საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა პარტიული სია წარადგინა

© Sputnik / Alex Shlamovსაქართველოს პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო ბანერი
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო ბანერი

 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პარტიის წინასაარჩევნო კამპანია ინციდენტების ფონზე მიმდინარეობს, ბათუმის შემდეგ მას მოწინაღმდეგეები ქუთაისშიც გამოუჩნდა

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. პარტიამ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ ქუთაისში, დავიდ აღმაშენებლის მოედანზე  პარტიული სია წარადგინა - დეპუტატობის 25 კანდიდატი და ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი.

„ევროპული საქართველო“ „ალიანსის“ არჩევნებიდან მოხსნის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს >>

პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად პარტიიდან ქუთაისში კენჭს იყრის ფიზიკოსი ნონა ასათიანი.

რაც შეეხება პარტიულ სიას, პირველი სამეული ასე გამოიყურება - პარტიის ლიდერი და მისი გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი, „საქართველოს პატრიოტების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომია და თბილისის საკრებულოს დეპუტატი გოჩა თევდორაძე.

25 კანდიდატიდან, რომლებიც ალიანსის სიაში შევიდნენ, რვა ქალია.

პროკურატურა - Sputnik საქართველო
აუდიტის სამსახური „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების წყაროებს შეამოწმებს

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის პრეზენტაციას ქუთაისში ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. შეხვედრაზე მივიდნენ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებმაც არ აპატიეს ირმა ინაშვილს მოგზაურობა აფხაზეთში და „ზედმეტად მჭიდრო კავშირები“ რუსეთთან. ისინი ასევე მოითხოვდნენ პასუხებს ჭორებზე პარტიის შესაძლო რუსული დაფინანსების შესახებ.

სიტუაცია მხოლოდ პოლიციის გამოჩენის შემდეგ განიმუხტა.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.

პარტია 2012 წელს დააფუძნა რამდენიმე ქართველმა პოლიტიკურმა მოღვაწემ, რომლებიც კონსერვატიულ ანტიდასავლურ პოზიციებს იზიარებდნენ.

„ყოველი ახალი დღე ახალი პროვოკაცით იწყება“ - „პატრიოტთა ალიანსი“ სკანდალის ცენტრშია >>

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა ხმების ზუსტად 5% მიიღო და გახდა მესამე საპარლამენტო პარტია - „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0