ვახტანგ კიკაბიძე

ვახტანგ კიკაბიძე ბლოკის „ძალა ერთობაშია“ სიის სათავეშია

155
(განახლებულია 20:24 01.10.2020)
საარჩევნო ბლოკში შედიან პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „პროგრესი და თავისუფლება“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე ბლოკის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო სიის პირველი ნომერია.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება, რომელშიც 57 პარტია და ორი ბლოკი იღებს მონაწილეობას. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს. აქედან 120-ს პარტიული სიებით და 30-ს – მაჟორიტარულ ერთმანდატიან ოლქებში.

„ჩვენი სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, მათი პოლიტიკური ძალის სია იმდენად ძლიერი იქნება, რომ ისინი შეძლებენ არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამარცხებას.

ვის სურს პარლამენტში მოხვედრა: ცესკომ პარტიების საბოლოო სია გამოაქვეყნა>>>

ბლოკის პირველი ათეული, რომელშიც გაერთიანებული არიან ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და კიდევ ოთხი პარტია, ასე გამოიყურება:

 – გრიგოლ ვაშაძე

 – ნიკა მელია

 – ხატია დეკანოიძე

 – კობა ნაყოფია

 – დევი ჭანკოტაძე

 – ლევან ვარშალომიძე

 – სალომე სამადაშვილი

 – ზაალ უდუმაშვილი

 – ხათუნა სამნიძე

ბლოკში „ძალა ერთობაშია“ შედიან პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „პროგრესი და თავისუფლება“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“.

155
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (245)
საარჩევნო ყუთი

კლინიკებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შეიქმნა

21
(განახლებულია 08:06 20.10.2020)
სპეციალური საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნება, გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება 08:00 საათზე და  20:00 საათამდე გასტანს.

 

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი პირებისთვის ხმის მიცემის უზრუნველსაყოფად, ბოლო მონაცემებით, 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შეიქმნა, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე. 

არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა ცესკოს განცხადებით 26 ოქტომბრის 10:00 საათამდე უნდა მიმართონ.

როგორც ცესკოს პრეს–სპიკერმა აღნიშნა, უკვე გამოცხადებულია კონკურსი ზემოთაღნიშნული 127 საარჩევნო უბნის დაკომპლექტების თაობაზე.  სწორედ სპეციალური ჯგუფები უზრუნველყოფენ სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით.

სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი, ისევე როგორც საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით, კერძოდ, ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სადეზინფექციო საშუალებებით. ამასთან, სპეციალური ჯგუფის წევრების მიერ ამომრჩევლებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთისა და საარჩევნო ბიულეტენების გადაცემა მოხდება ამომრჩევლებთან ახლო კონტაქტის გარეშე არანაკლებ 1,5 მეტრი დისტანციის დაცვით.

მიქელაძის ინფორმაციით, სპეციალური საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნება, გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება 08:00 საათზე და  20:00 საათამდე გასტანს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.

საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში პირველად ტარდება. ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 18663-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 8 338, გარდაიცვალა 143 პაციენტი.

პარალელურად ამავე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები ჩატარდება. 

21
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (245)
ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე მზადაა შეუერთდეს მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან საზღვრის სადავო მონაკვეთის თაობაზე

63
საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებას პოზიტიურ იმპულსს შესძენს

თბილისი, 19 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერი, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მზადაა, მეგობრული დიალოგი აწარმოოს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიის საკითხზე.

რას ფიქრობს საქართველოს საპატრიარქო დავით-გარეჯის საქმის ახალ გარემოებებზე >>

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის კომისიის მუშაობისას ტერიტორიების გადაცემის შესახებ გამოძიება ამ შემოდგომაზე დაიწყო. ამ ეტაპზე საქმეზე დაკავებულია ორი მოხელე, რომლებმაც, ბრალდების ვერსიით, დამალეს 1937-1938 წლების რუკის არსებობა, რის გამოც საქართველომ კინაღამ დაკარგა 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია, მათ შორის, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.

„დავით გარეჯის თემა ყოველთვის იყო ჩემი ყურადღების საგანი და ახლაც, ბუნებრივია, იქნება. რომელი რუკებით უნდა ისარგებლოს კომისიამ, მე ჯერ ნამდვილად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჯერ ერთი არ ვარ კარტოგრაფი და მეორე, არ მაქვს დეტალური ინფორმაცია. ნებისმიერი მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული, რომ საქართველოს ინტერესი დავიცვათ, მაგრამ ეს მექანიზმი უნდა იყოს მეგობრული, გაწონასწორებული, პიარისგან დაცლილი და საქმით სავსე. მე შემიძლია ძალიან საქმიანი და მეგობრული მოლაპარაკების წარმართვა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან და შევეცდები, რომ ამ პროცესში პოზიტიური გარდატეხა მოხდეს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნების წინ ამ თემით მანიპულირებაში დაადანაშაულა.

„ეს იყო ნამდვილად წინასაარჩევნოდ წამოწეული პიარი, რომლის შედეგადაც ორი სრულიად უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში და რა თქმა უნდა. ეს საკითხი საგანგებოდ უნდა შეისწავლოს მომავალმა პარლამენტმა“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს და იქ ქართველ მომლოცველებს არ უშვებს. ახლახან გაირკვა, რომ მონასტრის ტერიტორია აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ უკანონოდ მოექცა.

ამჟამად დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში არიან. პროკურატურამ არ გამორიცხა ამ საქმეზე სხვა პირთა დაკავება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ბრალდება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეიძლება წარედგინოს.

63
თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ
გიორგი მახარაძე მარიამ ნადირაძე

ჩცდ-ს „მაქსიმე“ და მისი შეყვარებული შვილს ელოდებიან - ფოტო

0
(განახლებულია 11:47 20.10.2020)
მსახიობი გიორგი მახარაძე ორი წლის წინ დიდი განსაცდელის წინაშე დადგა, მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა, მოახერხა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა გაუმჯობესებულია

გიორგი მახარაძე პოპულარობით გოგონებში სარგებლობს, თუმცა, მისი გული უკვე დაკავებულია და წლებია, მსახიობ მარიამ ნადირაძის შეყვარებულია. ერთი პერიოდი წყვილი დაშორდა, თუმცა პოპულარული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ გმირის „მაქსიმეს“ შემსრულებელმა გიორგი მახარაძემ, შეყვარებული დაიბრუნა.

View this post on Instagram

A post shared by MIU NADIRADZE (@miunadiradze) on

მძიმე წუთებში, როდესაც გიორგის სიმსივნე დაუდგინდა, მარიამი განსაცდელის დროს გვერდიდან არ მოშორებია, ისინი ერთად ცხოვრობენ და დაოჯახებასაც გეგმავენ.

View this post on Instagram

A post shared by Giorgi Makharadze (@maxara_m) on

როგორც მარიამმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, საყვარელმა კაცმა მას ხელი უცხოეთში სთხოვა. რაც შეეხება ქორწილს, ქორწილის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით წყვილმა არ იცის, თუმცა, სადა წვეულების მოწყობას გეგმავენ.

View this post on Instagram

A post shared by MIU NADIRADZE (@miunadiradze) on

გიორგი მახარაძე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. მას უამრავ სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული. ბოლო პერიოდში მახარაძე სერიალებშიც იღებდა მონაწილეობას. განსაკუთრებული პოპულარობა მას „ტიფლისმა“ და „ჩემი ცოლის დაქალებმა“ მოუტანა. გიორგი მახარაძეს პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს. ის თამრიკო ჭოხონელიძის ქალიშვილზე, მარიამ როინიშვილზე იყო დაქორწინებული.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება