მიხეილ სააკაშვილი

ყველაფერი ახლებურად: სააკაშვილმა საქართველოსთვის გეგმა გამოაქვეყნა

135
(განახლებულია 14:29 10.09.2020)
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების დანიშვნის სისტემის შეცვლის წინადადებით გამოდის.

თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც სამშობლოში პრემიერ-მინისტრის რანგში დაბრუნება სურს, თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა „9 ნაბიჯი სამართლიანობისკენ“.

სააკაშვილმა დაასახელა ვადა, რომლის განმავლობაშიც „საქართველოს ჭაობიდან ამოათრევს“>>

უფრო ადრე სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება. მან აღიარა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს არაერთი შეცდომა იყო დაშვებული, თუმცა ახლა საკმარისი გამოცდილება შეიძინა, რათა ღირსეულად „ემსახუროს თავის ქვეყანას“.

„პოლიცია იქნება სრულად და რეალურად დეპოლიტიზებული. ამაში იგულისხმება როგორც საპატრულო პოლიცია, ისე კრიმინალური პოლიცია და ასევე საპოლიციო სპეცრაზმები. იგი იქნება მხოლოდ ლოჯისტიკურ ბმაში შსს-სთან, ხოლო მისი ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა მინისტრისგან დამოუკიდებელი იქნება. მას არც მინისტრი დანიშნავს და არც პრემიერი. იგი სამოქალაქო სექტორიდან დასახელებული კანდიდატურებისგან შეირჩევა და მისი დამტკიცებისთვის არა უბრალოდ პარლამენტის ხმათა უმრავლესობა, არამედ ოპოზიციის არანაკლებ ერთი მესამედის თანხმობა იქნება აუცილებელი“, – დაწერა სააკაშვილმა.

მისი თქმით, პენიტენციური სამსახური იუსტიციის სამინისტროს გამოეყოფა. მის ხელმძღვანელობასაც პოლიციის ხელმძღვანელის მსგავსად აირჩევენ. პროკურატურა ორ უწყებად დაიყოფა: შეიქმნება ზოგადი პროკურატურა და სამოხელეო საქმეთა პროკურატურა. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს ოპოზიცია აირჩევს.

„სუსი (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) გაუქმდება – სახელმწიფო უწყებების პოლიტიკური ნიშნით გამოყენებასთან მიმართებით მცირე კითხვის ნიშნებიც არ უნდა არსებობდეს. ეს მტკივნეული თემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავხუროთ და წარსულს ჩავაბაროთ. პოლიტიკური პოლიცია საქართველოში აღარ იარსებებს. კონტრდაზვერვის და ანტიტერორისტული სამსახურები გადაინაცვლებს შინაგან საქმეთა სამინისტროში“, – აღნიშნავს სააკაშვილი.

ბოლო პუნქტებში ის წერს, რომ ე.წ. მოსმენის გასაღები გადაეცემა დამოუკიდებელ სასამართლოს და სახალხო დამცველს. ფინანსური პოლიცია გაუქმდება. სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი ჩამოყალიბდება როგორც ნამდვილად დამოუკიდებელი უწყება. სასამართლო რეფორმა უნდა ჩატარდეს ფართო პოლიტიკური კონსენსუსით – არა მხოლოდ მმართველი ძალის მიერ.

სააკაშვილი საქართველოში შვიდი წელია არ ყოფილა. აქ ის ოფიციალურად დამნაშავედ არის მიჩნეული და სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულის გამო ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მას დააკავებენ, თუ ამ დროისთვის მას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ შეიწყალებს.

ამჟამად სააკაშვილი უკრაინაში ცხოვრობს, არის ამ ქვეყნის მოქალაქე და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტი უკავია.

135
თემები:
მიხეილ სააკაშვილი (149)
ცესკო

ცესკომ პარტიული სიების წარდგენის ბოლო ვადა განსაზღვრა

27
(განახლებულია 08:38 23.09.2020)
ცესკოს მიერ დადგენილი ნორმების თანახმად, პარტიულ სიაში 120–დან 200 ადამიანამდე უნდა იყოს – სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი ქალი უნდა იყოს.

თბილისი, 23 სექტემბერი  — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ბლოკებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესები განსაზღვრა, რომელიც პარტიებმა 1 ოქტომბრამდე უნდა წარმოადგინონ, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობისთვის 58 პარტია და ორი ბლოკია დარეგისტრირებული.

ცესკოს მიერ დადგენილი ნორმების თანახმად, პარტიულ სიაში 120–დან 200 ადამიანამდე უნდა იყოს. სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი ქალი უნდა იყოს.

შესაძლებელია სიაში მაჟორიტარი კანდიდატი შეყვანაც. ასეთ შემთხვევაში პარტიულ სიაში უნდა იყოს მითითებული, რომ კანდიდატი წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. ამასთან, პირს უფლება არ აქვს ერთდროულად  ორ პარტიულ სიაში იყოს.

პარტიულ სიას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები: თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი,  პირადობის მოწმობის ან პასპორტის ფოტოასლი, ფოტოსურათი,  ცნობა იმის შესახებ, რომ მას თანამდებობის დაკავებულის უფლება ჩამორთმეული არ აქვს. 

ასევე, სიებში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადი ნომერი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა, პარტიულობა,  ცნობა საქართველოში ბოლო 10 წლის მანძილზე ცხოვრების შესახებ, თანხმობა, რომ იგი მზადაა კენჭი იყაროს კონკრეტული პარტიის ან ბლოკის სახელით.

პარლამენტში სულ 150 ადგილია – 120 ადგილს დაიკავებენ პარტიებიდან და ბლოკებიდან პროპორციული სისტემით არჩეული კანდიდატები, 30–ს კი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში გამარჯვებული კანდიდატები.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარლამენტში საქმიანობის დაწყებამდე ერთი კვირის განმავლობაში ყველა კანდიდატი ვალდებულია გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება.

 

27
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
კენჭისყრა

IRI-ს სადამკვირვებლო მისია საქართველოში ჩამოვა

36
(განახლებულია 20:06 22.09.2020)
IRI-ს სადამკვირვებლო მისია ხუთი კაცის შემადგენლობით საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევით ჩამოვა.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მისია (IRI) 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დაკვირვების მიზნით საქართველოში ჩამოვა, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

NDI საქართველოში არჩევნების დისტანციურ დაკვირვებას იწყებს>>

მისიის შემადგენლობაში იქნება ხუთი ტექნიკური ანალიტიკოსი. ისინი საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან და მას ყველა დონეზე შეაფასებენ.

„IRI-ს მისია ყურადღებას გაამახვილებს საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის. მათ შორისაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მასმედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. გარდა ამისა, მისია ყურადღებას გაამახვილებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის დაწესებული რეგულაციების შესრულებაზე“, – განაცხადა IRI-ს ევრაზიის განყოფილების დირექტორმა სტივენ ნიქსმა.

დამკვირვებლები საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევით ჩამოვლენ. IRI საქართველოს პარტნიორია დაახლოებით 25 წლის განმავლობაში და ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის ყველა არჩევნების მონიტორინგსა და შეფასებას ახორციელებს.

„ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გამოცდას ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის“, – აღნიშნა ნიქსმა.

არჩევნების შედეგებზე IRI გამოაქვეყნებს ანგარიშს, რომელიც მომზადდება მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე.

IRI-ს გარდა, უკვე ცნობილია, რომ არჩევნებს საქართველოში დისტანციურად დააკვირდება აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI).

შსს საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება – მინისტრმა ბრძანება გამოსცა>>

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – 120 დეპუტატს პარტიებიდან აირჩევენ, ხოლო 30-ს – ერთმანდატიან ოლქებში.

36
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ალექსანდრ ლუკაშენკო

გასაიდუმლოებული ინაუგურაცია: ალექსანდრ ლუკაშენკო ოფიციალურად გახდა ბელარუსის პრეზიდენტი

0
ინაუგურაციის ჩატარების საკითხი გასაიდუმლოებული იყო და მხოლოდ მისი დაწყების წინ გახდა ცნობილი. ამასთან, მაღალი რანგის სტუმრები ბელარუსის პრეზიდენტის რეზიდენციაში ბოლო მომენტში მიიწვიეს.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ალექსანდრ ლუკაშენკო ოფიციალურად გახდა ბელარუსის პრეზიდენტი, ინაუგურაციის ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა, იუწყება „Sputnik ბელარუსი“.

სააგენტოს ინფორმაციით, ინაუგურაციის ჩატარების საკითხი გასაიდუმლოებული იყო და მხოლოდ მისი დაწყების წინ გახდა ცნობილი. ამასთან, მაღალი რანგის სტუმრები ბელარუსის პრეზიდენტის რეზიდენციაში ბოლო მომენტში მიიწვიეს.

ცერემონიას ესწრებიან პარლამენტის დეპუტატები, ჩინოვნიკები და სახელმწიფო მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

ალექსანდრ ლუკაშენკომ, კონსტიტუციის თანახმად, ფიცი ბელორუსულ ენაზე დადო და ხელი მოაწერა აქტს ფიცის დადების შესახებ. ამის შემდეგ ქვეყნის ცესკოს თავმჯდომარე ლიდია ერმოშინამ მას რესპუბლიკის პრეზიდენტის მოწმობა გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო ზედიზედ მეექვსედ გახდა ბელარუსის პრეზიდენტი.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს