მეცხრე მოწვევის პარლამენტი მუშაობას დღეს დაასრულებს

© Sputnik / Vladimir Umikashviliპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მიიღო არაერთი კანონი, რომელთა შორისაა კონსტიტუციაში და საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რითიც ქვეყანა არსებითად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდა.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი მუშაობას ასრულებს, საკანონმდებლო ორგანოს ბოლო პლენარული სხდომა დღეს, 30 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება. 

ცესკოს შენობა - Sputnik საქართველო
როგორ ჩატარდება არჩევნები კორონავირუსის პანდემიის პირობებში – ცესკომ წესები დაადგინა

რეგლამენტის თანახმად, საპარლამენტო, საპრეზიდენტო ან ადგილობრივი არჩევნების ჩატარების წელს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პარლამენტის პლენარული სხდომები არ ტარდება. ამ პერიოდში, აუცილებლობის შემთხვევაში, პლენარულ სხდომას იწვევს პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით, ან საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით.

„იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ოთხი წელიწადი. ამ პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი მივიღეთ. რა თქმა უნდა, გამოვყოფ საკონსტიტუციო რეფორმას, რომლითაც შეიქმნა ფუნდამენტი ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული განვითარებისთვის. პირველად საქართველოს აქვს ისეთი კონსტიტუცია, რომელიც სრულად შეესაბამება უმაღლეს, დემოკრატიულ სტანდარტებს. ამის გარდა გატარდა უამრავი რეფორმა, მთლიანობაში პარლამენტის საქმიანობა წარმატებულად უნდა შეფასდეს", – განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

მეცხრე მოწვევის პარლამენტი მუშაობას 2016 წლის 18 ნოემბერს შეუდგა. საკანონმდებლო ორგანომ 4 წლის მანძილზე ორი თავმჯდომარე გამოიცვალა. თავდაპირველად პარლამენტს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა, თუმცა 2019 წლის ივნისის მოვლენებისა და ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი მმართველი გუნდიდან არჩილ თალაკვაძემ გადაიბარა.

მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მიიღო არაერთი კანონი, რომელთა შორისაა კონსტიტუციაში და საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რითიც ქვეყანა არსებითად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოქალაქეები 150 დეპუტატს აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში კენჭისყრის შედეგებით. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს. ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

ყველა ახალი ამბავი
0