საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტია პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა არჩევნები თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარდეს.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიამ სტარტი ოფიციალურად აიღო.

კანონმდებლობის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია ქვეყანაში არჩევნებამდე 60 დღით ადრე იწყება.

როგორც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არჩევნები თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარდეს.

არჩევნები - Sputnik საქართველო
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გამართვის თარიღი გამოცხადდა

„მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ თავიანთი წინასაარჩევნო კამპანია და, „ქართული ოცნების" მსგავსად, თავიანთი წვლილი შეიტანონ თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა. ამჯერად საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. პარლამენტის 150 დეპუტატს შერეული სისტემით აირჩევენ: 120-ს პარტიული სიით, 30-ს კი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამართული კენჭისყრის შედეგებით. დღეისთვის ცესკოში რეგისტრაცია უკვე გაიარა 59-მა არასაპარლამენტო პარტიამ.

ყველა ახალი ამბავი
0