ახალი სკანდალი ქართულ ოპოზიციაში: გაწყვეტს თუ არა „ნაცმოძრაობა“ შეთანხმებას

© Sputnik / Vladimir Umikashviliზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა „გირჩის“ ლიდერისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა და აღნიშნა, რომ ახლა „ნაცმოძრაობა“ ჯაფარიძის გადაწყვეტილებას ელოდება

თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ ეჭვქვეშ დააყენა ოპოზიციური ერთობა თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში - ამჯერად პარტიას არ მოეწონა „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის გამონათქვამები.

საიდუმლო გამხელილია: სააკაშვილის და „ევროპელების“ კონფლიქტი კულუარებს გასცდა>>

მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობამ“, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს „ძალა ერთობაშია“ ბლოკის შემადგენლობაში, განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობის პოსტზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას წამოაყენებდა, ზურაბ ჯაფარიძემ ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა. სხვა პარტიების უკმაყოფილო ლიდერებისგან განსხვავებით, ის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატია დიდუბის ოლქში და „ნაცმოძრაობა“ მას მხარდაჭერას შეჰპირდა.

გიორგი ვაშაძე შეთანხმებას აწერს ხელს - Sputnik საქართველო
როგორი უნდა იყოს ქართული მართლმსაჯულების სისტემა – ოპოზიციამ შეთანხმებას მოაწერა ხელი
 

„ჩვენთვის არის ძალიან სამწუხარო, რომ ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვიტა, ორი ფრონტი გახსნას და ძალიან ხშირად თავს ესხმის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ლიდერებს. მაგრამ ჩვენ არ ვპასუხობთ თავდასხმებს მიხეილ სააკაშვილზე, ჩვენი პარტიის სხვა ლიდერებზე და გვინდა ვთქვათ, რომ არსებობს წითელი ხაზი და ეს წითელი ხაზი არის, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტიის ასობით ათასი მხარდამჭერი... ვერ დავხუჭავთ ამაზე თვალს, ზურაბ ჯაფარიძის გამონათქვამებზე, რომ მას არ აინტერესებს, რას ფიქრობენ ჩვენი მხარდამჭერები“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მან „გირჩის“ ლიდერისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა და აღნიშნა, რომ ახლა „ნაცმოძრაობა“ ჯაფარიძის გადაწყვეტილება ელოდება.

თუმცა ჯაფარიძემ ნათლად მიანიშნა, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დაასახელა

„სალომე სამადაშვილმა საკითხი ისე დააყენა, თითქოს მე სიმართლის საუბარს თავი უნდა დავანებო, თუ მე მინდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ხმები მივიღო. ჩემთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პარტიის ხმები, ამ პოზიციაზე ვარ დღესაც და არაფერზე ბოდიშს არ ვიხდი, რადგან ბოდიში არაფერზე მაქვს მოსახდელი. თუ რაიმე შეიძლება შეფასდეს, როგორც თავდასხმა, ეს მიხეილ სააკაშვილის მიმართვის ტონია, სადაც ის ჩვენ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოიხსენიებს, როგორც პარტიუკებსა და პოლიტიკანებს. მე მსგავსი შეურაცხმყოფელი ტერმინი არ გამომიყენებია“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ვინ გახდება პრემიერი? ახალმა კვლევამ პარტიების გამარჯვების შანსები შეაფასა>>

თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ჯაფარიძის წინააღმდეგ თავის კანდიდატს წამოაყენებს, ეს გახდება პირველი ნაბიჯი ოპოზიციური ერთობის წინააღმდეგ. ახლა პარტიას უკვე ჰყავს თავისი კანდიდატი ისნის ოლქში, სადაც ყველა დანარჩენი ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს უჭერს მხარს. ამასთან, ყველა ოპოზიციური პარტია ამ მომენტისთვის განაგრძობს თბილისის ორ ოლქში - სამგორსა და გლდანში - „ნაცმოძრაობის“ წევრების მხარდაჭერას.

ყველა ახალი ამბავი
0