პრემიერი გიორგი გახარია

გახარია: საკონსტიტუციო რეფორმა ქვეყანას სწრაფი ტემპით წაიყვანს განვითარების გზაზე

47
(განახლებულია 20:04 25.09.2020)
საქართველო თავს აცნობს მსოფლიოს, როგორც ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიის ერთ-ერთი უმაღლესი სტანდარტი აქვს რეგიონში, მიღწევებით არ კმაყოფილდება და მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ, აღნიშნა პრემიერმა

თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. ჩვენ გავატარეთ ისტორიული მნიშვნელობის საკონსტიტუციო რეფორმა, რაც ქვეყანას კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წაიყვანს დემოკრატიული განვითარების გზაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს პრეზიდენტის ოთხი პრინციპი: რაზე ისაუბრა ზურაბიშვილმა გაეროში>>

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2020 წლიდან საქართველო ევროპულ საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა, ხოლო 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.

„დღეს საქართველო თავს აცნობს მსოფლიოს, როგორც ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიის ერთ-ერთი უმაღლესი სტანდარტი აქვს რეგიონში, მიღწევებით არ კმაყოფილდება და მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ. აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება საქართველოს უახლეს ისტორიაში შექმნის სრულიად ახალ, დასავლური საპარლამენტო დემოკრატიული სისტემისთვის დამახასიათებელ ანალოგს, რომელიც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წაიყვანს დემოკრატიული განვითარების გზაზე“, - აღნიშნა გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, ამ ცვლილებით მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო ის, რაც სახელმწიფოს 30-წლიანი არსებობის განმავლობაში ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ განაცხადა, თუმცა ვერავინ გაბედა აღსრულება.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ასევე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა Covid-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა,  საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და სხვ.

წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 75 წლის იუბილეს აღნიშნავს და ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში პირველად  გენერალური ასამბლეა დისტანციურად იმართება. 

გენერალური ასამბლეის საიუბილეო სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დისტანციურად უკვე გამოვიდა. მის სიტყვას ერქვა „მომავალი, რომელიც ჩვენ გვსურს“, რომელშიც ჩამოთვლილი იყო თანამედროვე გამოწვევების პირობებში ქვეყნის კეთილდღეობის ფუნდამენტური საფუძვლები.

47
თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პოსტზე დაბრუნებას არ აპირებს

33
დადგა დრო დაინიშნოს ახალი მინისტრი, რომელიც არსებულ ფუნდამენტზე უკეთეს შენობას ააგებს, განაცხადა წულუკიანმა

თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი არჩევნების შემდეგ ძველ თანამდებობაზე დაბრუნებას არ აპირებს.

წულუკიანის თქმით, აქტიურად ვრცელდება ხმები მის დაბრუნებაზე, თუმცა თვითონ მსგავს არაფერს არ გეგმავს.

„ამაზე გვქონდა გუნდის შიგნით მსჯელობა და ეს, რა თქმა უნდა, ასე არ იგეგმება, იმიტომ რომ მე ბევრჯერ მითქვამს, რომ 8 წელი საკმარისია და ვფიქრობ, რომ ის, რაც შეიძლება ერთმა ადამიანმა, ერთმა გუნდმა და ერთმა სამინისტრომ 8 წლის განმავლობაში ერთგულად აკეთოს, ეს ვაკეთეთ. ახლა დროა, რომ დაინიშნოს ახალი მინისტრი, რომელიც ამ ფუნდამენტზე უკვე კიდევ უკეთეს შენობას ააგებს, რომელსაც იუსტიციის სისტემა ჰქვია“, - აღნიშნა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

იუსტიციის ყოფილი მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის გამო დატოვა. წულუკიანი მთავრობაში ყველაზე გამოცდილი მინისტრია. ის მაშინდელი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ მინისტრთა კაბინეტში 2012 წელს მოხვდა და თანამდებობაზე დარჩა ყველა სხვა მინისტრზე დიდ ხანს. მან იმუშავა ხუთი პრემიერ-მინისტრის დროს - ბიძინა ივანიშვილის, გიორგი ღარიბაშვილის, გიორგი კვირიკაშვილის, მამუკა ბახტაძის და გიორგი გახარიას დროს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისათვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებულია 48 პარტია და ორი ბლოკი.

33
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ხმების დათვლა. 2018

საპარლამენტო არჩევნები 2020: კანდიდატი პარტიები/სრული სია, როგორც ბიულეტენში

42
(განახლებულია 09:11 25.10.2020)
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაიწყო ბიულეტენების ბეჭდვა. ეს ნიშნავს, რომ არჩევნების მონაწილეთა სია აღარ შეიცვლება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარტიამ ბოლო კვირაში არჩევნებიდან მოხსნა გადაწყვიტა

კენჭისყრა 31 ოქტომბერს გაიმართება. 120 დეპუტატს აირჩევენ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით), ხოლო 30-ს - მაჟორიტარულით, ოლქებში კონკრეტული კანდიდატებისთვის კენჭისყრის შედეგად.

პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ უნდა გადალახოს 1%-იანი ბარიერი, ხოლო ბლოკმა მოიპოვოს იმდენი პროცენტი, რამდენი პარტიას არის მის შემადგენლობაში.

Sputnik-საქართველო წარმოგიდგენთ, როგორ გამოიყურება ბიულეტენი პროპორციული არჩევნების მონაწილეებით. სულ 3 160 900 ასეთი ბიულეტენი უნდა დაიბეჭდოს.

საპარლამენტო არჩევნების მონაწილეები:

#1. თეთრების პარტია - ლიდერი თემურ შაშიაშვილი

#2. „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - ლიდერი დავით ბაქრაძე

#3. „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - ლიდერი ნინო ბურჯანაძე

#4. „დავით ჭიჭინაძის ტრიბუნა - ქდმ " - ლიდერი გრიგოლ ჯოჯუა

#5. ბლოკი „ძალა ერთობაში" - ლიდერი გრიგოლ ვაშაძე

#6. „მომავალი საქართველო" - ლიდერი გიორგი ლაღიძე

#7. „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" - ლიდერი თამაზ მეჭიაური

#8. „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - ლიდერი დავით თარხან-მოურავი

#9. „გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია" - ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე

#10. „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - ლიდერი შალვა ნათელაშვილი

#11. მშრომელთა სოციალისტური პარტია - ლიდერი თამაზ ჯაფოშვილი

#12. „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის" - ლიდერი ხათუნა ქოიავა

#13. „რეფორმერი" - ლიდერი თორნიკე ჯანაშვილი

#14. „ბეჟან გუნავა - ქართული არჩევანი" - ლიდერი ბეჟან გუნავა

#16. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები" - ლიდერი ნიკოლოზ ჯოგლიძე

#17. „ირაკლი ოქრუაშვილი - გამარჯვებული საქართველო" - ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი

#18. „ინდუსტრია გადაარჩენს საქართველოს" - ლიდერი ზურაბ ტყემალაძე

#19. მოქალაქეთა პოლიტიკური კავშირი "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი "- ლიდერი ბექა ნაცვლიშვილი

#20. „საქართველო" - ლიდერი გიორგი ლილუაშვილი

#21. „თავისუფალი საქართველო" (კახა კუკავა, გოგი წულაია) - ლიდერი კახა კუკავას

#23. „ახალი ძალა" - ლიდერი ლაზარე ზაქარიაძე

#24. „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" - ლიდერი ალეკო ელისაშვილი

#25. „თავისუფალი დემოკრატები" - ლიდერი თამარ კეკენაძე

#26. „ეკა ბესელია - სამართლიანობისთვის" - ლიდერი ეკა ბესელია

#27. ბლოკი „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი" - ლიდერი გიორგი ვაშაძე

#28. „ქართული ფესვები" - ლიდერი თენგიზ ოქროფილაშვილი

#30. „შეცვალე საქართველო" - ლიდერი გიორგი გაგნიძე

#31. „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა" – ლიდერი მალხაზ გორგასლიძე

#32. „სახალხო პარტია" - ლიდერი ივანე გიორგაძე

#33. „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" - ლიდერი ბაჩუკი ქარდავა

#34. „სოციალური სამართლიანობისთვის" - ლიდერი მამუკა ტუსკაძე

#36. „გირჩი" - ლიდერი იაგო ხვიჩია

#41. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - ლიდერი ბიძინა ივანიშვილი

#42. „რეფორმატორები" - ლიდერი დავით მიროტაძე

#43. „ზვიადის გზა"  (ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის) - ლიდერი მიხეილ სალუაშვილი

#44. „ლევან ჩაჩუა, გურამ ფალავანდიშვილი - ქართული იდეა" - ლიდერი ლევან ჩაჩუა

#45. „ნაციონალური დემოკრატიული მოძრაობა" - ლიდერი დავით შუკაკიძე

#46. „გია ჟორჟოლიანი - სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის" - ლიდერი გია ჟორჟოლიანი

#47. „ზვიად ძიძიგური - საქართველოს კონსერვატიული პარტია" - ლიდერი ზვიად ძიძიგური

#48. „არჩევანი სამშობლოსათვის“- ლიდერი ლეილა გულედანი

#49. „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი" - ჯონდი ბაღათურია

#50. „პროგრესული საქართველო" - ლიდერი ირაკლი მურცხვალაძე

#51. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა" - ლიდერი გია ბერძენიძე

#52. „სერგო ჯავახიძე - ევროატლანტიკური ვექტორი" - ლიდერი სერგო ჯავახიძე

#53. „ტრადიციონალისტები" - ლიდერი აკაკი ასათიანი

#54. „ანა რეხვიაშვილი - სახალხო მოძრაობა ქრისტიან დემოკრატები“ - ლიდერი ანა რეხვიაშვილი

#55. „ქართული მარში - ნაციონალური მოძრაობა" - ლიდერი სანდრო ბრეგაძე

#56. „ლელო - მამუკა ხაზარაძე" - ლიდერი მამუკა ხაზარაძე

#57. „მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო“ - ლიდერი გრიგოლ სოხაძე

#60. „საქართველოს განვითარების პარტია" - ლიდერი ქეთევან გოგლიძე

42
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ლიანა ჯოჯუა

ლიანა ჯოჯუამ ბრძოლა ვეღარ გააგრძელა - ამერიკელმა მას ცხვირი გაუტეხა

0
ქართველმა სპორტსმენმა UFC-ს ეგიდით უკვე სამი ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც ორი წააგო, ერთი მოგებით დაასრულა

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი სპორტსმენი ლიანა ჯოჯუა („ძუ მგელი“) დამარცხდა ამერიკელ მირანდა მავერიკთან UFC-ს (Ultimate Fighting Championship) ტურნირზე, რომელიც ამ დღეებში აბუ-დაბიში იმართება.

მსაჯებმა ბრძოლა პირველივე რაუნდში გააჩერეს, რადგან ამერიკელმა ჯოჯუას ცხვირი გაუტეხა. ქართველი სპორტსმენი ბრძოლის გაჩერების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მაგრამ ტრავმა ძალიან სერიოზული აღმოჩნდა.

„სამწუხაროდ, ასეც ხდება. ბრძოლის გაგრძელება მინდოდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მომეცა“, - დაწერა ჯოჯუამ თავის Instagram-ზე.

ბრძოლის დაწყებისთანავე მავერიკმა ხელის სიგრძეში უპირატესობა მოიპოვა. ჯოჯუას რამდენიმე მცდელობა ჰქონდა ფეხებში შეებოჭა მეტოქე, მაგრამ ყოველ მცდელობისას თავში პირდაპირი დარტყმა მიიღო. ერთ-ერთ ეპიზოდში კი იდაყვით ხისტი დარტყმა მიიღო, რომელიც ცხვირის გატეხვის მიზეზი გახდა. ექიმებმა ბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს და ჯოჯუას ტექნიკური ნოკაუტი ჩაეთვალა.

ჯოჯუასთვის ეს UFC-ს ეგიდით მესამე ბრძოლა იყო, საიდანაც მან ორი წააგო, ერთი მოგებით დაასრულა.

0
თემები:
სპორტის ამბები