სერგეი ლავროვი

ლავროვი: საქართველოში ფრენების აღდგენა ახლო მომავლის საქმეა

160
(განახლებულია 14:02 21.08.2020)
არანაირი შეზღუდვა რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობების მოგვარებასთან დაკავშირებით არა აქვს, ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. მინდა იმედი მქონდეს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლება ახლო მომავლის საკითხია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაზეთ „ტრუდთან“ (Труд) ინტერვიუში, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა გასულ წელს საქართველოში რუსეთის სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟისა და ამის გამო საპროტესტო აქციების საპასუხოდ აკრძალა (2019 წლის 8 ივლისს).

„მინდა იმედი მქონდეს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა ახლო მომავლის საკითხია. ყურადღებით ვადევნებთ თვალს ვითარებას საქართველოში, რა თქმა უნდა, ველოდებით სანიტარულ–ეპიდემიური ვითარების ნორმალიზებას რეგიონში და მსოფლიოში, რეგულარული ავიარეისების გახსნას სხვა მიმართულებებზე“, – განაცხადა ლავროვმა.

მინისტრის თქმით, რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობების მოგვარების მხრივ არანაირი შეზღუდვები არა აქვს, „ეს თბილისში ამჟღავნებენ არათანმიმდევრულობას და პერიოდულად ანტირუსულ კარტს ათამაშებენ“.

„ამასთან, რუსეთში უცვლელად ემხრობიან ურთიერთმომგებიან და მეგობრულ ურთიერთობებს საქართველოსთან. დარწმუნებული ვართ, სწორედ ამაში მდგომარეობს ორი ქვეყნისა და ხალხის ეროვნული ინტერესები... ჩვენ მთლიანად ვუჭერთ მხარს 2012 წელს სამთავრობო ალიანსის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ კურსს ორმხრივი ურთიერთობების მოგვარების თვალსაზრისით. ჩვენი დებულებაა – რაც მეტი ნორმალიზაცია, მით უკეთესი“, – განაცხადა ლავროვმა.

როგორც სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რუსეთში ასევე იმედოვნებენ, რომ მალე აღდგება პანდემიის გამო შეწყვეტილი როგორც კარასინი–აბაშიძის დიალოგის ფორმატი, ისე ჟენევის დისკუსიები.

„ვფიქრობთ, რომ შეიძლებოდა უფრო აქტიურად გამოგვეყენებინა ასევე თბილისსა და მოსკოვში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული ინტერესთა სექციების პოტენციალი“, – განაცხადა ლავროვმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთს ამჟამად საქართველოს საგარეო ვაჭრობაში მყარად უკავია მეორე პარტნიორის პოზიცია.

„რუსეთს დღეს მყარად უკავია მეორე სავაჭრო პარტნიორის პოზიცია (თურქეთის შემდეგ) საქონელბრუნვის საერთო მოცულობით – 1,33 მილიარდი დოლარი (2019 წ.). სწორედ რუსეთში ახდენს თავისი ღვინის ორი მესამედის წარმატებით რეალიზებას საქართველო. რუსეთი კვლავ ლიდერია კერძო ფულადი გადარიცხვების მხრივ საქართველოში – დაახლოებით 430 მლნ დოლარი გასულ წელს“, – განაცხადა ლავროვმა.

მოსკოვი: საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენასა და ვიზების გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია>>

მან აღნიშნა, რომ „ჩვენ ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო კავშირების სასარგებლოდ ცალსახად გამოდიან ასევე რუსი ტურისტებიც“, მათმა წვლილმა 2019 წელს ეკონომიკურ თანამშრომლობაში 1,5 მლნ დოლარი შეადგინა.

160
თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (184)
ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე: ჩემს ოჯახზე გარკვეული წნეხი და ძალადობა ხორციელდება

97
ტიკარაძის განცხადებით, მის ოჯახს საკმაოდ რთული დღე აქვს, რადგან გარდაცვლილია მისი  ოჯახის ერთ-ერთი წევრი

თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან ჩემს ოჯახზე ხორციელდება ძალადობა და მორალური ზეწოლა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ბრიფინგზე მინისტრი სხვადასხვა ტელევიზიის ეთერში მისი და მისი ოჯახის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ გარდაცვლილია მისი ოჯახის წევრი, ჟურნალისტები მაინც აგრძელებენ მორალურ ზეწოლას.

„მე ვიაზრებ იმას, რომ ვარ საჯარო პირი და შესაბამისად, ჩემ მიმართ დასმულ ნებისმიერ კითხვას, რა თქმა უნდა,  პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ როდესაც ეს ეხება ჩემი ოჯახის წევრებსა და ჩემს შვილებს, ვთვლი, რომ ეს დასაგმობი და დაუშვებელია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისი განმარტებით, ის არ ეხმაურება არც  ერთ გავრცელებულ სიუჟეტს, რადგან პატივს სცემს სიტყვის თავისუფლებას, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

97
ცესკო

არჩევნების შედეგების გამოცხადების თარიღი ცნობილია: რას მოიმოქმედებს ოპოზიცია

66
საბოლოო შედეგების შეჯამების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი 10 დღის განმავლობაში მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას დანიშნავს

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისია 3 დეკემბრის სხდომაზე საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული განცხადების თანახმად, სხდომაზე დაგეგმილია მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის შედეგების და საპარლამენტო არჩევნების საერთო შედეგების შეჯამება.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა. შედეგად, 30 მაჟორიტარული ოლქიდან 17-ში დაინიშნა მეორე ტური. 22 ნოემბერს მაჟორიტარ დეპუტატთა არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ოპოზიციის კანდიდატებმა უარი თქვეს მასში მონაწილეობაზე, თუმცა ნომინალურად მაინც იყვნენ ბიულეტენებში.

საბოლოო შედეგების შეჯამების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას დანიშნავს. ამისთვის მას 10 დღე ექნება.

რთული არჩევნები

ოფიციალური შედეგების თანახმად, ქვეყნის მმართველმა პარტიამ პირველად საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ძალაუფლების შენარჩუნება შეძლო.

წინასწარი გათვლებით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში 90 ადგილი ექნება, რაც მას საშუალებას მისცემს პარლამენტის თავმჯდომარე და კომიტეტის თავმჯდომარეები აირჩიოს, ჩამოაყალიბოს მთავრობა და მიიღოს ნებისმიერი კანონი, ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე.

რვა ოპოზიციური პარტია და ბლოკი, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, გაინაწილებენ დარჩენილ 60 ადგილს და გავლენის მოხდენას მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და მიწის შესახებ კანონში ცვლილებების მიღებაზე შეძლებენ.

ამასთან, ოპოზიცია არ ეთანხმება არჩევნების შედეგებს და ამტკიცებს, რომ მმართველმა პარტიამ გამოიყენა თავისი გავლენა ცესკოში და არჩევნები გააყალბა. უფრო მეტიც, ოპოზიციური პარტიები არ აპირებენ თავიანთი საპარლამენტო მანდატების გამოყენებას და თავიანთი პროპორციული სიების ჩახსნას აპირებენ.

გარდა ამისა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციამ აქტიური კონსულტაციები დაიწყო აქციის მომზადებაზე, რომელიც პარლამენტის სხდომის პირველ დღეს გაიმართება. ის ჩატარდება მეტეხის ტაძრის ეზოში, სადაც პარლამენტში შესული ოპოზიციონერი დეპუტატები ხელს მოაწერენ მემორანდუმს, რომ არ შევლენ პარლამენტში და რიგგარეშე სამართლიან არჩევნებს მოითხოვენ.

ოპოზიციის მხრიდან საბოლოო ბოიკოტამდე, საერთაშორისო შუამავლები - ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოები კვლავ ცდილობენ იპოვონ კომპრომისი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, რათა მან მანდატებზე უარი არ თქვას.

მხარეებმა უკვე ჩაატარეს მოლაპარაკებების ორი რაუნდი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით დასრულდა. რაც შეეხება მმართველ პარტიას, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი წინადადებები უნდა წარადგინოს მოლაპარაკებების მესამე რაუნდში, რომლის თარიღი ჯერ არ არის ჩანიშნული.

იმავდროულად, პარლამენტის პირველი სხდომა უნდა ჩატარდეს 13 დეკემბრამდე და თუ შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, მას მხოლოდ და მხოლოდ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დაესწრება და პარლამენტის მთელ სტრუქტურას თავისი რიგებიდან აირჩევს.

ამ შემთხვევაში პარლამენტში იქნება 90 კაციანი ერთი ფრაქცია, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გამართავს სხდომებს და მიიღებს ყველა კანონს ოპონენტების კრიტიკის გარეშე.

მისი პირველი ორი გადაწყვეტილება იქნება მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება და 2021 წლის ბიუჯეტის მიღება.

66
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
დიეგო მარადონას შვილი

ბოკა ხუნიორსმა გამარჯვება დიეგო მარადონას შვილს მიუძღვნა - ემოციური ვიდეო

0
(განახლებულია 15:01 02.12.2020)
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც მარადონას ქალიშვილის ემოციებია ასახული როდესაც არგენტინელმა ფეხბურთელებმა გამარჯვება მას მიუძღვნეს

25 ნოემბერს, ნაპოლისა და არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი 2 ნოემბერს ბუენოს აირესის კლინიკაში იყო გადაყვანილი.

ლეგენდას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს - ტვინის ზედაპირზე სისხლის შედედება, ჰემატომა ქირურგიული ჩარევით მოაშორეს. კლინიკიდან მარადონა 11 ნოემბერს გაწერეს.

„ჩემი კანონიერი შვილები დალმა და ჯანინა არიან, სხვები კი ჩემი ფულისა და შეცდომების შედეგი“, - ამბობდა დიეგო.

მოგვიანებით ყველა მათგანი მიიღო: სამი მათგანი (ორი ქალისაგან) კუბაზე დაიბადა, იმ პერიოდში, როცა დიეგო 2003-05 წლებში იქ მკურნალობდა.

სხვადასხვა სკანდალის შემდეგ დიეგო ჟუნიორი (32 წლის) და ჯანაც (22 წლის) შვილებად აღიარა. კიდევ ერთი შვილი დიეგოს უცნობი ქალისაგან ჰყავს.

გამოდის, რომ დიეგოს 8 შვილი ჰყავს. „კიდევ სამი და საფეხბურთო გუნდი იქნება“, - იხუმრა ჯანინამ „ინსტაგრამზე“.

0
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები