პოლონეთის საელჩო საქართველოს შატილის ტრაგედიის გამო უსამძიმრებს

© FB / Parliament of Georgiaსაქართველოსა და პოლონეთის დროშები
საქართველოსა და პოლონეთის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამძიმარს, რომელსაც საქართველო ხევსურეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით იღებს, პოლონეთის საელჩოც უერთდება.

თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. პოლონეთის საელჩო საქართველოში უერთდება საქართველოს ტკივილს შატილის გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფასთან დაკავშირებით, ნათქვამია დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში.

საქართველოში 25 აგვისტოს ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით გლოვის დღეა გამოცხადებული.

ისრაელის საგარეო უწყება საქართველოს უსამძიმრებს>>

„ვუერთდებით ქართველი ხალხის მწუხარებას შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა. გვსურს სამძიმარი გამოვუცხადოთ დაღუპულთა ოჯახებს“, – აღნიშნულია საელჩოს გზავნილში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გლოვის ნიშნად საქართველოს ყველა საელჩოს შენობაზე დროშები დაშვებულია

25 აგვისტოს გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ განკარგულებას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ორშაბათს მოაწერა ხელი.

გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

კვირას, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა.  მიკროავტობუსი, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა, კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევას გადარჩენილი სამი მგზავრი მძიმე მდგომარეობაში თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

ყველა ახალი ამბავი
0