ცესკო

ცესკო ფინიშს უახლოვდება: 68 პარტიის განაცხადიდან 67 უკვე განხილულია

102
(განახლებულია 13:32 20.08.2020)
განაცხადი რეგისტრაციაზე 68 პარტიამ შეიტანა. ამ დროისათვის ცესკომ რეგისტრაციაში გაატარა 57 პარტია, უარი 10 პარტიას უთხრეს.

თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) მხოლოდ ერთი არასაპარლამენტო პარტიის განაცხადის განხილვა დარჩა, რათა დაასრულოს პოლიტიკური სუბიექტების ამ ნაწილის რეგისტრაციის პროცესი საპარლამენტო არჩევნებზე, ნათქვამია ცესკოს მასალებში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

ცესკოს მონაცემებით, განსახილველი დარჩა მხოლოდ თეიმურაზ შაშიაშვილის პარტია „თეთრების“ რეგისტრაციის საკითხი.

ცესკო არასაპარლამენტო პარტიების განაცხადებს 15 ივლისამდე იღებდა. რეგისტრაციაზე განაცხადი სულ 68 პარტიამ შეიტანა. ამ დროისთვის რეგისტრაცია გავლილი აქვს 57 პარტიას, ხოლო 10 პარტიას რეგისტრაციაზე უარი უთხრეს.

საპარლამენტო პარტიებისთვის განაცხადების შეტანის ვადა არჩევნებამდე 57 დღით ადრე, სექტემბრის დასაწყისში იწურება.

არჩევნების მონაწილეების საბოლოო სია არჩევნებამდე 30 დღით ადრე გახდება ცნობილი.

მანამდე იმ პარტიებმა, რომლებმაც ბოლო არჩევნებზე 15 ათასი ხმის მიღება ვერ შეძლეს, ცესკოში 5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერები უნდა წარადგინონ. დანარჩენი პარტიები რეგისტრაციას ავტომატურად გადიან.

ამ დროისთვის დარეგისტრირებული პარტიები:

  1. „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ – ლიდერი მიხეილ სულუაშვილი; 
  2. „სოციალური სამართლიანობისთვის“ – ლიდერი მამუკა ტუსკაძე;
  3. „საქართველო“ – ლიდერი გიორგი ლილუაშვილი;
  4. „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ – ლიდერი ჯონდო ჯავახიშვილი;
  5. „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ – ლიდერი იაგო ხვიჩია;
  6. „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ – ლიდერი გია ბერძენიძე; 
  7. „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა“ – ლიდერი გრიგოლ ჯოჯუა;
  8. „ახალი ქრისტიან–დემოკრატები“ – ლიდერი ნიკოლოზ ჯოგლიძე;
  9. „ევროპელი დემოკრატები“ – ლიდერი პაატა დავითაია;
  10. „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ – ლიდერი ხათუნა ქოიავა;
  11. „პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო“ – ლიდერი გიორგი ვაშაძე;
  12. „ლელო საქართველოსთვის“ – ლიდერი მამუკა ხაზარაძე;
  13. „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა" – ლიდერი ნინო ბურჯანაძე;
  14. „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა" – ლიდერი მალხაზ გორგასლიძე;
  15. „სახელმწიფო ხალხისთვის" – ლიდერი ნიკა მაჭუტაძე;
  16. „თავისუფალი დემოკრატები" – ლიდერი შალვა შავგულიძე;
  17. „ეროვნულ–დემოკრატიული პარტია" – ლიდერი ბაჩუკი ქარდავა;
  18. „საქართველოს ლეიბორისტული პარტია" – ლიდერი შალვა ნათელაშვილი;
  19. „თავისუფალი საქართველო" – ლიდერი კახა კუკავა;
  20. „ქრისტიან–კონსერვატორული პარტია " – ლიდერი შოთა მალაშხია;
  21. „გამარჯვებული საქართველო" – ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი;
  22. „ქართველ ნაციონალისტთა ერთობა" – ლიდერი გაიოზ მამალაძე;
  23. „ქართული დასი“ – ლიდერი ჯონდი ბაღათურია;
  24. „მწვანეთა პარტია" – ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე;
  25. „კანონი და სამართლიანობა" – ლიდერი თაკო ჩარკვიანი;
  26. „რეფორმატორები" – ლიდერი დავით მიროტაძე;
  27. „პროგრესი და თავისუფლება" – ლიდერი ნიკოლოზ გვრიტიშვილი;
  28. „მამულიშვილთა ორდენი – სამშობლო" – ლიდერი გრიგოლ სოხაძე;
  29. „კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია" – ლიდერი ირაკლი კობრავა;
  30. „სახალხო მოძრაობა – ქრისტიან–დემოკრატები" – ლიდერი ანა რეხვიაშვილი;
  31. „ქართული ფესვები" – ლიდერი თენგიზ ოქროფილაშვილი;
  32. „სოციალ–დემოკრატები – საქართველოს განვითარებისთვის“ – ლიდერი გია ჟორჟოლიანი;
  33. „მომავალი საქართველო" – ლიდერი გიორგი ლაღიძე;
  34. „ჩვენი გაერთიანებული საქართველო" – ლიდერი ისაკი გიორგაძე;
  35. „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ – ლიდერი თამაზ მეჭიაური;
  36. „ახალი ძალა“ – ლიდერი ლაზარე ზაქარიძე;
  37. „არჩევანი საქართველოსთვის“ – ლიდერი ლელა გულედანი;
  38. „ევროატლანტიკური ვექტორი“ – ლიდერი სერგო ჯავახიძე;
  39. „შეცვალე საქართველო“ – ლიდერი გიორგი გაგნიძე
  40. „ტრიბუნა“ – ლიდერი დავით ჭიჭინაძე;
  41. „ქართული არჩევანი“ – ლიდერი ბეჟან გუნავა;
  42. „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – ლიდერი ალეკო ელისაშვილი;
  43. „რეფორმერი“ – ლიდერი თორნიკე ჯანაშვილი;
  44. „მემარცხენე ალიანსი“ – ლიდერი იოსებ შატბერაშვილი.
    „საქართველოს პენსიონერთა უფლებათა დაცვის კავშირი“ – ლიდერი ირაკლი ნაცვლიშვილი;
  45. „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ – ლიდერი ზვიად ძიძიგური;
  46. „სამართლიანობისთვის“ – ლიდერი ეკა ბესელია;
  47. „ნაციონალ–დემოკრატიული მოძრაობა“ – ლიდერი დავით შუკაკიძე;
  48. „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ – ლიდერი ბექა ნაცვლიშვილი;
  49. „ქართული იდეა“ – ლიდერი ლევან ჩაჩუა;
  50. „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა“ – ლიდერი სანდრო ბრეგაძე;
  51. „პროგრესული საქართველო“ – ლიდერი ირაკლი მუცხვალაძე;
  52. „პროგრესი და თავისუფლება“ – ლიდერი ნიკოლოზ გვრიტიშვილი;
  53. „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ – ლიდერი თამაზ ჯაფოშვილი;
  54. „საქართველოს ევროატლანტიკური გზა“ – ლიდერი შორენა გარდაფხაძე;
  55. „იბერიელთა ერთობა“ – ლიდერი გიორგი წიპტაური;
  56. „საქართველოს განვითარების პარტია“ – ლიდერი ქეთევან გოგოლაძე;
  57. „საქართველოს სოციალ–დემოკრატიული პარტია“ – ლიდერი ავთანდილ ველთაური.
102
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (160)
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო უწყება: საქართველო მზადაა ხელი შეუწყოს ყარაბაღში სიტუაციის დეესკალაციას

53
(განახლებულია 09:21 28.09.2020)
საქართველო მოუწოდებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო მონაწილეებს მთელი ძალისხმევა მიმართონ კონფლიქტის ესკალაციის შეწყვეტისკენ

თბილისი, 27 სექტემბერი  — Sputnik. საქართველო შეშფოთებით აკვირდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო ესკალაციას, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, უკვე მოჰყვა მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის დაზიანება, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სიტუაცია მთიან ყარაბაღში 27 სექტემბრის დილას მკვეთრად გამწვავდა - სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს აგრესიაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა, ხოლო აზერბაიჯანის ძალებმა კონტრშეტევითი ოპერაცია დაიწყეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღზე „საჰაერო და სარაკეტო იერიში მიიტანა“.

„იმედი გვაქვს, რომ მოხერხდება მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა და თავიდან აცილება ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების, რაც მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საქართველო მოუწოდებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო მონაწილეებს მთელი ძალისხმევა მიმართონ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ესკალაციის შეწყვეტის და კონსტრუქციული დიალოგის განახლების უზრუნველყოფისთვის.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის გამწვავებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა.

„ძალიან შეშფოთებული ვარ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებით. მოვუწოდებთ მშვიდობისკენ. სტაბილურობა და მშვიდობა ჩვენს რეგიონში საერთო პირობაა“, – წერს ზურაბიშვილი Twitter-ში.

კონფლიქტის მხარეები მოწინააღმდეგის დანაკარგებზე საუბრობენ. ასე, სომხეთში ჩამოგდებულ ვერტმფრენებსა და აფეთქებულ ტანკებზე საუბრობენ, ხოლო აზერბაიჯანში - განადგურებულ საზენიტო კომპლექსებზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით მოლაპარაკებები დაიწყონ.

მთიან ყარაბაღში სიტუაცია გამწვავდა: მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ >>

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე. კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს - რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას, სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

53
თემები:
მთიან ყარაბაღში ვითარება გამწვავდა – შეიარაღებული შეტაკება 2020
სომხეთის შეიარაღებული ძალების არტილერია მთიანი ყარაბაღის პოზიციებზე

საქართველოს პარლამენტში სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს

126
(განახლებულია 14:42 27.09.2020)
მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაცია საშიშროებას მთელი რეგიონის უსაფრთხოებას უქმნის, მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე

თბილისი, 27 სექტემბერი  — Sputnik. საქართველო ყურადღებით აკვირდება სიტუაციას მთიან ყარაბაღში და იმედს იტოვებს, რომ მიმდინარე სიტუაცია დარეგულირდება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

მთიან ყარაბაღში 27 სექტემბრის დილას სიტუაცია მკვეთრად გამწვავდა - სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს აგრესიაში ადანაშაულებენ. ბაქო და ერევანი ერთმანეთს სიტუაციის გამწვავებაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა, ხოლო აზერბაიჯანის ძალებმა კონტრშეტევითი ოპერაცია დაიწყეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღზე „საჰაერო და სარაკეტო იერიში მიიტანა“.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი რეგიონი არის გამოწვევებით სავსე. სამწუხაროდ, რუსეთის პოლიტიკა საუკუნეების განმავლობაში რჩება დესტრუქციული და რეგიონში არაერთი მიმდინარე კონფლიქტი არსებობს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, რა თქმა უნდა აქ ჩვენი, საქართველოს, როგორც აზერბაიჯანის და სომხეთის მიმართ მეგობრული ერისა და ქვეყნის ამოცანა და სურვილია, რომ სტაბილურობა, უსაფრთხოება და მშვიდობა მაქსიმალურად იყოს დაცული. ამიტომ, რა თქმა უნდა ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ პროცესს და იმედი გვაქვს, რომ ეს ესკალაციები დარეგულირდება და რეგიონში იქნება მშვიდი და უსაფრთხო გარემო“, – განუცხადა ჟურნალისტებს თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ყოველთვის იდგა მშვიდობისა და სტაბილურობის მხარეს და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მოწინაღმდეგე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარემოსთვის ძალიან სახიფათოა კონფლიქტი ჩვენს რეგიონში, ყარაბაღში განვითარებული მოვლენები ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. ცხადია, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მშვიდობის, სტაბილურობის მხარეს და ამ შემთხვევაშიც საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, დაპირისპირებულ მხარეებს მოვუწოდებთ, რომ ცეცხლი შეწყვიტონ, მეტი დრო და ენერგია დაუთმონ მშვიდობიან დიალოგს. ცხადია, ჩვენი შესაბამისი სამსახურები ზოგადად პროცესს დააკვირდებიან, მოვლენებს გაანალიზებენ და თუ საჭირო იქნება ჩვენი თანადგომა მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის, ცხადია, ამისთვის მზად ვიქნებით“, – განუცხადა ჟურნალისტებს სესიაშვილმა.

კონფლიქტის მხარეები მოწინააღმდეგის დანაკარგებზე საუბრობენ. ასე, სომხეთში ჩამოგდებულ ვერტმფრენებსა და აფეთქებულ ტანკებზე საუბრობენ, ხოლო აზერბაიჯანში - განადგურებულ საზენიტო კომპლექსებზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით მოლაპარაკებები დაიწყონ.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე. კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს - რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას, სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

126
თემები:
მთიან ყარაბაღში სიტუაცია გამწვავდა
დაკავება

ირანელი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

0
(განახლებულია 12:25 28.09.2020)
ბრალიდ დამტკიცების შემთხვევაში ორივე დაკავებულს სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება – ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ურთიერთშელაპარაკების მიზეზი

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ირანელი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე  ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, 27 სექტემბერს ერთ-ერთმა ბრალდებულმა ნაძალადევის რაიონში ცოტნე დადიანის ქუჩაზე ირანელი მამაკაცი  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა  და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. იგი დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული ინციდენტის დროს  ბრალდებულთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელმაც ირანის მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 120-ე და 126-ე მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და ძალადობას გულისხმობს და ითვალისწინებს სამ წლამდე ვადით პატიმრობას.

0