პარტია „ლელოს წინასაარჩევნო ბანერი. ბადრი ჯაფარიძე

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ პროპორციული სია წარმოადგინა

320
(განახლებულია 14:26 01.10.2020)
სიის პირველ 30 ნომრად წარმოდგენილი არიან ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად არიან ცნობილი.

თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ბანკირ მამუკა ხაზარაძის პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული სია წარმოადგინა, რომელშიც ბევრი ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აპარატის ყოფილი წევრია, ბევრია ასევე ე.წ. ახალი სახე.

ვინ არიან „ლელოს“ მაჟორიტარები და შექმნის თუ არა „ქართული ოცნება" კოალიციას ხაზარაძესთან?>>

ხაზარაძემ პარტია 2019 წლის ბოლოს დააარსა. რვა თვის შემდეგ თავისი პირველი არჩევნებისთვის ახალმა პარტიამ, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მნიშვნელოვნად შეავიწროვა გამოცდილი პარტიების პოზიციები და მეოთხე–მეხუთე ადგილი დაიკავა.

30-კაციანი სიის სათავეშია მისი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე. მის გარდა პირველ ხუთეულში არიან ბანკირი ბადრი ჯაფარიძე, პარტია „შენების“ ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, იურისტი ირაკლი კუპრაძე.

სიაში ძირითადად ქართული პოლიტიკისთვის ახალი სახეები მოხვდნენ. მასმედიის მოლოდინების საწინააღმდეგოდ, იქ არ აღმოჩნდა არც ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, არც ექს-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. ეს მოლოდინები პარტიის დამფუძნებელთან ქვეყნის პირველი პირების მეგობრობას ეფუძნებოდა.

 

320
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (244)
ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე მზადაა შეუერთდეს მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან საზღვრის სადავო მონაკვეთის თაობაზე

60
საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებას პოზიტიურ იმპულსს შესძენს

თბილისი, 19 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერი, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მზადაა, მეგობრული დიალოგი აწარმოოს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიის საკითხზე.

რას ფიქრობს საქართველოს საპატრიარქო დავით-გარეჯის საქმის ახალ გარემოებებზე >>

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის კომისიის მუშაობისას ტერიტორიების გადაცემის შესახებ გამოძიება ამ შემოდგომაზე დაიწყო. ამ ეტაპზე საქმეზე დაკავებულია ორი მოხელე, რომლებმაც, ბრალდების ვერსიით, დამალეს 1937-1938 წლების რუკის არსებობა, რის გამოც საქართველომ კინაღამ დაკარგა 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია, მათ შორის, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.

„დავით გარეჯის თემა ყოველთვის იყო ჩემი ყურადღების საგანი და ახლაც, ბუნებრივია, იქნება. რომელი რუკებით უნდა ისარგებლოს კომისიამ, მე ჯერ ნამდვილად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჯერ ერთი არ ვარ კარტოგრაფი და მეორე, არ მაქვს დეტალური ინფორმაცია. ნებისმიერი მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული, რომ საქართველოს ინტერესი დავიცვათ, მაგრამ ეს მექანიზმი უნდა იყოს მეგობრული, გაწონასწორებული, პიარისგან დაცლილი და საქმით სავსე. მე შემიძლია ძალიან საქმიანი და მეგობრული მოლაპარაკების წარმართვა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან და შევეცდები, რომ ამ პროცესში პოზიტიური გარდატეხა მოხდეს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნების წინ ამ თემით მანიპულირებაში დაადანაშაულა.

„ეს იყო ნამდვილად წინასაარჩევნოდ წამოწეული პიარი, რომლის შედეგადაც ორი სრულიად უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში და რა თქმა უნდა. ეს საკითხი საგანგებოდ უნდა შეისწავლოს მომავალმა პარლამენტმა“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს და იქ ქართველ მომლოცველებს არ უშვებს. ახლახან გაირკვა, რომ მონასტრის ტერიტორია აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ უკანონოდ მოექცა.

ამჟამად დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში არიან. პროკურატურამ არ გამორიცხა ამ საქმეზე სხვა პირთა დაკავება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ბრალდება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეიძლება წარედგინოს.

60
თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ
წინასაარჩევნო კამპანია

ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში? მასშტაბური კვლევის შედეგები

94
(განახლებულია 21:38 19.10.2020)
მასშტაბური კვლევა, რომელმაც 9 ათასი ადამიანი მოიცვა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ჩატარდა.

თბილისი, 19 ოქტომბერი - Sputnik. საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გამოქვეყნდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ბრიტანული კვლევითი კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგები.

ელისაშვილი არჩევნების ორ დღეში ჩატარების ინიციატივით გამოდის >>

გამოკითხვაში, რომელიც 12-დან 29 სექტემბრამდე ჩატარდა, მონაწილეობა მიიღო 9 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა. კვლევის ცდომილება, კომპანია Survation-ის მტკიცებით, მინიმალურია და 1,3%-ს არ აღემატება.

როგორც წესი, მსგავს გამოკითხვებში საქართველოში დაახლოებით 2 ათასი რესპონდენტი მონაწილეობს ხოლმე.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დამაჯერებლად უსწრებს სხვა პარტიებს და მას ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი – 55,6% უჭერს მხარს. მეორე ადგილზე რეიტინგში ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ 19,8%-ით. მესამეზე კი - ოპოზიციური საპარლამენტო პარტია „ევროპული საქართველო“ 5,2%-ით.

ხმები პარტიებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ - 55,6%
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 19,8%
  • „ევროპული საქართველო“ - 5,2%
  • „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 5,1%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ - 3,8%
  • „ლელო“ - 3,1%
  • ლეიბორისტული პარტია - 2,7%
  • „გირჩი“ - 2,1%
  • „ერთიანი საქართველო“ - 1,1%
  • „თავისუფალი დემოკრატები“ - 0,2%
  • სხვა პარტიები - 1,3%

ეს კომპანია მმართველ პარტიას ყველაზე მაღალ რიცხვებს უწერს ხოლმე. სხვა გამოკითხვების მიხედვით „ქართული ოცნების“ რეიტინგი 35-45%-ის ფარგლებში მერყეობს. თავად „ოცნება“ ირწმუნება, რომ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 60%-ს მიიღებს.

მეტი დამაჯერებლობისთვის რესპონდენტებს დაუსვეს დასაზუსტებელი კითხვა: „რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ თქვენ მიერ დასახელებულ პარტიას დაუჭერთ მხარს, თუ საპარლამენტო არჩევნები დღეს ჩატარდება“. პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • სრულიად დარწმუნებულია – 68%
  • მეტ-ნაკლებად დარწმუნებულია – 24%
  • მხოლოდ უმნიშვნელოდაა დარწმუნებული – 4%
  • ბოლომდე არ არის დარწმუნებული – 4%

გამოკითხვის შედეგების თანახმად, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას რესპონდენტების 72% გეგმავს. კიდევ 13% „ალბათ“ წავა არჩევნებზე, 11% კი ირჩევს "50/50" ვარიანტს. არ მიდის არჩევნებზე 4%.

რეაქციები

გამოკითხვის შედეგები ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ისინი დარწმუნებული არიან, რომ საპარლამენტო არჩევნები რადიკალურად განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს.

„Survation-ის კვლევებს აქვს კატასტროფული პრობლემა მეთოდოლოგიაში. „ქართული ოცნება" 35-37%-ზე მეტს ვერ აიღებს, ამის გარანტიას ვაძლევ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავარია აქტივობა. არავინ არ უნდა მოვეშვათ, ყველა ოპოზიციური ამომრჩეველი უნდა მოვიდეს. ქვეყანაში არის უმძიმესი მდგომარეობა და ამ უმძიმესი ვითარების შეცვლა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებას და პროფესიონალთა ახალი გუნდის მოსვლას ხელისუფლებაში“, – განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

თავის მხრივ, მმართველ პარტიაში გამოკითხვის შედეგებს ენდობიან.

„ეს კვლევები „ქართული ოცნების" შემთხვევაში არის რეალობასთან ახლოს. საზოგადოებასთან ჩვენ ურთიერთობა გვქონდა საკმაოდ მჭიდრო. შესაბამისად, სრულიად კანონზომიერი და ბუნებრივია, რომ დღეს ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია სარგებლობდეს ასეთი მაღალი რეიტინგით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

ეგზიტპოლები

ავტორიტეტული ბრიტანული კომპანია Survation თანამშრომლობს წამყვან მედიაბრენდებთან, როგორებიცაა BBC და Guardian. საპარლამენტო არჩევნების დღეს Survation და ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ეგზიტპოლების შედეგებს გამოაქვეყნებენ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.

 

94
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (244)
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 20 ოქტომბერს

0
(განახლებულია 08:44 20.10.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0069 ლარით გამყარდა.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2117 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0069 ლარით გამყარდა. 

ლარის კურსი 20 ოქტომბერს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს