სერგი კაპანაძე

მმართველი პარტია აკეთებს მაქსიმუმს ოპონენტების დისკრედიტაციისთვის - „ევროპული საქართველო“

45
(განახლებულია 19:15 07.10.2020)
პარტიების წინასაარჩევნო დაპირისპირებაში გააქტიურდა ფეიკ-გვერდები, რომლებიც ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება

თბილისი, 7 ოქტომბერი - Sputnik. „ქართული ოცნება“ ხარჯავდა და ხარჯავს „შავ ფულს“ ოპონენტების დისკრედიტაციაზე და ამის ერთ-ერთის სამიზნეა „ევროპული საქართველო“, ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ.

ასე გამოეხმაურა ის არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მოხსენებას, რომელიც ფეიკ-გვერდების მეშვეობით რამდენიმე პარტიის აქტიურ დისკრედიტაციას ეხება. საუბარია სამ გვერდზე - „არქივი“, „პოლიტიკური მოთვალთვალე“ და „დავასრულოთ“.

კაპანაძის თქმით, „ქართული ოცნება ცდილობს წარმოადგინოს ყველა ოპოზიციური ძალა, როგორც მიხეილ სააკაშვილზე დაქვემდებარებაში მყოფი.

„მოხსენებაში მთავარი აქცენტი კეთდებოდა იმაზე, თუ როგორ იყენებენ პოლიტიკური ძალები და პირველ რიგში „ქართულ ოცნება“, ე.წ. ყალბ გვერდებს იმისთვის, რომ მოახდინონ თავიანთი ოპონენტების დისკრედიტაცია. „ევროპული საქართველო“ ეხმიანება ამ მოხსენებას. მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი რაც დარჩა „ქართულ ოცნებას“, რომ მოახდინოს ყველა პოლიტიკური ძალის გაიგივება და წარმოჩენა, რომ თითქოს ისინი არიან ერთად, ისინი არიან მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში და როგორც ჩანს „ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ ეს არის მათი გადარჩენის გზა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კაპანაძის თქმით, „ქართული ოცნება“ 31 ოქტომბერს არჩევნებს წააგებს მილიონობით დოლარის მიუხედავად, რომლებიც ოპონენტების დისკრედიტაციაზეა დახარჯული.

45
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (307)
წინასაარჩევნო სიმბოლიკა

ვის აძლევენ ხმას საქართველოს მოქალაქეები - ახალი გამოკითხვის შედეგები

25
კითხვას - „დღეს რომ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ - რესპონდენტების 56%-მა უპასუხა, რომ მხარს დაუჭერდა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ამერიკული კომპანია Public Opinion Strategies-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ საარჩევნო რბოლაში 56%-ით კვლავ პირველ პოზიციას ინარჩუნებს, მესამე ადგილზე კი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსია“.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. მასში 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს.

ახალი გამოკითხვის თანახმად, რომელიც Public Opinion Strategies-სთვის ქართულმა კომპანია GORBI-მ ჩაატარა, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 56% მოაგროვა. მეორე ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გავიდა 19,9%-ით. მესამე ადგილი კი სხვა გამოკითხვებთან შედარებით უნიკალური აღმოჩნდა. ის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ 4,6%-ით დაიკავა. პარტიამ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 4,3% მიიღო და მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა. მეოთხე ადგილზე გავიდა „ქართული ოცნების“ ყოფილ თანამოაზრეთა პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ 4,5%-ით.

მომდევნო ადგილები შემდეგ პარტიებს შორის გადანაწილდა:

პარტია     მიღებული ხმები
„ლელო საქართველოსთვის" 3,9%
„გირჩი" 3%
„ლეიბორისტული პარტია" 2,2%
„ერთიანი საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" 1,6%

 

გამოკითხვა 9-20 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 1 518-მა ადამიანმა მიიღო. კონკრეტულად სად ჩატარდა გამოკითხვა, მითითებული არ არის. გამოკითხვის ცდომილებაა +/-2,5%.

25
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (307)
სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე მოქალაქეებს მიმართა

35
(განახლებულია 21:51 28.10.2020)
სალომე ზურაბიშვილმა დაიცვა პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც პოლიტიზირებულობაში და მმართველი პარტიის მითითებების შესრულებაში დაადანაშაულეს

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კენჭისყრამდე სამი დღით ადრე მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ მიუწოდა და თავდასხმებისგან დაიცვა ექიმები, ჯარი და პოლიციელები.

„წადით არჩევნებზე, წადით მშვიდ, სამართლიან არჩევნებზე!“,- განაცხადა პრეზიდენტმა და მიულოცა მათ, ვინც არჩევნებზე პირველად მიდის.

საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, აჭარის უმაღლესი საბჭოს და შუალედური არჩევნები. არჩევნები კორონავირუსის პანდემიის პირობებში გაიმართება.

„არჩევნებზე მისვლა ყველა არსებულ გამოწვევაზე საუკეთესო პასუხი და ჩვენი ხვალინდელი დღის უალტერნატივო გარანტიაა. ეს თითოეული მოქალაქის ვალია - თქვენი, ჩემი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა უპასუხა კრიტიკას ჯარის მისამართით, რომელიც მედიაში გაისმა ბადრი ესებუას სამხედრო წარსულის გამო, რომელმაც ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მძევლად 43 ადამიანი აიყვანა.

„ჯარზე - ერთი პირის გამო, ვინც არ უნდა იყოს ეს პირი, წარმოუდგენელია დანაშაულის განვრცობა მთელ ჯარზე. მიუღებელია დამაკნინებელი და მადისკრედიტირებელი შეფასებების გავრცელება მთლიანად ჯარზე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მან ასევე უპასუხა ბრალდებებს პოლიციის თანამშრომლების მისამართით, რომლებიც პოლიტიზირებულობასა და მმართველი პარტიის მითითებების შესრულებაში, ასევე არაპროფესიონალიზმში იმის გამო დაადანაშაულეს, რომ ესებუა დღემდე ემალება გამოძიებას.

„როგორც პრეზიდენტმა, მინდა კატეგორიულად დავგმო ის მიზანმიმართული მცდელობა, რომელიც საზოგადოების თვალში ჩვენი სამართლდამცავების პროფესიონალიზმის შელახვას ემსახურება და საბოლოოდ კი ძირს უთხრის შიდა სტაბილურობას“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი კორონავირუსით ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობის გამო ჯანდაცვის სფეროზე თავდასხმებს გამოეხმაურა და ექიმების გმირობაზე ისაუბრა.

„ეს შეტევები ემსახურება ქვეყანაში არასტაბილურობის განცდის შექმნას, შიშის და პანიკის გავრცელებას და დაძაბულობის გაღვივებას წინასაარჩევნო პერიოდში“, - განაცხადა მან.

35
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (307)
ავტობუსები თბილისში

თბილისში ერთ-ერთ ავტობუსში მგზავრი გარდაიცვალა

0
ასაკოვანი ქალი ავტობუსში მგზავრობისას შეუძლოდ გახდა, ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ მისი გადარჩენა ვერ მოახერხა

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, #28 ავტობუსში მგზავრობისას ქალი გარდაიცვალა, აცნობეს Sputnik -საქართველოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

შემთხვევა დღეს საღამოს დაახლოებით 20:30 საათზე გრანელის ქუჩაზე მოხდა.

„ასაკოვანი ქალი 28 ნომერ ავტობუსში მგზავრობისას შეუძლოდ გახდა, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაგრამ  სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - აღნიშნეს კომპანიაში.

მგზავრის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში