ცესკო

ვის სურს პარლამენტში მოხვედრა: ცესკომ პარტიების საბოლოო სია გამოაქვეყნა

356
საქართველოს პარლამენტში მოხვედრა რამდენიმე ათეულ პოლიტიკურ გაერთიანებას სურს - არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 66 პარტია დაარეგისტრირა.

მოქალაქეები არჩევნებზე წავლენ, მაგრამ არ იციან, ვის დაუჭერენ მხარს – NDI-ს გამოკითხვა >>

საქართველოს მოქალაქეები დეპუტატებს 31 ოქტომბერს აირჩევენ. სექტემბრის ბოლომდე პარტიებს აქვთ დრო იმისათვის, რომ საარჩევნო ბლოკები ჩამოაყალიბონ.

საქართველოს მოქალაქეები 150 დეპუტატს აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში კენჭისყრის შედეგებით. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს. ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

პარტიების სია:

  • 1. „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ - ლიდერი მიხეილ სალუაშვილი;
  • 2. საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისათვის“ - ლიდერი მამუკა ტუსკაძე;
  • 3. „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - თავმჯდომარე ჯონდო ჯავახიშვილი;
  • 4. „საქართველო“ - ლიდერი გიორგი ლილუაშვილი;
  • 5. „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“ - ლიდერი გია ჟორჟოლიანი;
  • 6. „კანონი და სამართალი“ - ლიდერი თამარ ჩარკვიანი;
  • 7. „პოლიტიკური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველო“ - ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი;
  • 8. „ახალი ძალა“ - ლიდერი ლაზარე ზაქარიაძე;
  • 9. „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ - ლიდერი თამაზ მეჭიაური;
  • 10. „რეფორმატორები“ - ლიდერი დავით მიროტაძე;
  • 11. „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ - ლიდერი იაგო ხვიჩია;
  • 12. „სახალხო პარტია“ - ლიდერი ივანე გიორგაძე;
  • 13. „ქართველ ნაციონალისტთა ერთობა“ - ლიდერი გაიოზ მამალაძე;
  • 14. „ქართული დასი“ - ლიდერი ჯონდი ბაღათურია;
  • 15. საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია - ლიდერი ირაკლი თავმჯდომარე ირაკლი კობრავა;
  • 16. „ქართული ფესვები“ - თავმჯდომარე თენგიზ ოქროპილაშვილი;
  • 17. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია - თავმჯდომარე ავთანდილ ველთაური;
  • 18. „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ - თავმჯდომარე გია ბერძენიძე;
  • 19. „შეცვალე საქართველო“ - თავმჯდომარე გიორგი გაგნიძე;
  • 20. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ - თავმჯდომარე გრიგოლ ჯოჯუა;
  • 21. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ - თავმჯდომარე ნიკოლოზ ჯოგლიძე;
  • 22. „ტრიბუნა“ - ლიდერი დავით ჭიჭინაძე;
  • 23. „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ - თავმჯდომარე პაატა დავითაია;
  • 24. „თეთრები“ - თავმჯდომარე თეიმურაზ შაშიაშვილი;
  • 25. საქართველოს კონსერვატიული პარტია - თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური;
  • 26. „მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო“ - თავმჯდომარე გრიგოლი სოხაძე;
  • 27. „სამართლიანობისთვის“ - თავმჯდომარე ეკა ბესელია;
  • 28. „არჩევანი სამშობლოსათვის“ - თავმჯდომარე ლელა გულედანი;
  • 29. საქართველოს მწვანეთა პარტია - თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე;
  • 30. „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ - თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე;
  • 31. „ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა“ - თავმჯდომარე დავით შუკაკიძე;
  • 32. „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ - “ თავმჯდომარე ხათუნა ქოიავა;
  • 33. „მემარცხენე ალიანსი“ - თავმჯდომარე იოსებ შატბერაშვილი;
  • 34. „მომავალი საქართველო“ - თავმჯდომარე გიორგი ლაღიძე;
  • 35. საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია -  თავმჯდომარე შოთა მალაშხია;
  • 36. „ლელო საქართველოსთვის“ - თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე;
  • 37. „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ - თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი;
  • 38. „ქართული არჩევანი“ - თავმჯდომარე ბეჟან გუნავა;
  • 39. „თავისუფალი საქართველო“ - თავმჯდომარე კახა კუკავა;
  • 40. „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი" - თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე;
  • 41. „რეფორმერი“ - თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი;
  • 42. „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ - თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი;
  • 43. „საქართველოს პენსიონერთა უფლებათა დაცვის კავშირი“ - თავმჯდომარე ირაკლი ნაცვლიშვილი;
  • 44. „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“ - თავმჯდომარე მალხაზი გორგასლიძე;
  • 45. „ქართული იდეა“ - თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა;
  • 46. „ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა“ - თავმჯდომარე ალექსანდრე ბრეგაძე;
  • 47. „პროგრესული საქართველო“ - თავმჯდომარე ირაკლი მურცხვალაძე;
  • 48. „პროგრესი და თავისუფლება“ - თავმჯდომარე ნიკოლოზ გვრიტიშვილი;
  • 49. საქართველოს ლეიბორისტული პარტია - თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი;
  • 50. „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ - თავმჯდომარე თამაზ ჯაფოშვილი;
  • 51. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა;
  • 52. „თავისუფალი დემოკრატები“ - თავმჯდომარე შალვა შავგულიძე;
  • 53. „საქართველოს ევროატლანტიკური გზა“ - თავმჯდომარე შორენა გარდაფხაძე;
  • 54. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ - თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე;
  • 55. „იბერიელთა ერთობა“ - თავმჯდომარე გიორგი წიპტაური;
  • 56. „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - თავმჯდომარე ისაკი გიორგაძე;
  • 57. „ევროატლანტიკური ვექტორი“ - თავმჯდომარე სერგო ჯავახიძე;
  • 58. „სახალხო მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატები“ - თავმჯდომარე ანა რეხვიაშვილი;
  • 59. „საქართველოს განვითარების პარტია“ - თავმჯდომარე ქეთევან გოგოლაძე.
  • 60. „ტრადიციონალისტთა კავშირი“ - ლიდერი აკაკი ასათიანი;
  • 61. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - ლიდერი დავით თარხან-მოურავი;
  • 62. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - ლიდერი ბიძინა ივანიშვილი;
  • 63. „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - ლიდერი დავით ბაქრაძე;
  • 64. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ლიდერი გრიგოლ ვაშაძე;
  • 65. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ - ლიდერი ხათუნა სამნიძე;
  • 66. „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ - ლიდერი ზურაბ ტყემალაძე.
356
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (268)
ლელო საქართველოსთვის

„ლელო საქართველოსთვის“ ცნობები პარტიის შესახებ

28
(განახლებულია 23:11 23.10.2020)
ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ ახალ პარტიაზე, რომელიც წარმატებულმა ბანკირმა მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა.

 

– საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა ოპოზიციური პარტია

– პარტია 2019 წლის დეკემბერში ბანკირებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დააფუძნეს, რომლებმაც საქართველოში მესამე პოლიტიკური ძალის - მილიარდერ ივანიშვილისა და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პარტიების ალტერნატივის შექმნა გადაწყვიტეს.

მამუკა ხაზარაძე პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ პრემიერობის კანდიდატად დაასახელა>>>

პარტიის დამფუძნებლები არიან ცნობილი ქართველი ბანკირები, რომლებმაც 90-იან წლებში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მსხვილი TBC Bank შექმნეს.  

– პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ფაქტობრივად გააერთიანა ორი პარტია: პარლამენტის ექს–სპიკერ დავით უსუფაშვილის „მშენებლობის მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“. პარტიაში აღმოჩნდნენ ასევე ექს–პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ცნობილი ბიზნესმენები და ექსპერტები.

პარტიის ლიდერები და საკვანძო ფიგურები არიან: მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, მამუკა კაციტაძე, კახა კოჟორიძე, ანა ნაცვლიშვილი.

პარტიის იდეოლოგია - ცენტრისტულია, რომლის პირობებშიც მაქსიმალურად თავისუფალი ბიზნესი თავის თავზე იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე ღირსეული ხელფასებზე, სიღარიბესთან ბრძოლასა და უსაფრთხო შრომაზე.

„ლელოს“ „მარშალის გეგმა“ - წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი თეზისები>>>

– პარტიის ლიდერების ხაზარაძისა და ჯაფარიძის სახელები ასოცირებულია სისხლის სამართლის საქმესთან, რომელიც ეხება ფულის გათეთრებას და ბიზნესზე ზეწოლაში მმართველი პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებთან დაკავშირებულ სკანდალს. ხაზარაძეც და ჯაფარიძეც თავდებით გათავისუფლდნენ.

– პარტია არჩევნებზე მონაწილეობს „56“ ნომრით, ლოზუნგით: „ახალი ძალა, ახალი იმედი“.

– პარტიის კურსი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია და რუსეთთან დიალოგის საერთაშორისო ფორმატის შენარჩუნებაა.

– პარტიის რეიტინგი ბოლო თვეებში ჩატარებული სხვადასხვა გამოკითხვის შედეგად: 

გამოკითხვა რეიტინგი
Gorbi  2,9%
Ipsos     3,6%
Edison Research          2%
Survation        3,1%

 

 

28
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (268)
ნინო ბურჯანაძე და მისი პარტიის წევრები

ნინო ბურჯანაძემ სასესხო შეღავათებისთვის ბრძოლა დაიწყო

42
(განახლებულია 20:40 23.10.2020)
პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის მიერ ინიცირებულ პეტიციას რამდენიმე საათში 700-ზე მეტი ხელმომწერი გამოუჩნდა.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. პარტია „ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ თბილისში მეტროს სადგურებთან ხელმოწერების შეგროვებას დაიწყო, რომელთა მიზანია ფორსმაჟორად გამოცხადდეს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ეროვნულმა ბანკმა მოქალაქეებისთვის სასესხო შეღავათები დააწესოს.

23 ოქტომბრის 14:00 საათის მონაცემებით, უკვე შეგროვდა 750 ხელმოწერა.

„ამ პეტიციას პირველი ჩემი ხელმოწერა აქვს, რომელიც ეხება პანდემიის ფორსმაჟორულ ვითარებად გამოცხადების საკითხს და იმას, რომ ბანკების მიერ მოქალაქეებისთვის პანდემიის დაწყებამდე აღებულ სესხებზე დაგროვილი პროცენტი გაიქვითოს“, – განაცხადა ნინო ბურძჯანაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

პარტიის ლიდერის თქმით, ყველა ხელშეკრულებაში წერია, რომ ფორსმაჟორულ ვითარებაში ხელშეკრულებების პირობები იცვლება.

„მოქალაქეებს მივმართავ, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ამ სესხების შეჩერება, გადავადება, პროცენტებისა და ჯარიმების მოხსნა, შემოუერთდით ამ პეტიციას“, – განაცხადა ბურჯანაძემ.  

ხელმოწერების შეგროვება პეტიციაზე, რომლის წარდგენასაც პარტია საქართველოს მთავრობისთვის გეგმავს, კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა. მაღალი საპროცენტო განაკვეთი კრედიტებზე მუდამ წარმოადგენს საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების ძირითად პრეტენზიას საქართველოს საბანკო სექტორის მიმართ.

 

42
კორონავირუსის ეპიდემია. მამაკაცი პირბადით ... ნიკაპზე

„კორონავირუსი ხომ არ მაქვს ???“: COVID-19-ის უტყუარი დიაგნოსტიკა ექიმ კომაროვსკისგან

0
(განახლებულია 12:20 24.10.2020)
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების უკვე 42,2 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1,1 მილიონი ადამიანი.

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. ყნოსვის და გემოს გრძნობის დაკარგვა კორონავირუსული ინფექციის მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური სიმპტომია, მიიჩნევს ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი ევგენი კომაროვსკი. ამის შესახებ РИА Новости წერს.

„ტესტი „რისი სუნი აქვს?“ გაცილებით ზუსტია, ვიდრე ნებისმიერი თერმომეტრია“, - განაცხადა მან.

ექიმმა აღნიშნა, რომ ყნოსვის დაკარგვა გრიპის დროსაც ხდება, მაგრამ მაშინ ეს განპირობებულია სურდოთი, ცხვირის „გაჭედვით“.

„კორონავირუსის დროს სურდო თითქმის არ არის, ყნოსვა კი იკარგება“, - აღნიშნა კომაროვსკიმ.

ასეთ სიმპტომს ექიმი ხსნის იმით, რომ COVID-19 აზიანებს იმ ნერვულ უჯრედებს, რომლებიც სუნსა და გემოს აღქმაში გვეხმარება. თუმცა ეს ცვლილებები აღდგენადია. სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ყნოსვის ფუნქციის აღდგენას სამი კვირა სჭირდება, ზოგჯერ კი სამი თვეა საჭირო.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების უკვე 42,2 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1,1 მილიონი ადამიანი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1941-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 26503-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10163 ადამიანი, გარდაიცვალა – 193, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4180, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3571 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში