე, მოხდეს მისი დისკრედიტაცია და ხელი შეეშალოს მის საქმიანობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცესკომ მიმართა არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესებს, რაც ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას.

დღეს ცესკოში ორი ინციდენტი მოხდა. თავდაპირველად ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ელენე ხოშტარია და ხათუნა გოგორიშვილი დაცვასთან კამათის შემდეგ, რომელიც მათ შენობაში არ უშვებდა, ძალით შეიჭრნენ შენობაში და თვითიზოლაციაში მყოფთათვის რეგისტრაციის დასრულების 18:00 საათამდე გადავადებას მიაღწიეს.

ცესკო მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს >>

საღამოს ცესკოს შენობაში აქცია გამართეს ოპოზიცური „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა. ისინი თვითიზოლაციაში მყოფთათვის რეგისტრაციის გადავადებას 30 ოქტომბრამდე ითხოვდნენ. მათ ცესკოს წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა შესთავაზეს, რაზეც მათ უარი განაცხადეს და ისინი შენობიდან ძალით გაიყვანეს.

8
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (294)
ტერმინალები ბათუმის პორტში

ოპოზიცია ბათუმში ქიმიური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს

22
ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ უკვე მერამდენე აქცია იმართება, თუმცა ამჯერად მას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეუერთდნენ და საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება სცადეს

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმის პორტში ტერმინალის მშენებლობა შეჩერებულია >>

საუბარია ქიმიური ტერმინალის მშენებლობის პროექტზე გრანულირებული კარბამიდების გადაზიდვის მიზნით. პროექტი აზერბაიჯანიდან და აზიის ქვეყნებიდან ევროპაში საქართველოს გავლით ახალი ლოგისტიკური სატრანსპორტო დერეფნის შექმნას ითვალისწინებს. როგორც მოსალოდნელია, ახალი ტერმინალის ამოქმედების შედეგად ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა 200 ათასი ტონით გაიზრდება.

პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტში არმაზ ახვლედიანი და აჭარის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ კალოიანი ამტკიცებენ, რომ ტერმინალის მშენებლობის პროცესში კორუფციის ნიშნები იკვეთება და ამასთან ერთად ის ქალაქისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ტერმინალი მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც ფეთქებად ნაღმზე ზის ", - აღნიშნა ვახტანგ კალოიანმა.

როგორც კანდიდატმა აღნიშნა, არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში ის საზოგადოებას პორტის განვითარების კონკრეტულ გეგმას წარუდგენს.

„ევროპული საქართველოს“ ბრალდებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა.

„მე ამ ადამიანებს ვპირდები, რომ 31 ოქტომბერს საღამოს მაქსიმუმ მეზობლებთან შეეძლებათ გასვლა, ვინაიდან მათ მიერ მიღებული ხმები გასცემს პასუხს - ვინ არის კორუფციაში გარეული, ვის აქვს ავტორიტეტი ამ ქალაქში და ვის აქვს ნდობა",- განაცხადა რიჟვაძემ.

ქიმიური ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ პირველი მასშტაბური აქცია 2019 წლის იანვარში გაიმართა. მაშინ მომიტინგეებმა ევროპის მოედანზე კარვები გაშალეს.

ასევე გასული წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ მინერალური სასუქების ახალი ტერმინალის პროექტში ამერიკული კორპორაცია Trammo 20 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. Trammo დაკავებულია სასუქების, ქიმიკატების, მეთანოლის, ნედლი ნავთობის, თხევადი გაზის და ნავთობქიმიური პროდუქტების საერთაშორის ვაჭრობით, ტრანსპორტირებით, გავრცელებით და დივერსიფიკაციით.

 

22
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 28 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 10:03 27.10.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 28 ოქტომბერი, ოთხშაბათი. ამ დღეს მერკური მართავს. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ვერძის დღეებში საჭიროა აქტიურობა, ორიგინალურად და მტკიცედ მოქმედება, მაგრამ ასევე დიპლომატია. თავი უნდა აარიდოთ აჩქარებას, იმპულსურობას, აუცილებელია მოთმინების გამოჩენა. არ ივარგებს სამუშაოზე ზუსტი გათვლების ჩატარება და ანგარიშების შედგენა, გრძელვადიანი საქმეების წამოწყება. არასასურველია შეთანხმებებსა და კონტრაქტებზე ხელმოწერა, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვა.

როდესაც მთვარე ვერძის ნიშანშია, იზრდება ინტერესი საწინააღმდეგო სქესის მიმართ. მამაკაცები მზად არიან, თავიანთი ვაჟკაცობა დაამტკიცონ, ხოლო ქალები ნამდვილი ამორძალები ხდებიან. კარგი დროა სიყვარულში გამოტყდომისთვის.

მთვარე ვერძში ხელს უწყობს აქტიურ, სწრაფ ნაცნობობას. ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო რომანი მგზნებარე და ცეცხლოვანი იქნება, მაგრამ, სავარაუდოდ, ხანმოკლე.

რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება, დახმარების თხოვნა, სიმტკიცის, პატიოსნების, ნებისყოფის გამოჩენა სამუშაოზე, სადავო საკითხების, კონფლიქტების მოგვარების უნარის წარმოჩენა, ფინანსური ოპერაციების ჩატარება, მაგრამ შემოსავლის ნაწილი სასურველია, ქველმოქმედებაში დახარჯოთ.

არარეკომენდებულია სერიოზული საქმეებით ზედმეტად გადაღლა და დაძაბვა, ახალი წამოწყებები, აჩქარება და ორომტრიალში ჩაბმა. არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის, მოგზაურობის დაწყებისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ვერძის დღეებში სასურველია, თმის შეჭრისა და შეღებვისგან თავი შეიკავოთ. ნებისმიერი ქიმიური საშუალებები ამ დღეს უარყოფითად მოქმედებს თმის ხარისხზე, თავის კანზე.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: ვერძის დღეებში შეიძლება მოსავლის აღება, მარცვლოვანი, ნაყოფიანი კულტურებისა და ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემა, გასხვლა, შეწამვლა დაავადებებისა და მავნებლებისგან დასაცავად, სარეველისგან გაწმენდა.

0