მოიერიშეები Су-25

ისრაელის კომპანია საქართველოში საჰაერო თავდაცვითი დანადგარების მოდერნიზაციას ჩაატარებს

117
(განახლებულია 12:51 12.09.2020)
ივლისის შუა რიცხვებში საქართველოს თავდაცვის უწყებამ სამხედრო-საჰაერო ძალების საფრენი აპარატების მასშტაბური რემონტი და განახლება დაიწყო.

თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ისრაელის კომპანია Rafael საქართველოში საჰაერო თავდაცვით დანადგარების სრულ აღდგენასა და მოდერნიზაციას ჩაატარებს, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების მონაცემებით, შესაბამისი შეთანხმება თავდაცვის სამინისტროსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის პარასკევს გაფორმდა.

ხელმოწერამდე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები და ქართული პერსონალის გადამზადების საკითხები განიხილა.

Rafael — შეიარაღების მწარმოებელი ისრაელის კომპანიაა, რომელიც ისრაელში შეიარაღების მწარმოებელი ექსპორტიორი კომპანიების ოთხეულში შედის.

თურქეთი საბერძნეთის საზღვარზე ტანკების გადასროლას იწყებს >>

ასევე პარასკევს თავდაცვის მინისტრმა განიხილა თანამშრომლობა ისრაელის კიდევ ერთ კომპანიის - Elbit Systems-ის წარმომადგენლებთან, რომელიც სხვადასხვა ტიპის შეიარაღების მოდერნიზაციაზე მუშაობს.

მხარეებმა თანამედროვე რადიოელექტრონული სისტემებით საფრენი აპარატების აღჭურვის საკითხებზე იმსჯელეს.

ივლისის შუა რიცხვებში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო-საჰაერო ძალების საფრენი აპარატების კაპიტალური რემონტი და განახლება დაიწყო.

პირველ ეტაპზე ჩატარდება სამინისტროს ბალანსზე რიცხული საფრენი აპარატების СУ-25 და МИ-24-ის რემონტი, რომელსაც სამხედრო ცენტრი „დელტა“ და „თბილავიამშენის“ ქარხანა ახორციელებს.

 

117
თემები:
საქართველოს თავდაცვა (96)
ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ყურადღებით აკვირდება საარჩევნო გარემოს საქართველოში

51
(განახლებულია 23:03 24.09.2020)
გასული წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ თითქმის არავინ არ აგებს პასუხს წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი ძალადობისა და მოსყიდვის ფაქტების გამო, განაცხადა სახალხო დამცველმა

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ომბუდსმენის ოფისი წინა წლების მსგავსად აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს და თითოეულ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირებას ახდენს, განუცხადა ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. პარალელურად ამავე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები ჩატარდება. 

ომბუდსმენის თქმით, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის უკვე დაფიქსირდა ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები.

„ასევე ისმის ინფორმაცია პირადი ცხოვრების გამოყენების შესახებ პირების დაშინების თაობაზე, ამ საკითხებშიც ჩართულები ვართ. შესაბამის უწყებებს მივმართავთ და მოვიძიებთ ინფორმაციებს, რამდენად სწორად, ობიექტურად და დროულად ხდება ამ დანაშაულების გამოძიება“, - განაცხადა ლომჯარიამ.

მან მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ წინა წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის, მოსყიდვის და სხვა დანაშაულებრივი ფაქტების ჩადენისთვის პრაქტიკულად არავინ არ აგებს პასუხს და დღემდე არ არსებობს დაზარალებული თუ ბრალდებული პირები აღნიშნულ საქმეებში.

სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მედია ვალდებულია მოვლენების გაშუქებისას იყოს ობიექტური და არ იყენებდეს სიძულვილის ენას.

„წინასაარჩევნო პერიოდში მედიის მონიტორინგს იმედია, განახორციელებენ ეუთო/ოდირი, თუ სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ჩვენი მოწოდება იქნება, მაქსიმალურად გაკონტროლდეს, რომ არ იქნეს გამოყენებული სიძულვილის ენა. რა თქმა უნდა, მედია ვერ აიღებს ყველაფერზე პასუხისმგებლობას, მაგრამ ვფიქრობ, მედიასაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია მსგავსი ფაქტების გაშუქებისას“, – განაცხადა ლომჯარიამ.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, დაუშვებელია ქსენოფობიური და ჰომოფობიური გამონათქვამების გამოყენება და ძალადობის ფაქტების წახალისება.

51
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
 აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვედრებზე საქართველოში

რა განიხილეს საქართველოს პრეზიდენტმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა

61
(განახლებულია 01:13 25.09.2020)
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა თბილისში პროტოკოლით გათვალისწინებული ბოლო შეხვედრა იყო

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი მთავარი განსახილველი თემა იყო შეხვედრაზე, რომელიც თბილისში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის გაიმართა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის საკითხი კვლავ სადავოა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან არსებული მონაკვეთის გამო.

„საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე.

მან აღნიშნა, რომ დემარკაციის პროცესის დასრულების შესახებ შეთანხმება მიღწეულია აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ბაქოში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გასულ წელს გაიმართა.

მხარეებმა ასევე განიხილეს სიტუაცია მთიანი ყარაბაღის ირგვლივ, რასთან დაკავშირებით ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, მხარეების სურვილის შემთხვევაში, გახდეს პლატფორმა, რომელიც ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.

განხილვის კიდევ ერთი თემა გახდა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები და მათი გაღრმავების პერსპექტივები.

შეხვედრის ბოლოს ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა თბილისში პროტოკოლით გათვალისწინებული ბოლო შეხვედრა იყო. მანამდე ის შეხვდა თავის ქართველ კოლეგას, პრემიერ-მინისტრს და ქვეყნის პარლამენტის დეპუტატებს.

61
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
თეთრ და მუქნაჭუჭიანი კვერცხები კალათში

ფერმერი საგონებელშია: ქათამმა უცნაური კვერცხი დადო - ვრცელდება ვიდეო

0
(განახლებულია 10:13 25.09.2020)
ფერმერ ქალს წარმოდგენა არ აქვს, რას შეიძლებოდა მოეხდინა გავლენა კვერცხის უცნაურ შეფერილობაზე, ვინაიდან ყველა ქათამს ერთნაირად კვებავდა

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ჩინეთის პროვინცია ცზიანსუს ფერმაში ქათამმა მწვანე კვერცხი დადო და ფერმერი საგონებელში ჩააგდო, წერს გამოცემა Daily Star-ი.

მეურნეობის მეპატრონე გაო გაოცებული დარჩა, როდესაც მისმა ქათამმა მწვანე ლაქებიანი კვერცხი დადო. ჩინელმა ქალბატონმა თქვა, რომ წარმოდგენა არ აქვს, კონკრეტულად თუ  რას შეეძლო კვერცხის შეფერილობაზე გავლენის მოხდენა.

„ეს კვერცხი იგივე ზომისაა, როგორიც სხვები, მაგრამ მწვანე ხალებითაა დაფარული. ჩემს ეზოში შვიდი ქათამი და ერთი მამალია. მე მათ ერთნაირად ვაჭმევდი: სიმინდს, ბოსტნეულსა და სხვა მწვანილეულს“, — განმარტა მან.

სუციანის მეცხოველეობისა და ვეტერინარული სადგურის უფროსმა ვეტერინარმა ჩჟან ვენჩენმა თქვა, რომ კვერცხმა შეიძლება გარეგანი ზემოქმედება ჯერ კიდევ ქათმის შიგნით განიცადა. მან დიასახლისს ურჩია, რომ უცნაური კვერცხი არ ეჭამათ.

0
თემები:
მსოფლიო დღეს