მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი რუსეთთან კონფრონტაციაში შესვლას არ გეგმავს

132
(განახლებულია 19:08 10.09.2020)
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიტყვებით, მის გეგმებში, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის არა საგარეო, არამედ საშინაო პრობლემების მოგვარებაა.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ბოლო დღეებში სამშობლოში დაბრუნებისა და პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების სურვილის შესახებ განცხადება გააკეთა, აღნიშნა, რომ რუსეთთან კონფრონტაციაში შესვლას არ გეგმავს.

„ახლა მთავარია ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანა და არა ვინმესთან კონფრონტაციაში შესვლა... ჩვენი ამოცანა არა რუსეთთან კონფრონტაციაში შესვლა, არამედ შიდა პრობლემების სწორად გადაწყვეტაა“, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია Formula-ს ეთერში.

უფრო ადრე სააკაშვილი მიესალმა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის პოსტზე მას მოიაზრებს და განაცხადა, რომ მზადაა აღნიშნული თანამდებობა დაიკავოს, თუმცა მაქსიმუმ ორი წლით. მისი სიტყვებით, ეს ვადა საკმარისია „საქართველოს ჭაობიდან ამოსაყვანად“. 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღიარა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში არაერთი შეცდომა იქნა დაშვებული, მაგრამ ახლა საკმარისი გამოცდილება შეიძინა, რათა ღირსეულად „ემსახუროს თავის ქვეყანას“. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სააკაშვილის განცხადება მორიგ ტყუილად შეაფასეს, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირობა დადო, რომ სააკაშვილს საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავებენ.

სააკაშვილი საქართველოში შვიდი წელია არ ყოფილა. აქ ის ოფიციალურად დამნაშავედ არის მიჩნეული და სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულის გამო ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მას დააკავებენ, თუ ამ დროისთვის მას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ შეიწყალებს.

ამჟამად სააკაშვილი უკრაინაში ცხოვრობს, არის ამ ქვეყნის მოქალაქე და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტი უკავია.

132
თემები:
მიხეილ სააკაშვილი (149)
ცესკოს შენობა

როგორ ჩატარდება არჩევნები კორონავირუსის პანდემიის პირობებში ცესკომ წესები დაადგინა

10
(განახლებულია 16:20 21.09.2020)
ცესკოს დადგენილებით რეგულირდება კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენებისა და სხვა წესები.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ცესკომ (ცენტრალური საარჩევნო კომისია) საპარლამენტო არჩევნების დღისთვის, მსოფლიოსა და ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიიდან გამომდინარე, ეპიდემიური პროტოკოლი შეიმუშავა, რომელიც განსაზღვრავს ამომრჩევლებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისა და ჩართული მხარეების სანიტარიულ–ჰიგიენურ წესებს კენჭისყრის პერიოდში.

ეთიკა პოლიტიკოსებისთვის - ცესკომ პარტიებს სპეციალური კოდექსი შეუდგინა>>

ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლითაც რეგულირდება კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები.

თერმოსკრინინგის გავლა კენჭისყრის შენობაში შესვლამდე სავალდებულოა როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების, ისე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის. თუ პირს დაუფიქსირდება 37°С, ან უფრო მეტი ტემპერატურა, ის საარჩევნო უბანზე არ დაიშვება. თუ მაღალი ტემპერატურის გამო კენჭისყრის შენობაში არ იქნა დაშვებული ან კენჭისყრის შენობა დატოვა პარტიის მიერ დანიშნულმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა, პარტიას აქვს უფლება, მის ნაცვლად დაუყონებლივ დანიშნოს საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრი.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები შენობაში შესვლამდე ხელებს დადგენილი წესით დაიმუშავებენ და გაიკეთებენ პირბადეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დამატებით უზრუნველყოფილი იქნებიან დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.

ხელის ჩამორთმევისა და გადაკოცნის გარეშე: დეპუტატებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ>>

კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან განთავსებული იქნება დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. ასევე საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ზედაპირებს, რომლებზეც ხშირად ხდება შეხება, სათანადო წესით ჩაუტარდეს დეზინფექცია (სამ საათში ერთხელ ან დაბინძურების მიხედვით), ხოლო საარჩევნო უბნები შეძლებისდაგვარად განიავდეს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ფარული კენჭისყრის კაბინები ისე მოეწყობა, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი. 

რაც შეეხება ამომრჩეველს, მათთვის შემდეგი წესები იმოქმედებს:

ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე.

ამომრჩეველს კენჭისყრის პერიოდში პირბადის მოხსნა ორჯერ მოუწევს – იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. პირბადის გამოყენებაზე გამონაკლისი დაშვებული იქნება იმ პირებისთვის ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, ამ შემთხვევაში აღნიშნულმა პირმა სამედიცინო ცნობა უნდა წარადგინოს.

საარჩევნო კომისიების კონკურსებში მონაწილე კონკურსანტებს COVID-19 დაუდასტურდა>>

ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური კალმისტრით, რომელიც ხმის მიცემის შემდეგ უნდა განათავსოს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში და დროულად დატოვოს საარჩევნო უბანი.

სანიტარიულ–ჰიგიენურ წესები საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების, საარჩევნო კომისიების წევრებისა და ჩართული მხარეებისთვის შეიმუშავა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

საარჩევნო ადმინისტრაცია იზრუნებს, რომ ამომრჩევლებს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია დადგენილებით განსაზღვრული სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების შესახებ. ამისთვის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიაა დაგეგმილი.

„ცესკო აგრძელებს საქმიანობას პანდემიის პირობებში არჩევნების პროფესიულ დონეზე ორგანიზებისთვის და კენჭისყრის დღეს ყველასათვის უზრუნველყოფს თავისუფალ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს“, – აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული.

10
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
საქართველოს დროშა

„ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის 25% უჭერს მხარს პარტიების ახალი რეიტინგი

70
(განახლებულია 17:10 21.09.2020)
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებულ გამოკითხვაშიც წინასაარჩევნოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებში ამ ეტაპზე მმართველი პარტია 25%-ს აგროვებს, ასეთია ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით ფრანგული კომპანია IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.

კვლევა 2020 წლის 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილება შეადგენს +/-2,5%-ს.

კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, პასუხები ასე ნაწილდება:

პარტია რესპონდენტების წილი
"ქართული ოცნება"  25%
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" 15,5

"ევროპული საქართველო" 

5%
"სტრატეგია აღმაშენებელი"  3%
"ლეიბორისტული პარტია" 3%
"პატრიოტთა ალიანსი" 3%
"გირჩი" 2,5%
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" (ნინო ბურჯანაძე) 2,5%
"ლელო" 2%
"მოქალაქეები" (ალეკო ელისაშვილი) 1,5%
"თავისუფალი საქართველო" 1%
სხვა პარტიები 3%
არ ვიცი 19%
უარი პასუხზე 14%

რაც შეეხება ალოკაციით მიღებულ შედეგებს, კვლევის მიხედვით, ამავე კითხვაზე ხმები ასე გადანაწილდა:

(ალოკაცია არის რესპონდენტების ხმის დათვლის ისეთი მეთოდი, როდესაც რესპონდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ პარტიას, თუმცა დამატებითი კითხვების ანალიზის საფუძველზე ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას)

პარტია რესპონდენტების წილი
"ქართული ოცნება" -  38%
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშია" 26%
"ევროპული საქართველო" 9%
"სტრატეგია აღმაშენებელი" 5%
"ლეიბორისტული პარტია" 4%
"პატრიოტთა ალიანსი" 4%
"გირჩი" 3%
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" (ნინო ბურჯანაძე) 3%
"ლელო" 3%
"მოქალაქეები" (ალეკო ელისაშვილი) 2%
"თავისუფალი საქართველო" 1%
სხვა პარტიები 2%

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოქალაქეები 150 დეპუტატს აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში კენჭისყრის შედეგებით. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს. ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

70
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020