ნათელაშვილი: შატბერაშვილს ლიცენზია ჰქონდა ნარკოტიკების გაყიდვაზე, მთელი საბურთალო მოწამლა

© photo : Shalva Natelashvili / FBშალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა  უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2008 წელს სოსო შატბერაშვილმა, მისივე დავალებით, 500 ათასი დოლარი შეინახა

თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. როდესაც გავიგე, რომ სოსო შატბერაშვილი არაკეთილსინდისიერ საქმეებში იყო გარეული, მასთან 11 წლიანი თანამშრომლობა დავასრულე, განაცხადა „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მისი პარტიის ყოფილ წევრზე საუბრისას.

„შატბერაშვილი  აფთიაქის მფლობელი გახლდათ მეტრო „დელისთან“ და თურმე ლიცენზია ჰქონდა ნარკოტიკების გაყიდვაზე და იმდენ ნარკოტიკს ყიდიდა, მთელი ვაკე-საბურთალო მოწამლა თურმე. როცა გავიგე, კინწისკვრით გავაგდე“, - განაცხადა  ნათელაშვილმა ტელეკომპანია Rustavi-2-ის ეთერში.
შალვა ნათელაშვილი - Sputnik საქართველო
„მე და ჩემი პატარა ფისო ერთად ვსაუზმობთ“ – შალვა ნათელაშვილის ფოტო ინტერნეტს იპყრობს

გარდა ამისა, „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2008 წელს სოსო შატბერაშვილმა, მისივე დავალებით 500 ათასი დოლარი შეინახა, რომელიც შემდგომ დაუბრუნა.

თავის დროზე, 2013 წელს იოსებ (სოსო) შატბერაშვილმა უარყო ნათელაშვილის სკანდალური ბრალდებები. მან განაცხადა, რომ არანაირი აფთიაქის მფლობელი არ იყო და ხელისუფლებისგან გამოძიება მოითხოვა.

შატბერაშვილმა „ლეიბორისტული პარტია“ 2013 წელს დატოვა. მან ლეიბორისტული პარტიის რამდენიმე ყოფილ წევრთან ერთად „მემარცხენე ალიანსი“ ჩამოაყალიბა. 15-წლიანი პოლიტიკური თანაცხოვრების შემდეგ, ყოფილმა „ლეიბორისტებმა“ ნათელაშვილს ექს-პრემიერ და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან გარიგებაში დასდეს ბრალი.

საქართველოში 31 ოქტომბრისთვის საპარლამენტო არჩევნები არის დაგეგმილი. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიარა 57-მა პარტიამ. შალვა ნათელაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელია, თუმცა მისი პარტია შედის გაერთიანებული ოპოზიციის შემადგენლობაში, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის ირგვლივ გაერთიანდა. ლეიბორისტულმა პარტიამ ცესკოში რეგისტრაცია უკვე გაიარა.

ყველა ახალი ამბავი
0