ბიძინა ივანიშვილი

რას გვპირდება „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდგომ: მოკლედ და კონკრეტულად

204
(განახლებულია 20:25 06.10.2020)
პენსიების გაზრდა, ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობის განვითარება - „ქართულმა ოცნებამ“ გეგმებზე ისაუბრა

თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წარმოადგინა თავისი მომავალი ოთხწლიანი მმართველობის პროგრამა, რომელშიც ძირითადი რეფორმების გაგრძელებაა ასახული.

ვახტანგ კიკაბიძე ბლოკის „ძალა ერთობაშია“ სიის სათავეშია >>

პროგრამის დიდი ნაწილი ფოკუსირებულია ბიზნესის განვითარებაზე სამუშაო ადგილების შესაქმნელად, სოციალურ დახმარებაზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე.

ბურჯანაძე: სააკაშვილს ჩემი მხარდაჭერა არ ექნება >>

Sputnik-საქართველო გთავაზობთ „ქართული ოცნების“ პროგრამის ძირითად თეზისებს სხვადასხვა სფეროების მიხედვით.

ჯანდაცვა და სოციალური სფერო

  • მინიმალური პენსიის გაზრდა 300 ლარამდე;
  • პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ადრეულ ეტაპზე დაავადებების გამოვლენის მიზნით;
  • ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკის გაუმჯობესება და მათი მკურნალობა;
  • ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
  • დროებით გადაადგილებული 13 ათასი ოჯახის საცხოვრებლის უზრუნველყოფა.

განათლება

  • ზოგადი და პროფესიული განათლების დაფინანსების გაზრდა;
  • მასწავლებლების, საბავშვო ბაღების აღმზრდელების და ძიძების ხელფასების გაზრდა;
  • უმაღლესი განათლების დაფინანსების გაზრდა და დაფინანსების ახალი მოდელის შექმნა;
  • საგრანტო კონკურსების დაფინანსების გაზრდა;
  • საქართველოს გარდაქმნა საგანმანათლებლო ცენტრად.

სოფლის მეურნეობა

  • სახელმწიფო 1 მილიარდი ლარის ინვესტიციას განახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.
  • გაგრძელდება მრავალწლიანი კულტურების განვითარება;
  • 20 ჰექტარი მიწის დაშრობა სასათბურე მეურნეობებისა და მეცხოველეობის განვითარების მიზნით;
  • გასაღების ახალი ბაზრების ათვისება.

რეგიონები

  • რეგიონების დეცენტრალიზაცია და დაფინანსება მშპ-ს 7% -მდე;
  • აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო ტრასის მშენებლობის დასრულება;
  • ახალი ჩქაროსნული გზების მშენებლობა ახალი ტურისტული მარშრუტების შესაქმნელად;
  • 1.5 ათასი კილომეტრის გზის შეკეთება;
  • 400 დასახლებული პუნქტის გაზიფიკაცია;
  • სოფლების ინტერნეტიზაცია;
  • მთიანი რეგიონების განვითარება.

ბიზნესი და ეკონომიკა

  • ახალი ელექტროსადგურების მშენებლობა;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ზრდა;
  • ინოვაციური პროექტების დაფინანსების გაზრდა და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა;
  • მინიმუმ 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა;
  • საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ფოთში;
  • დაბალი გადასახადები;
  • ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნების 85%-ის შესრულება;
  • ტურისტული სფეროს განვითარება.

დემოკრატია

პარლამენტის, როგორც საკონტროლო ორგანოს როლის გაზრდა;

საჯარო სერვისების ხარისხის გაუმჯობესება;

ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის შესწავლის უზრუნველყოფა;

პოლიციის სისტემის რეფორმა;

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ახალი კოდექსი;

სასჯელაღსრულების სისტემის გაუმჯობესება;

საოჯახო ტიპის ციხეების შექმნა;

საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულებების შექმნა;

მოხელეთა ხელფასების სისტემის დახვეწა.

204
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (177)
ოპოზიციის აქცია

ვის წინააღმდეგ ვმეგობრობთ? ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მემორანდუმი გააფორმეს

7
(განახლებულია 16:21 30.10.2020)
დოკუმენტზე ხელმოწერით ოპოზიციამ თავის თავზე აიღო ვალდებულება, არ შევიდეს კოალიციაში და არ ითანამშრომლოს „ქართულ ოცნებასთან“

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლითაც აიღეს ვალდებულება, რომ არ ითანამშრომლონ და არ შევიდნენ კოალიციაში მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“.

მემორანდუმს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ხელი მოაწერეს „ევროპული საქართველოს“, გირჩის, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“, სტრატეგია აღმაშენებლის“, „რესპუბლიკური პარტიისა“ და და სხვა პოლიტიკური ძალების ლიდერებმა.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლევან თარხნიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეკრებილი პარტიები არ შევლენ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში და „ოცნება“ მარტო დარჩება. მეორე გზავნილია ის, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული უთანხმოებების მიუხედავად, ისინი შეძლებენ ისაუბრონ ფუნდამენტურ საკითხებზე არჩევნების შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მმართველობა დასრულდება.

 „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამ ღონისძიებას სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან, მისი აზრით, ძნელი წარმოსადგენია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პარტიებიდან რომელიმე კოალიციურ კავშირში შევიდეს „ქართულ ოცნებასთან“.

არჩევნები 2020: ოპოზიციურმა კანდიდატებმა თბილისში საინტერესო შეთანხმება დადეს>>

„ლეიბორისტულმა პარტიამ“ თავისი ოფისი არჩევნების წინ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შესახვედრად არაერთხელ დაუთმო.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. მასში მონაწილეობს 48 პარტია და ორი ბლოკი.

7
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
არჩევნები

საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში მერის პოსტზე კონკურენცია დიდია

25
(განახლებულია 15:09 30.10.2020)
ცესკოს მონაცემებით, კასპის, თერჯოლის, ონის, ხარაგაულისა და ქუთაისის მერობისთვის 26 კანდიდატი იბრძვის

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში – კასპში, ონში, ხარაგაულში, თერჯოლასა და ქუთაისში მერების არჩევნები გაიმართება.

ცესკოს მონაცემებით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მერის პოსტზე 26 კანდიდატია წარდგენილი.

მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და ორ ოპოზიციურ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ კანდიდატები ხუთივე მუნიციპალიტეტში ჰყავს. „პატრიოტთა ალიანსს“ სამ მუნიციპალიტეტში, „ლეიბორისტულ პარტიას“ და „ლელოს“ კი ორ მუნიციპალიტეტში. 

კასპში მერობის კანდიდატები არიან გიორგი ხელაშვილი („ევროპული საქართველო“), ნუგზარ ნონიაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ილია კიტრიაშვილი („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“), ოთარ ქოსაშვილი („საქართველოს ლეიბორისტული პარტია“), ვახტანგ მაისურაძე („ქართული ოცნება“).

ონში მერობის კანდიდატები არიან ჯონი გობეჯიშვილი („ევროპული საქართველო“), ნოდარ ბურდილაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), თამაზ მეტრეველი („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“), დავით ჩიკვაიძე („ქართული ოცნება“).

ხარაგაულში კანდიდატებად დასახელებული არიან ბესიკ ყურაშვილი („ევროპული საქართველო“), თორნიკე ავალიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), თეიმურაც ფცქიალაძე („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“), კობა ლურსმანაშვილი („ქართული ოცნება“), მიხეილ ჭიპაშვილი („ლელო“).

შსს–ს საგანგებო განცხადება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით>>>

თერჯოლაში კენჭისყრაში მონაწილეობენ როლანდ მესხი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ვალერი ბოჭორიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ლაშა გოგიაშვილი („ქართული ოცნება“), ნიკა მემანიშვილი („ლელო“).

ქუთაისში მერობისთვის იბრძვიან ამირან ძოწენიძე („ევროპული საქართველო“), კახაბერ ჩახუნაშვილი („ტრიბუნა – ქდმ“), გრიგოლ შუშანია („საქართველოს ლეიბორისტული პარტია“), გაგა გოგრიჭიანი („თავისუფალი საქართველო“), ანდრო ლოსაბერიძე („სტრატეგია აღმაშენებელი“), ირმა პეტრიაშვილი („სოციალური სამართლიანობისთვის“) და იოსებ ხახალეიშვილი („ქართული ოცნება“).

25
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
საპატრულო პოლიცია

გურჯაანში მამაკაცმა ცოლი და მეზობელი მოკლა

0
(განახლებულია 16:49 30.10.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირების  დროს ქმარმა სანადირო თოფით ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ  ცოლისძმას და მეზობლებს ესროლა

თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში მამაკაცმა ორი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა, იუწყება ქართული მედია.

ინცინდენტი სოფელ ვაზისუბანში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირების  დროს ქმარმა სანადირო თოფით ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ  ცოლისძმას და მეზობლებს ესროლა – შემთხვევის შედეგად ერთი მეზობელი გარდაიცვალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილები გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია – ერთ პაციენტს ამ წუთებში გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 109-ე მუხლით დაიწყო.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში