ოპოზიციური პარტიები ეკონომიკისა და განათლების სფეროებში რეფორმების პრინციპებზე შეთანხმდნენ

© Sputnik / Vladimir Umikashviliგიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის განვითარებისა და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ საკუთარი ხედვები წარმოადგინა.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი საქართველო“ ეკონომიკისა და განათლების სფეროებში რეფორმების პრინციპების თაობაზე მემორანდუმს მოაწერეს ხელი. 

დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
მემორანდუმი გაფორმებულია - ქართული ოპოზიცია კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმდა

დოკუმენტის თანახმად, „ქართული ოცნების“ გარეშე კოალიციურმა მთავრობამ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს. პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის თქმით, დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი განათლების სისტემის დეცენტრალიზაციას ეხება.

„როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ, ჩვენ არ დავიწყებთ ძებნას, თუ რა უნდა გაკეთდეს, რადგანაც დღეს უკვე ვიცით, რომ უნდა მოხდეს განათლების სფეროს დეცენტრალიზაცია. საჭიროა პედაგოგების დაფასება და მათი პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლება“, – განაცხადა ვაშაძემ.

პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ქონების ხალხისთვის კერძო საკუთრებაში დაბრუნებაა. 

კორონავირუსის ეპიდემია. ჟურნალისტები პირბადეებით - Sputnik საქართველო
ვინ და როგორ აშუქებს არჩევნებს? სპეციალისტებმა ქართული მასმედია გააანალიზეს

„აღნიშნული პაკეტი ეკონომიკას და განათლებას ეხება. ეკონომიკურ სფეროში ხალხს უნდა დაუბრუნდეს ის, რაც სახელმწიფომ მიითვისა. განათლების სისტემაში მთავარი, რაშიც ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტები გათავისუფლდნენ სახელმწიფო რეგულაციებისგან, საჯარო დაწესებულებებს კი უნდა ჰქონდეთ მაქსიმალური ავტონომია, მათ შორის ფინანსური“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინათინ ბოკუჩავას თქმით, შეთანხმება ასევე ეხება ეროვნული ვალუტის გამყარების გზებს.

„დოკუმენტში მოცემულია ჩვენი შეხედულება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გავამყაროთ ეროვნული ვალუტა, რომელიც ყოველდღიურად სულ უფრო უფასურდება; თუ როგორ უნდა შევამციროთ ბიუროკრატიული ხარჯები ქვეყანაში, რომელიც ბოლო წლებში კატასტროფულად გაიზარდა, რამდენადაც ივანიშვილის რეჟიმი მხოლოდ თავის ნომენკლატურას კვებავს, დანარჩენი მოსახლეობა შიმშილისთვისაა განწირული“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მანამდე აღნიშნულმა პარტიებმა უკვე მოაწერეს ხელი ანალოგიურ მემორანდუმს სამართალდამცველ და მართლმსაჯულების სისტემაში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ.

 

ყველა ახალი ამბავი
0