ვინ ლიდერობს: საარჩევნო საუბნო კომისიების ხელმძღვანელები აირჩიეს

© photo: Sputnikბიულეტენები
ბიულეტენები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საუბნო კომისია 12 კაცისგან შედგება. აქედან ექვსს საოლქო კომისია ნიშნავს, ხოლო დანარჩენ ექვსს პარტიები წარმოადგენენ

თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წარმომადგენლები ყველა საუბნო კომისიის 11,9%–ს ხელმძღვანელობენ, ნათქვამია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის – ცესკოს განცხადებაში.

ცესკომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის საუბნო კომისიების კომპლექტაციის სტატისტიკა წარმოადგინა.

ვის სურს პარლამენტში მოხვედრა: ცესკომ პარტიების საბოლოო სია გამოაქვეყნა>>

ცესკოს მონაცემებით, კომისიების თავმჯდომარეები და მდივნები არჩეულია 3 657 კომისიიდან 3 649 კომისიაში. დანარჩენ შემთხვევებში სხდომები ჩავარდა პანდემიისა და კვორუმის არარსებობის გამო.

ცესკოს შენობა - Sputnik საქართველო
როგორ ჩატარდება არჩევნები კორონავირუსის პანდემიის პირობებში – ცესკომ წესები დაადგინა

საუბნო კომისია 12 ადამიანისგან შედგება, საიდანაც ექვსს საოლქო კომისია ნიშნავს, ხოლო დანარჩენ ექვსს პარტიები წარმოადგენენ.

საოლქო კომისიებმა სულ წარმოადგინეს 21 926 ადამიანი, ხოლო პარტიებმა დანიშნეს 21 888 ადამიანი.

კომისიებში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ – 10 950, შემდეგ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 3 657, „ევროპულ საქართველოს“ – 3 656 და „პატრიოტთა ალიანსს“ – 3 625.

ამასთან, საუბნო კომისიების 11,9%–ში კომისიის თავმჯდომარე გახდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და კიდევ 16,2% შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე. ოპოზიციას არ ჰყავს არც ერთი თავმჯდომარე და ჰყავს მხოლოდ თავმჯდომარის რვამოადგილე.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. ამომრჩეველი აირჩევს 150 დეპუტატს – 120–ს პარტიული სიებით და 30–ს – მაჟორიტარულ ოლქებში.

ყველა ახალი ამბავი
0