შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის გრაფიკი შეცვალა

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების" სათავო ოფისი
„ქართული ოცნების სათავო ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველმა პარტიამ გორისა და კასპისა და ხაშურისა და ქარელის ოლქებში 24–25 აგვისტოს დაგეგმილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გადადო.

თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა შიდა ქართლში, რომელიც 24 და 25 აგვისტოს იყო დაგეგმილი, გაუქმებულია, ნათქვამია მმართველი პარტიის განცხადებაში.

24 აგვისტოს გორსა და კასპში უნდა გამართულიყო გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენა, ხოლო 25 აგვისტოს ხაშურსა და ქარელში – ზაზა დუგლაძის.

საქართველოს პირველი პირები შატილში მომხდარ ავარიაში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებენ>>

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

ხსოვნის სანთლები - Sputnik საქართველო
საქართველოში 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა ასევე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმაც.

„შემძრა შატილში დატრიალებულმა ტრაგედიამ. განუზომელია ჩვენი მოქალაქეების დაღუპვით გამოწვეული მწუხარება და ტკივილი. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და მთელ საქართველოს“, – აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის სამძიმრის წერილში.

შატილში ავტოკატასტროფას 17 ადამიანი ემსხვერპლა. მიკროავტობუსი 80 მეტრი სიმაღლის კლდოვანი ფერდობიდან გადავარდა. სამი მგზავრი გადარჩა. ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0