ცესკოში პარტიების პროპორციული სიების წარდგენის ვადა დღეს იწურება

© Sputnik / Alex Shlamovცესკოს შენობა
ცესკოს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც დღეს, 18:00 საათამდე არ წარადგენენ პარტიულ სიას, მოიხსნებიან საარჩევნო მარათონიდან.

თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო სიების წარდგენის ბოლო ვადა დღეს, 18:00 საათზე ეწურება, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ვებ-გვერდზე.

საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც ამ დრომდე არ წარადგენენ პარტიულ სიას, ავტომატურად მოიხსნებიან საარჩევნო მარათონიდან.

ცესკო - Sputnik საქართველო
ვის სურს პარლამენტში მოხვედრა: ცესკომ პარტიების საბოლოო სია გამოაქვეყნა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის სულ 59 სუბიექტია რეგისტრირებული – 57 პარტია და 2 ბლოკი. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენმა მათგანმა წარადგინა ცესკოში პარტიული სია.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარდება: ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს. აქედან 120-ს პარტიული სიებით და 30-ს – მაჟორიტარულ ერთმანდატიან ოლქებში.

პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერია 1%, ბლოკებისთვის – მინიმუმ იმდენი პროცენტი, რამდენი საარჩევნო სუბიექტიც შედის ბლოკში. ამას გარდა ამოქმედდა გენდერული კვოტები, რომლის მიხედვით, საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის უნდა იყოს. ხმის უფლება არჩევნებზე საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს აქვს როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ.

ყველა ახალი ამბავი
0