საქართველოში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევა დაიწყო

გამოწერა
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა 18 წლის ასაკიდან უშუალოდ ან ელექტრონული ფორმით, განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) განცხადებაში.

არჩევნები - Sputnik საქართველო
NDI საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს დისტანციურად დააკვირდება

ცესკოს მონაცემებით, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისია განცხადება 5-დან 9 სექტემბრამდე უნდა შეიტანონ.

„საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების მიზნით 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 657 საარჩევნო უბნისთვის გამოცხადდა საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის შესარჩევი კონკურსები. ჯამში კონკურსები გამოცხადდა 21 942 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, მთელი საქართველოს მასშტაბით“, - განაცხადა ცესკოს ბრიფინგზე კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა 18 წლის ასაკიდან უშუალოდ ან ელექტრონული ფორმით, განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

თბილისში სააგიტაციო პლაკატებისთვის სპეციალური ადგილები გამოიყო >>

პროცედურების გამარტივების მიზნით ცესკომ კანდიდატებისთვის შეიმუშავა განცხადების ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია საოლქო საარჩევნო კომისიებში და გამოქვეყნებულია ცესკოს ვებგვერდზე.

პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო

მიქელაძის თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის პროცესი წარიმართება საქართველოს კანონმდებლობის ახალი მოთხოვნებისა და კრიტერიუმების შესაბამისად, რომელიც მიღებულია საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების საფუძველზე. ეს წესები ამარტივებს პროფესიონალური პერსონალის შერჩევის პროცესს, რომელიც ინტერესთა კონფლიქტის დაცვის და მიუკერძოებლობის პრინციპებზეა დაფუძნებული.

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა. ამჯერად საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. პარლამენტის 150 დეპუტატს შერეული სისტემით აირჩევენ: 120-ს პარტიული სიით, 30-ს კი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამართული კენჭისყრის შედეგებით.

ყველა ახალი ამბავი
0