შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით საქართველოს ეწვია

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ან ლინდე შეხვდა საქართველოს პრემიერს, პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. შეხვედრებზე საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს

თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში პარასკევს ვიზიტით შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე ჩამოვიდა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ეს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია საქართველოში.

ან ლინდემ შეხვედრები გამართა ქვეყნის პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილთან და თავის კოლეგა დავით ზალკალიანთან.

დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე განიხილეს როგორც ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, ასევე შვედეთთან, როგორც ეუთოს მომავალ თავმჯდომარე ქვეყანასთან საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

„შვედეთი საქართველოს ევროპული მომავლის მტკიცე მხარდამჭერია. ამ ქვეყნის ძირითადი აქტივებია დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, რაც უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის მედეგობისთვის“, - განაცხადა ან ლინდემ.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეეხო საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში, რომელიც 31 ოქტომბერს ჩატარდება და აღნიშნა, რომ, პანდემიის მიუხედავად, მნიშვნელოვანია არჩევნების მონიტორინგის განხორციელება და შვედეთი ამ პროცესს შეძლებისდაგვარად შეუწყობს ხელს.

სტოკჰოლმი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეებს შვედეთმა საზღვრები გაუხსნა

ლინდეს განცხადებით, შვედი დამკვირვებლები უკვე საქართველოში იმყოფებიან.

„ჩვენი მოლოდინია, რომ არჩევნები ჩატარდება დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად“, – განაცხადა ან ლინდემ.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში ასევე აღინიშნება, რომ გაეროს გენასამბლეის 75–ე სესიის ფარგლებში საქართველო, როგორც წარმატებული რეფორმატორი ქვეყანა, მიიწვიეს შვედეთის მთავრობის ახალი ინიციატივის ჯგუფში „მეგობრები დემოკრატიისთვის“.

შვედეთში „ქართული ქვევრის მარანი“ საზეიმოდ გაიხსნა>>

საქართველომ და შვედეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. ქვეყნები პოლიტიკური დიალოგს მართავენ მუდმივად, თანამშრომლობენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებში, თავდაცვაში, ეკონომიკასა და სხვა სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0