მიხეილ სააკაშვილი

„მობრძანდეს“ გახარია სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნების შესახებ

121
(განახლებულია 21:09 07.09.2020)
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პრემიერობის კანდიდატად დაასახელა.

თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება ხელს ვერ შეუშლის მშვიდ წინასაარჩევნო პროცესს ქვეყანაში, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დაასახელა>>

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ მიხეილ სააკაშვილი დღეს პრემიერობის კანდიდატად დაასახელეს. მანამდე ექს-პრეზიდენტმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა, რომ ის სამშობლოში თავისი დაბრუნების გეგმას 7 სექტემბერს წარმოადგენს.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ – მობრძანდეს. ვერავინ და ვერაფერი ქვეყნის სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს. ვერავინ და ვერაფერი საარჩევნო პროცესის ნორმალურ, მშვიდ გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები დადგენილ ვადებში და დემოკრატიის სრული დაცვით ჩატარდება.

„არჩევნებთან დაკავშირებით ყველა პროტოკოლი შემუშავებულია, შეთანხმებულია როგორც ცესკოსთან, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან. არანაირი პრობლემა და შეფერხება პოლიტიკურ პროცესს, განსაკუთრებით, ხმის მიცემის პროცესს არ ექნება. ჩატარდება ყველაფერი, რა თქმა უნდა, ვადებში და დემოკრატიის მაღალი ხარისხის სრული დაცვით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა. იგი საქართველოში ოფიციალურად დამნაშავედ არის მიჩნეული და სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ექვსი წელი აქვს მისჯილი. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მას დააპატიმრებენ, თუ მანამდე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ შეიწყალებს.

ციხე თუ პრემიერობა ანუ რა გზით შემოვა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში>>

სააკაშვილი ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს, აქვს ამ ქვეყნის მოქალაქეობა და უჭირავს უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს არის დანიშნული.

121
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (146)
ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: სააკაშვილი საქართველოში არ დაბრუნდება თავის კეთილდღეობას ეჭვქვეშ არ დააყენებს

41
(განახლებულია 16:49 23.09.2020)
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაბრუნებას აპირებს, ხოლო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პრემიერად მისი კანდიდატურა წამოაყენა.

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავისი დაპირებების მიუხედავად, სამშობლოში არ დაბრუნდება.

„არა, არ დაბრუნდება. ეს ის ადამიანი არ არის, რომელიც თავის კეთილდღეობასა და თავისუფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. მისი ჩამოსვლის შანსი 1%-ია. ხელისუფლებაში ნამდვილად არ დაბრუნდება. ქართველი ხალხი პარტია „ნაცმოძრაობას“ იმდენი რაოდენობით არ დაუჭერს მხარს, რომ ის პირველ ადგილზე გავიდეს და მთავრობა ჩამოაყალიბოს. კოალიციურ მთავრობაშიც კი არასდროს დავუჭერ მხარს სააკაშვილს", – განაცხადა ბურჯანაძემ РИА Новости-სთან ინტერვიუში.

პოლიტიკოსის თქმით, როდესაც ექს-პრეზიდენტმა 2013 წელს საქართველო დატოვა, ის უღირსად მოიქცა. ხოლო სააკაშვილი რომ ქართული მართლმსაჯულების წინაშე წამდგარიყო, მას ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი ექნებოდა, რადგან „ხალხი მალე ივიწყებს ყველაფერს“, მიიჩნევს ბურჯანაძე.

„არ უნდა წასულიყო. როდესაც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება თავის დროზე მდევნიდა, როცა აპატიმრებდნენ ჩემს შვილს და როდესაც არავის შეეძლო ჩემთვის უსაფრთხოების გარანტიის მოცემა, როდესაც ყველა, ვინც მიცავდა, მძღოლებიც კი, დააპატიმრეს, მე არ წავსულვარ“, – დასძინა მან.

უფრო ადრე სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინიდან საქართველოში ბრუნდება. მან აღიარა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ბევრი შეცდომა დაუშვა, თუმცა ახლა საკმარისი გამოცდილება შეიძინა, რომ უფრო ღირსეულად „ემსახუროს თავის ქვეყანას“. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სააკაშვილის განცხადება უარყოფითად შეაფასეს. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირობა დადო, რომ მას საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავებენ.

ინტერვიუს სრული ტექსტი იხილეთ ria.ru-ზე.

41
ცესკო

ცესკომ პარტიული სიების წარდგენის ბოლო ვადა განსაზღვრა

33
(განახლებულია 14:04 23.09.2020)
ცესკოს მიერ დადგენილი ნორმების თანახმად, პარტიულ სიაში 120-დან 200 ადამიანამდე უნდა იყოს, ხოლო სიის ყოველ ოთხეულში ერთი ქალი აუცილებლად უნდა იყოს.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ბლოკებისთვის პარტიული სიის წარდგენის წესები განსაზღვრა, რომელიც პარტიებმა 1 ოქტომბრამდე უნდა წარმოადგინონ, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. არჩევნებში მონაწილეობისთვის 58 პარტია და ორი ბლოკია დარეგისტრირებული.

ცესკოს მიერ დადგენილი ნორმების თანახმად, პარტიულ სიაში 120-დან 200 ადამიანამდე უნდა იყოს. სიის ყოველ ოთხეულში ერთი ქალი აუცილებლად უნდა იყოს.

შესაძლებელია სიაში მაჟორიტარი კანდიდატის შეყვანაც. ასეთ შემთხვევაში პარტიულ სიაში უნდა იყოს მითითებული, რომ კანდიდატი წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. ამასთან, პირს უფლება არ აქვს ერთდროულად ორ პარტიულ სიაში იყოს.

პარტიულ სიას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები: თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ფოტოასლი, ფოტოსურათი, ცნობა იმის შესახებ, რომ მას თანამდებობის დაკავების უფლება ჩამორთმეული არ აქვს. 

სიებში ასევე მითითებული უნდა იყოს კანდიდატის სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადი ნომერი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა, პარტიულობა, ცნობა საქართველოში ბოლო 10 წლის მანძილზე ცხოვრების შესახებ, თანხმობა, რომ იგი მზადაა კენჭი იყაროს კონკრეტული პარტიის ან ბლოკის სახელით.

პარლამენტში სულ 150 ადგილია, აქედან 120 ადგილს დაიკავებენ პარტიებიდან და ბლოკებიდან პროპორციული სისტემით არჩეული კანდიდატები, 30-ს კი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში გამარჯვებული კანდიდატები.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარლამენტში საქმიანობის დაწყებამდე ერთი კვირის განმავლობაში ყველა კანდიდატი ვალდებულია გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება.

 

33
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (146)
თბილისი

თბილისის გარეუბანში ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება

0
(განახლებულია 15:43 23.09.2020)
კახა კალაძის განცხადებით, ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნა დღეს არსებულ ეკოლოგიურ პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია

თბილისი, 23 სექტემბერი  — Sputnik.  ავჭალის რაიონში ორ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე რეკრეაციული  სივრცის მოწყობა იგეგმება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე. 

მისი განცხადებით, პარკის კეთილმოწყობისთვის ავჭალის სადგურის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა. სკვერის დაპროექტება თბილისის  მერიისა და აზიის განვითარების ბანკის მჭიდრო თანამშრომლობის გარგლებში იგეგმება.

 „ყველასთვის ცნობილია, რომ იმ პარკებსა და სკვერებში, სადაც სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა, განსაკუთრებით ზაფხულში ყველა ასაკის ადამიანების სიმრავლე იყო. ამიტომაც ჩვენ ამ მიდგომას გავაგრძელებთ, რათა ქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შექვმნათ.  მწვანე ფერი უხდება თბილისს“, – განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, მერის სიტყვებით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება დღეს არსებულ ეკოლოგიურ პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც ქალაქში ავტომობილების რაოდენობა კატასტროფულად იზრდება, გამონაბოლქვი კი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

0
თემები:
თბილისის მერია