წინასაარჩევნო კამპანია. დეპუტატობის კანდიდატებმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი

არჩევნები 2020: ოპოზიციურმა კანდიდატებმა თბილისში საინტერესო შეთანხმება დადეს

202
(განახლებულია 20:18 01.10.2020)
დოკუმენტს, რომელიც არჩევნებზე ხმების დაცვას ითვალისწინებს, ხელი მოაწერა რვა მაჟორიტარმა კანდიდატმა თბილისის დიდუბე–ჩუღურეთის ოლქში.

თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა თბილისის დიდუბე–ჩუღურეთის ოლქში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმად ისინი ერთად იმუშავებენ, რათა არჩევნების დღეს დარღვევები არ დაუშვან.

საქართველოში არჩევნებზე ეუთოს 350 დამკვირვებელი ჩამოვა>>

დოკუმენტს ხელი მოაწერეს კანდიდატებმა ოპოზიციური პარტიებიდან: „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ (მირიან ნიკოლაძე), „გირჩი“ (ზურაბ ჯაფარიძე), „პატრიოტთა ალიანსი“ (არჩილ ბენიძე), „თავისუფალი საქართველო“ (თენგიზ ომანაძე), „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ (თამარ ჭიჭინაძე) და „რეფორმერი“ (დავით შალუტაშვილი), ასევე დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ანა დოლიძემ და გიორგი ქაჯაიამ.

Предвыборная кампания. Кандидаты в депутаты в районе Дидубе-Чугурети подписывают соглашение
© Sputnik / Alex Shlamov
დეპუტატობის კანდიდატებმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი

„ჩვენი ქვეყნის მომავლის ფორმირება საარჩევნო უბნებზე მოხდება. შესაბამისად, დღეს სხვადასხვა პარტიის და ასევე მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატები ვერთიანდებით ერთი ამოცანის ირგვლივ – მიუხედავად ჩვენი განსხვავებული მსოფლმხედველობისა. ეს ამოცანა არის 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩევლის ნების აღსრულება. ჩვენ წინასწარ ვიცით, რომ იქნება ბევრი მცდელობა, ამომრჩეველმა ადგილზე ვერ გამოხატოს თავისუფალი ნება. ინფორმაციის გაცვლის შედეგად მოვახდენთ კოორდინირებას, რომ დავიცვათ ამომრჩევლის ნება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

Предвыборная кампания. Кандидаты в депутаты в районе Дидубе-Чугурети подписывают соглашение
© Sputnik / Alex Shlamov
დეპუტატობის კანდიდატებმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 57 პარტია და ორი ბლოკი. ამომრჩეველი 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პროპორციული და 30-ს მაჟორიტარული სისტემით.

202
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (313)
შვეიცარიის დროშა

შვეიცარიამ საქართველო „წითელი ზონიდან“ ამოიღო

21
(განახლებულია 16:29 29.10.2020)
ე.წ. „წითელი ზონის“ სიიდან ამიღეს ის ქვეყნები, სადაც 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევები უფრო ნაკლებია, ვიდრე შვეიცარიაში

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. შვეიცარიამ ქვეყნების უმეტესობა, მათ შორის, საქართველო  ე.წ. „წითელი ზონის“  ჩამონათვალიდან ამოიღო, ნათქვამია შვეიცარიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფედერალური ოფისის ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში

 „წითელ ზონაში“ ის ქვეყნები და რეგიონები რჩებიან, სადაც 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების ის რაოდენობა მოდის, რაც შვეიცარიის მაჩვენებელს აღემატება.

ვებ–გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „წითელ სიაში“ შედიან ანდორა, ბელგია, ჩეხეთი და სომხეთი. გარდა ამისა, „წითელ ზონადაა“ გამოცხადებული საფრანგეთის ზოგიერთი რეგიონი. ამ ქვეყნებისა თუ რეგიონების მოქალაქეებს, შვეიცარიის საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში, კარანტინის გავლა მოუწევთ.

28 ოქტომბრის მონაცემებით, შვეიცარიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი 8 616 დაფიქსირდა. შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. კერძოდ, აკრძალულია ბარსა და რესტორანში ერთ მაგიდასთან ოთხი ადამიანის ყოფნა. აღნიშნულ დაწესებულებებს მუშაობის უფლება 23:00 საათამდე აქვთ.

 რაც შეეხება საქართველოს, ბოლო დღე–ღამეში  კორონავირუსით ინფიცირების 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობამ 35 567–ს მიაღწია, გარდაიცვალა 20 პაციენტი.

21
წინასაარჩევნო კამპანია

მუქარა და ძალადობა: სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა

19
(განახლებულია 14:04 29.10.2020)
არასამთავრობოების შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო განსაკუთრებით დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის მასობრივად გავრცელებისა და ამით განპირობებული გამოწვევებისგან

თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება -ISFED“ და „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივი შეფასება გამოაქვეყნეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის ფაქტები, რაც ძირითადად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ ხორციელდებოდა და პარტიულ ოფისებზე თავდასხმებში გამოიხატებოდა. კერძოდ,  ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ძალადობრივი შემთხვევების 20-მე მეტი ფაქტი გამოვლინდა.

მათი შეფასებით, საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად, გამოვლინდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე, ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევებიც.

ორგანიზაციების განმარტებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ამომრჩევლებზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, დამკვირვებლებზე, აქტივისტებზე და მედია–საშუალებების წარმომადგენლებზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის გახშირებული შემთხვევები იყო. კერძოდ,  ზეწოლის, მუქარისა და სამსახურიდან გათავისუფლების 80-ზე მეტი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნულია, წინასაარჩევნო გარემო ისევე, როგორც მზადება არჩევნების დღისთვის, განსაკუთრებით დაზარალდა ახალი კორონავირუსის პანდემიის მასობრივად გავრცელებისა და ამით განპირობებული გამოწვევებისგან.

სოციალური ქსელი და არჩევნები საქართველოში: რეკლამა, ფეიკები, კომპრომატი>>

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დრამატულად გაიზარდა, რის გამოც ჯანდაცვის სისტემის მიერ მანამდე არსებული ინფიცირებული და იზოლირებული პირების აღრიცხვის სისტემა ბუნდოვანი გახდა, ცესკოს მცდელობა კი, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე დადგენილებით დაერეგულირებინა საკითხი, არასაკმარისი აღმოჩნდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, პრობლემები გამოვლინდა ამომრჩეველთა სათანადო ინფორმირებისა და საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციის კუთხითაც. შეფასებაში აღნიშნულია, რომ ამ ფონზე ათასობით ამომრჩევლის ხმის უფლების რეალიზების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ამასთანავე, არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, საარჩევნო კამპანიაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ისეთი პირების აქტივობა და ჩართულობა დაფიქსირდა, რომლებსაც ამის უფლება არ ჰქონდათ. უფრო კონკრეტულად, სააგიტაციო შეხვედრებზე სამუშაო საათების განმავლობაში, შეინიშნებოდა ადგილობრივი მოხელეების, ა(ა)იპების თანამშრომლების, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დასწრება.

ასევე, არასამთავროების მტკიცებით, წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა წარმოადგენდა. კერძოდ, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების მხრიდან ამომრჩევლებისათვის მატერიალური ფასეულობების გადაცემის ან მომსახურების გაწევის 60-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ყველა ფაქტზე დაიწყო გამოძიება და ცალკეულ შემთხვევებში სწრაფადვე დააკავა რამდენიმე პირი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ტარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პროპორციული სისტემით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.

არჩევნები კორონავირუსის პანდემიის პირობებში, შესაბამისი წესების დაცვით გაიმართება.

19
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (313)
ჯან ლუკა ვაჩი

53 წლის „მოცეკვავე მილიონერი“ მამა გახდა - ცეკვა სამშობიაროში და ახალშობილის პირველი ფოტო

0
(განახლებულია 16:30 29.10.2020)
ცნობილი იტალიელი მილიონერი, რომელიც საზოგადოებამ მისი მეუღლესთან ერთად ცეკვით გაიცნო, 53 წლის ასაკში მამა პირველად გახდა

ცნობილი მილიონერი, რომელმაც ცეკვის სიყვარულით გაითქვა სახელი, 53 წლის ჯანლუკა ვაკი მამა გახდა - მისმა 25 წლის რჩეულმა შერონ ფონსეკამ ქალიშვილი გააჩინა.

გოგონა დაბადებას არ ჩქარობდა, ამიტომ წყვილმა სამშობიაროშიც მოასწრო ცეკვა და რასაკვირველია, ეს ვიდეოც პოპულარული გახდა.

View this post on Instagram

In The delivery room trying to help her to come out ...but i start thinking she doesn’t want to see me😂 @sharfonseca ❤️

A post shared by Gianluca Vacchi (@gianlucavacchi) on

საბოლოოდ გოგონა დაიბადა და მამა ძალიან გაახარა. „ის ჩვენთანაა... მე და შერონი ძალიან ბედნიერები ვართ - ჩვენი ქალიშვილი ბლიუ ჯერასულემა ვაკი დაიბადა. მადლობა ღმერთს, ჯანმრთელია. ჩვენ უკვე გვიყვარს ის მეტად, ვიდრე საკუთარი სიცოცხლე“, - დაწერა ვაკიმ.

შეგახსენებთ, ჯან ლუკა ვაკი „საქართველოს ბანკის“ საახალწლო მუსიკალური ვიდეო კლიპის გმირიც არის. 2017 წელს ის საქართველოში მაშინდელ მეუღლესთან, ჯორჯია გაბრიელასთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა წყვილი 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა.

მანამდე მილიონერს, ფინანსური პრობლემებიც ჰქონდა. საბანკო სესხების გამო, მთელი მისი ქონება დაყადაღებული იყო.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება